ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Information icon

ეს გვერდი ან სექცია წარმოადგენს ჰოლოპედიის ოფიციალურ პოლიტიკას.

იგი ეფუძნება სხვა ვიკიებში არსებულ მრავალწვლოვან პრაქტიკას და ითვლება საწყის სტანდარტად, რომელიც უნდა იყოს დაცული.

ჰოლოპედიის
პოლიტიკა

(იხ. მანიფესტი)
სტატიების პოლიტიკა
· ნამდვილობის დადგენა
· სტატიის სტრუქტურა
(სამყაროს შიდა · სამყაროს მიღმა)
· სტილი
· დასათაურება
· ნეიტრალური თვალსაზრისი
· მნიშვნელოვნება
(ფანების პროექტები)
· დაცვის პოლიტიკა
· წყაროს მითითება
· განხილვის გვერდები
· ფაქტები
მომხმარებელთა პოლიტიკა
· ადმინისტრაციული ავტონომია
· თავისუფლად იმუშავეთ
· ბლოკირების პოლიტიკა
· პირადული თავდასხმები
· კონფიდენციალურობა
· ხელმოწერები
· ორი ან მეტი ანგარიში
· სამმაგი გაუქმება
· მომხმარებლის გვერდი და პროფილი
· ვანდალიზმი
· კენჭისყრა
საიტის პოლიტიკა
· ბოტები
· კანონი (თემატური მედია · FFG)
· თავაზიანობა
· თანხმობა
· საავტორო უფლებები
· წაშლა
· განხილვები
· სურათები
· ინტერვიუები
· რა არ არის ჰოლოპედია
სახელმძღვანელოები
· რთული ინსტრუქციები
· თვითციტირება
· უთანხმოება
· სხვა საიტზე გადამისამართება
· საკუთარი აზრის დასამტკიცებლად გამოყენება

ჰოლოპედია მოგიწოდებთ სტატიების თამამად რედაქტირებისკენ. ვიკი სწრაფად ვითარდება როდესაც მომხმარებელი ცდილობს, აღმოვხვრას ესა თუ ის პრობლემა, გრამატიკა, დაამატოს ფაქტები, თვალი ადევნოს თხრობას და ა.შ. ყველა უნდა იყოს თამამი. ამაში უცნაური არაფერია. სწორედ ამას ელის ყველა.

რამდენჯერ წაგიკითხავთ სტატია ინტერნეტში და გიფიქრიათ: „რატომ არის ამდენი გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომა?“. ჰოლოპედია არა მხოლოდ ნებას გრთავთ, არამედ ითხოვს, რომ თავად დაამატოთ და შეცვალოთ სტატიები. აუცილებელია მცირე მოთმინება, მაგრამ ასეთი მიდგომა მოქმედია. თავად იხილავთ. თუკი ვინმე დაწერს ცუდ, მხიარულ, ზედმეტად მოკლე ან აზრს მოკლებულ სტატიას, ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ასეთი სტატიის შეცვლით მათ რამით აწყენთ. შეცვალეთ შიგთავსი, დაამატეთ რამე, გაწმინდეთ სტატია — ასე მუშაობს ვიკი.

რა თქმა უნდა, დანარჩენებიც გაბედულად არედაქტირებენ იმას, რასაც თქვენ წერთ. ნუ მიიღებთ მუშაობის ასეთ სტილს როგორც პირად შეურაცხყოფას. ყველა ცდილობს, განავითაროს ჰოლოპედია და აქციოს იგი უფრო სრულყოფილად.

...მაგრამ ნუ გამოიჩენთ უგუნურობას![]

კერძოდ, ახალი მომხმარებლები ხშირად გაოგნებულნი არიან ჰოლოპედიის მსგავსი პროექტების ღია ფორმით და მათში ბოლომდე ეშვებიან. ეს კარგია, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ: „გვერდების თამამი რედაქტირება“ არ ნიშნავს, რომ უნდა შეიტანოთ დიდი ცვლილებები ან წაშალოთ დიდი, საკამათო მონაკვეთები, რომლებიც დიდი ხნის რედაქტირებას გადიოდა. მაგალითია თუნდაც ობი-ვან კენობის ბიოგრაფია ან ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება. სექციის ან სტატიის თავში არსებული ციტატის ან სურათის შეცვლა, განხილვის გვერდზე წინადადების წამოყენების გარეშე, ხშირად იწვევს რედაქტირებების ომს — მუდმივ უკუქცევას.

