ჰიპერსივრცული ისტორიები: უვარგისი პარტია: ფარული აგენტები 2 არის მეორე გამოშვება კომიქსების კანონიკურ მინისერიაში ვარსკვლავური ომები: ჰიპერსივრცული ისტორიები: უვარგისი პარტია: ფარული აგენტები. მისი ტექსტის ავტორია მაიკლ მორისი, ხოლო მხატვრები — რის ჰენიგანი, ელისაბეტა დ'ამიკო და მაიკლ ეტაიე. გამოშვება გამოიცა Dark Horse Comics-ის მიერ, 2025 წლის 2 აპრილს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
უვარგისი პარტია ეძებს ჯილდოზე მონადირე ემბოს, რათა წაართვას ყველგან მყოფი რესპუბლიკის ჯაშუშების შესახებ ინფორმაციის შემცველი ცნობები! ამ მისიისას ისინი პირისპირ ეჯახებიან პაიკების ბოროტ სინდიკატს, სუნელის კონტრაბანდისტების ცნობილ ბანდას, რომელიც კლონებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. გაექცევა მათ უვარგისი პარტია ცოცხალი, სანამ ემბო ინფორმაციით გაიპარება? ამაზეა დამოკიდებული რესპუბლიკის ომის მიმდინარეობა!
- უვარგისი პარტიის ახალი თავგადასავალი, რომელიც კლონების ომების დროს ვითარდება!
- ხუთი გამოშვებისგან შემდგარი სერია.
მედია[]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
|
მოვლენები
|
ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები
გონიერი რასები
მანქანები და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
კრებულები[]
წყაროები[]
THE "BAD BATCH" IS UP FOR ANOTHER MISSION IN "HYPERSPACE STORIES" Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10
Star Wars: Hyperspace Stories: The Bad Batch--Ghost Agents #2 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ როგორც გვითითებს ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!, სახელწოდება კლონების რაზმი 99 მიიღეს დაღუპული კლონ 99-ის პატივსაცემად. იგი დაიღუპა კამინოს ბრძოლისას (21 იბ, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები). ვინაიდან სახელწოდება უკვე გამოიყენება გამოშვებაში ჰიპერსივრცული ისტორიები: უვარგისი პარტია: ფარული აგენტები 2, მისი მოვლენები ვითარდება კამინოს ბრძოლის შემდეგ. სიუჟეტი აგრეთვე ვითარდება კლონების ომების დროს (დასრულების წელი 19 იბ, როგორც უთითებს ქრონოლოგიები). ამრიგად, კომიქსის მოვლენათა განვითარების დროა დაახლოებით 21 იბ—19 იბ.