ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Information icon
ეს გვერდი ან სექცია წარმოადგენს ჰოლოპედიის ოფიციალურ პოლიტიკას.
იგი ეფუძნება სხვა ვიკიებში არსებულ მრავალწვლოვან პრაქტიკას და ითვლება საწყის სტანდარტად, რომელიც უნდა იყოს დაცული.
ჰოლოპედიის
პოლიტიკა

(იხ. მანიფესტი)
სტატიების პოლიტიკა
· ნამდვილობის დადგენა
· სტატიის სტრუქტურა
(სამყაროს შიდა · სამყაროს მიღმა)
· სტილი
· დასათაურება
· ნეიტრალური თვალსაზრისი
· მნიშვნელოვნება
(ფანების პროექტები)
· დაცვის პოლიტიკა
· წყაროს მითითება
· განხილვის გვერდები
· ფაქტები
მომხმარებელთა პოლიტიკა
· ადმინისტრაციული ავტონომია
· თავისუფლად იმუშავეთ
· ბლოკირების პოლიტიკა
· პირადული თავდასხმები
· კონფიდენციალურობა
· ხელმოწერები
· ორი ან მეტი ანგარიში
· სამმაგი გაუქმება
· მომხმარებლის გვერდი და პროფილი
· ვანდალიზმი
· კენჭისყრა
საიტის პოლიტიკა
· ბოტები
· კანონი (თემატური მედია · FFG)
· თავაზიანობა
· თანხმობა
· საავტორო უფლებები
· წაშლა
· განხილვები
· სურათები
· ინტერვიუები
· რა არ არის ჰოლოპედია
სახელმძღვანელოები
· რთული ინსტრუქციები
· თვითციტირება
· უთანხმოება
· სხვა საიტზე გადამისამართება
· საკუთარი აზრის დასამტკიცებლად გამოყენება

ამ გვერდზე წარმოდგენილია ჰოლოპედიის ღია მანიფესტი, რომელიც შეიცავს პროექტის ძირითადი მიზნების აღწერას და მისი მუშაობის მთავარ პრინციპებს, სამომავლო გეგმებს და დანიშნულების აღწერას.

დანიშნულება[]

ჰოლოპედია არის ენციკლოპედია, რომელიც აღწერს ვარსკვლავური ომების სამყაროს პერსონაჟებს, ადგილმდებარეობებს, დროს, საზოგადოებას მეცნიერულ საკითხებს, დაკავშირებულ ნაწარმს და სხვა თემებს.

ჰოლოპედიის ჩანაფიქრი და მიზანია, იყოს დახვეწილი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვარსკვლავური ომების სამყაროს ვრცელი აღწერით. მისი შიგთავსი განკუთვნილია ფაქტობრივად ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის.

ჰოლოპედია როგორც ონლაინ-ენციკლოპედია[]

იხილეთ აგრეთვე: რა არ არის ეს საიტი.

ჰოლოპედიაში, რომელიც წარმოადგენს Wookieepedia-ს ანალოგს, შეგროვებული ინფორმაცია ხარისხდება ისეთი სახით, რომ ინტერნეტ-მომხმარებელს შეეძლოს სასურველ საკითხზე ნებისმიერი ცნობის მარტივად მიღება.

ონლაინ-ენციკლოპედიის კონცეფცია თავისთავად ნიშნავს, რომ მასში თხრობის სტილი გათანაბრებულია, ნებისმიერ დიდ ენციკლოპედიასთან, რაც ჰოლოპედიის მსგავს რესურსებს გამოარჩევს ბლოგებისგან ან Facebook-ზე შექმნილი გვერდებისგან, სადაც ადმინისტრატორი ხშირად არ ანიჭებს უპირატესობას თუნდაც ტექსტის გრამატიკულ გამართულობას. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლოპედია არ არის ვიკიპედიის ანალოგი, იგი არ უგულებელყოფს მუშაობის ისეთ პრინციპებს, როგორიც არის ორთოგრაფიის დაცვა და წყაროების გადამოწმებადობა.

ჰოლოპედიაში მუშაობა[]

ჰოლოპედია არ არის რეგისტრირებული როგორც ორგანიზაცია ან ინდივიდუალური მეწარმე. ჰოლოპედიას, ისევე, როგორც მრავალ სხვა რესურსს, Wikia, Inc. ფლობს. ვარსკვლავური ომების საავტორო უფლებების მფლობელია, შესაბამისად, Lucasfilm Ltd..

საავტორო უფლება ამა თუ იმ რედაქტირებაზე ეკუთვნის რედაქტორს, რომელმაც განახორციელა ესა თუ ის რედაქტირება.