ხშირად ტექსტი, რომელსაც სტატიაში ხედავთ, წარმოადგენს საკუთარი აზრის მქონე სხვადასხვა მომხმარებლის ნაშრომს. ასეთი სტატიის უხეში რედაქტირება შეიძლება შევადაროთ კრაზანების ბუდის აოხრებას, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი, რომელიც გვერდს მუდმივად თვალს ადევნებს, ღიზიანდება.

თუკი გსურთ საკამათო თემაზე სტატიის რედაქტირება, თქვენი სურვილი ბუნებრივია. სასურველია, გაეცნოთ სტატიის სრულ შიგთავსს, წაიკითხოთ კომენტარები მისი განხილვის გვერდზე და თვალი გადაავლოთ გვერდის ისტორიას, რათა შეგექმნათ წარმოდგენა, თუ როგორ გაჩნდა ეს გვერდი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. რედაქტირების დროს არ დაგავიწყდეთ, გამოიყენოთ „რეზიუმეს“ ველი (Summary, სადაც შეგიძლიათ, ჩაწეროთ, თუ რედაქტირება განახორციელეთ, ან აირჩიოთ რეზიუმე ჩამოსაშლელი სიიდან) და გაითვალისწინოთ წყაროს მითითების წესები.

თუ ხედავთ, რომ შემდგომში ან მანამდე შეტანილი ცვლილებები არ შეესაბამება თქვენ მიერ წარმოდგენილ ვერსიას ან გსურთ, შეცვალოთ ან დაამატოთ რამე, გირჩევთ, წარმოადგინოთ შესაბამისი სტატიის განხილვის გვერდზე, თუ რას არ ეთანხმებით. მიუთითეთ საკამათო ფრაზები და წინადადებები, განმარტეთ საკუთარი პოზიცია და, საჭიროებისამებრ, დაამატეთ შესაბამისი წყაროები, ბმულების სახით. ამის შემდეგ დაელოდეთ პასუხს. ვინაიდან სხვა მომხმარებლები დაკავებულნი არიან ჰოლოპედიის რედაქტირებით, დასაშვებია, რომ მათ მიერ პასუხი უმალვე არ გაიცემა. თუკი არავინ ეწინააღმდეგება თქვენს აზრს, განაგრძეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, მიუთითოთ არგუმენტები ან უკვე ნახსენებ რეზიუმეში (Summary), ან განხილვის გვერდზე. ჰოლოპედიაში ნებისმიერი რედაქტირების უკუქცევა შეიძლება, ამიტომ, არ იდართოთ იმაზე, რომ ყველაფერი გაფუჭდება.

არაფერმა შეგაშინოთ![]

სტატიების უმეტესობის შემთხვევაში, თამამად ჩაუღრმავდით რედაქტირებას და მასშტაბური ცვლილებები შეიტანეთ იმის მიხედვით, თუ რას გკარნახობთ ლოგიკური აზროვნება. სიფრთხილე გმართებთ მხოლოდ ზოგიერთ რთულ საკითხზე, რასაც თავადაც მიხვდებით. და იმ შემთხვევაშიც, თუკი ვერ მიხვდებით, სანამ შეგიძლიათ ჯანსაღი დებატების გამართვა, კვლავ თამამად მოქმედება, როგორც წესი, გამართლებული პოზიციაა. თქვენ არ იქნებით პირველი, ვინც შეიტანა ცვლილებები საკამათო შინაარსის მქონე სტატიაში — და არც უკანასკნელი. მიუხედავად ამისა, წვლილი, რომლის შედეგად სტატიას ემატება ახალი ფაქტები და ინფორმაცია, შესაძლოა, იყოს უფრო სასურველი, ვიდრე წვლილი, რომლის შედეგად შიგთავსის ნაწილი უბრალოდ ქრება.

მოქმედებები და რედაქტირებები გავრცელებული შედეგებით[]

გირჩევთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, თუკი თქვენი მოქმედებები გავლენას ახდენენ სხვა გვერდებზე. მაგალითია ბევრ გვერდზე გამოყენებული თარეგის შეცვლა ან პოპულარული გვერდის გადატანა. მართალია, აუცილებელი არ არის, გირჩევთ, ასეთი რედაქტირების წინ, გაეცნოთ შესაბამის პოლიტიკას ან რეკომენდაციებს (მაგალითად, გვერდის გადატანისას დასათაურების პოლიტიკას). გარდა ამისა, მხოლოდ კარგ ნაბიჯად ითვლება ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრა — მაგალითად, როდესაც გადამისამართება არასწორი ან არსებობს ტექსტის ფორმატირების პრობლემა, რის გამოც სტატიის სახე ირღვევა.

იხილეთ აგრეთვე[]

Advertisement