ჰოთის ბრძოლა, იგივე თავდასხმა ჰოთზე და თავდასხმა ბაზა „ექოზე“, იყო მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც მოხდა იავინის ბრძოლიდან 3 წელს. მასში გალაქტიკურმა იმპერიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ამბოხებულთა ალიანსისთვის ეს გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდის ერთადერთი წარუმატებელი ბრძოლა აღმოჩნდა. იგი დაიწყო დართ ვეიდერმა, რომელმაც ყინულიან პლანეტა ჰოთზე წამოიწყო იმპერიული შეჭრის ოპერაცია. იგი მიზნად ისახავდა ალიანსის ფარული ბაზა "ექოს" განადგურებას და ლუკ სკაიუოკერის დაჭერას. ბაზის ადგილმდებარეობა ცნობილი გახდა ზონდის მეშვეობით, რომლის მსგავსი ვეიდერის სიკვდილის ესკადრილიამ არაერთი გაუშვა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად ამბოხებულებმა პლანეტა იძულებით დატოვეს.
იმპერიელთა ძალებს ძირითად წარმოადგენდნენ AT-AT-ები გენერალ მაქსიმილიან ვირსის მეთაურობით. მის ჯარს დაევალა ამბოხებულთა ბაზის ძირითადი ენერგოგენერატორის განადგურება, რათა პლანეტა ორბიტული დაბომბვის ქვეშ მოექციათ, ხოლო დართ ვეიდერს და მის სახმელეთო ძალას ჰქონოდათ ბაზაზე შეღწევის საშუალება. გენერატორს ძირითადად იცავდნენ განდგომილების ესკადრილიის T-47-ები, "განდევნილის" მეთაურ ლუკ სკაიუოკერთან ერთად, რომელმაც მანამდე სახელი გაითქვა პირველი სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებით. თუმცა, თოვლის სპიდერების მეშვეობით მოსიარულეთა ჩამოგდება ვერ შეძლეს და, ლუკის ალტერნატიული ტაქტიკის შესაბამისად, გამოიყენეს ბაგირები, რითაც აღჭურვილი იყო ნებისმიერი თოვლის სპიდერი.
მიუხედავად განდგომილების ესკადრილიის მცდელობებისა, გენერატორი საბოლოოდ ვირსის ძირითადი AT-AT-ის მიერ განადგურდა. ბაზაზე დარჩენილმა შემადგენლობამ ევაკუაცია განაგრძო, ამასობაში კი 501-ე ლეგიონი, დართ ვეიდერის მეთაურობით, ბაზაზე შეიჭრა. იმპერიული ძალების მხარეს არსებული სამხედრო უპირატესობის გამო ამბოხების ფლოტი გალაქტიკაში მიმოიბნა. შედეგად, გალაქტიკის სხვადასხვა კუთხეებში იმპერიის ენდორის ბრძოლაში შემდგომ დამარცხებამდე ექვს თვეზე მეტი გრძელდებოდა ორი დაპირისპირებული მხარის შეჯახებები.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები: ეპიკური გორგალები: იმპერიის საპასუხო დარტყმა
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – გადაკვეთილი გზები (მხოლოდ ირიბი ხსენება)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები – შავარდენის გაფრენა (მოგონებებიდან)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობის აღზევება – სინდისის შეტევა (მხოლოდ ხსენება)
- LEGO Star Wars: The Force Awakens (მხოლოდ ხსენება)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga