ჰიპერსივრცული ისტორიები: უვარგისი პარტია: ფარული აგენტები 3 არის მესამე გამოშვება კომიქსების კანონიკურ მინისერიაში ვარსკვლავური ომები: ჰიპერსივრცული ისტორიები: უვარგისი პარტია: ფარული აგენტები. მისი ტექსტის ავტორია მაიკლ მორისი, ხოლო მხატვრები — რის ჰენიგანი, ელისაბეტა დ'ამიკო და მაიკლ ეტაიე. გამოშვება გამოიცა Dark Horse Comics-ის მიერ, 2025 წლის 7 მაისს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
პლანეტა კესელზე გმირული ოპერაციის შემდეგ უვარგისმა პარტიამ იპოვა ნიღბიანი ქურდი, რომელმაც კორუსანტიდან მოიპარა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მაგრამ სურვილები ფრთხილად ჩაიფიქრეთ, კლონებო! იმიტომ, რომ ეს ქურდი უბრალო თაღლითი არ არის: იგი ბნელი მხარის მცოდნეა, რომელიც ფლობს სინათლის მახვილს სასიკვდილო სიზუსტის თვისებით. შეძლებს უვარგისი პარტია, დაადგინოს, თუ ვინ არის მათი მტერი და დააბრუნოს ინფორმაცია?
- უვარგისი პარტიის ახალი თავგადასავალი, რომელიც კლონების ომების დროს ვითარდება!
- ხუთი გამოშვებისგან შემდგარი სერია.
მედია[]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
|
დროიდების მოდელები
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
მანქანები და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
კრებულები[]
- ვარსკვლავური ომები: ჰიპერსივრცული ისტორიები: უვარგისი პარტია: ფარული აგენტები
"Launchpad" — Star Wars Insider 229
წყაროები[]
THE "BAD BATCH" IS UP FOR ANOTHER MISSION IN "HYPERSPACE STORIES" Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10
Star Wars: Hyperspace Stories: The Bad Batch--Ghost Agents #3 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ როგორც გვითითებს ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!, სახელწოდება კლონების რაზმი 99 მიიღეს დაღუპული კლონ 99-ის პატივსაცემად. იგი დაიღუპა კამინოს ბრძოლისას (21 იბ, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები). ვინაიდან სახელწოდება უკვე გამოიყენება გამოშვებაში ჰიპერსივრცული ისტორიები: უვარგისი პარტია: ფარული აგენტები 3, მისი მოვლენები ვითარდება კამინოს ბრძოლის შემდეგ. სიუჟეტი აგრეთვე ვითარდება კლონების ომების დროს (დასრულების წელი 19 იბ, როგორც უთითებს ქრონოლოგიები). ამრიგად, კომიქსის მოვლენათა განვითარების დროა დაახლოებით 21 იბ—19 იბ.