ჰოლოპედია
ჰოლოპედია

ჰოლოპედია არის ვარსკვლავური ომებისადმი მიძღვნილი ქართულენოვანი ვიკი, რომელიც 2014 წლის 22 მაისს ჩაირთო.

ვიკი შეიქმნა როგორც Wookieepedia-ს ქართულენოვანი ანალოგი, რომელიც მიზნად ისახავს, შეითავსოს აღნიშნული რესურსისთვის დამახასიათებელი ძირითადი, ენციკლოპედიური ფუნქციები. მასზე წარმოდგენილია ინფორმაცია ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებულ კანონიკურ თუ ლეგენდარულ პერსონაჟებზე, ობიექტებზე, მოთხრობებზე, ფილმებზე, წიგნებზე, კომიქსებზე, სხვა სახის მედიასა და სამყაროს შიდა საკითხებზე.

ისევე, როგორც Wookieepedia, ჰოლოპედია აქტიურად მუშავდება და არ წარმოადგენს ინფორმაციის წამყვან წყაროს, ვინაიდან თავად ეფუძნება სხვა წყაროებს.

2021 წლის 27 ნოემბრის მიხედვით ვიკი შედგება 7,513 ვრცელი ან მოკლე სტატიისგან.