ვიკიების მფლობელია საზოგადოება. ერთი მფლობელი ვიკის არ ჰყავს. დამაარსებლებმა მოითხოვეს მისი შექმნა, მაგრამ ვიკის მფლობელი კვლავ მთლიანი საზოგადოებაა და არა მხოლოდ ერთი მომხმარებელი. შესაბამისად, ბიუროკრატიც და ადმინისტრატორიც მათ შორის არიან.

ჰოლოპედიაში მუშაობა (ანუ გვერდების/სტატიების შექმნა) არ გულისხმობს თქვენი საქმიანობის ანაზღაურებას. თითოეული ადამიანი თავად განკარგავს საკუთარ დროს და იმას, მის რამხელა მონაკვეთს დაუთმობს დროდადრო ჰოლოპედიაში მუშაობას. ამრიგად, ჰოლოპედიაში მუშაობა მხოლოდ მოხალისეობრივია.

ამასთან, დგება საკითხი — რა სარგებელი აქვს ჰოლოპედიაში მუშაობას მომხმარებლისთვის? პასუხის გაცემა ასეთ კითხვაზე რთულია, მაგრამ არცთუ უკანასკნელი მიზეზი და საბაბია ფსიქოლოგიური ფაქტორი. როდესაც ამა თუ იმ მედიამოვლენის, პოპულარული კულტურის რაღაც ნაწილის მოყვარული იძენს საკმარის ინფორმაციას საყვარელ თემაზე, გარკვეულ შემთხვევებში მას ებადება სურვილი, გაუზიაროს იგი მსოფლიოს. დღეს ეს შეიძლება გაკეთდეს მრავალი გზით, მათ შორის — სოციალურ ქსელებში გვერდის გახსნით, რომელზეც გამოქვეყნდება ინფორმაცია ფანებისთვის.

ამ მხრივ, Wikia-ს უპირატესობაა ის, რომ სერვერების აბსოლუტურად გამართული მუშაობით, ინფორმაცია, განთავსებული მისდამი დაქვემდებარებულ ვიკიებში (როგორიც არის ჰოლოპედია) ინახება სამუდამოდ, ხოლო სოციალურ ქსელებში ენციკლოპედიების მსგავსი საიტების აგება/სისტემატიზირება თითქმის შეუძლებელია.

ჰოლოპედიის მსგავს რესურსებზე მუშაობის სარგებელი მომხმარებლისთვის არ გამოიხატება რამე სახის მატერიალურ შემოსავალში. მეტიც - გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, ჰოლოპედიაში მუშაობაში დახარჯული დრო წამგებიანი აღმოჩნდეს მომხმარებლისთვის, ვინაიდან იგი გადადებს ყველა სხვა საქმეს და მეტ ყურადღებას დაუთმობს მხოლოდ ამ რესურსში მუშაობას. ჰოლოპედია არავისგან მოითხოვს მსგავს აქტიურობას.

ჰოლოპედიის მსგავს რესურსებზე მუშაობის სარგებელი, პირველ რიგში, ინტელექტუალურია. სუბიექტურად შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავური ომების გამოგონილი სამყაროს შესწავლა დაკავშირებულია, სულ მცირე, მრაგალი პერსონაჟის ბიოგრაფიული ცნობის, საომარი სტრატეგიებისა თუ სამყაროს შიდა მოვლენების ვრცელი მიმოხილვების მოპოვებით, რაც, მასალების მოპოვებისას, საკუთარ თავთან კრიტიკულად მიდგომის შემთხვევაში, აქტიურ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დახვეწოს მშობლიურ ენასთან მუშაობის სტილი და, პოპულალური კულტურის საკითხებში გარკვეული ცოდნაც მიიღოს. მხოლოდ ის, რომ ჰოლოპედია არის თანამედროვე კულტურის ნაწილი, არ ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება იქცეს სერიოზული განხილვის სამიზნედ. უკვე დიდი ხანია, იმართება კონფერენციები და ფართო განხილვები, სადაც, მიწვეული მომხსენებლები თუ რიგითი სტუმრები, დეტალურად განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის ვარსკვლავური ომების გავლენა მეცნიერებაზე, მასში გამოყენებული პოლიტიკური მოტივები ნამდვილი ისტორიიდან, ძალის ინტერპრეტაციები როგორც ანალოგი ნამდვილ სამყაროში არსებული რელიგიებისა და სხვა. ეს მხოლოდ მცირე მიზეზებია იმის, თუ რატომ წარმოადგენს ვარსკვლავური ომები განხილვის მნიშვნელოვან თემას.

შეჯამების სახით: ბუნებრივია, თუკი ნებისმიერი აქტიური მოყვარული გამოთქვამს სურვილს, თარგმნოს შესაბამისი მასალები და გამოაქვეყნოს ისინი ჰოლოპედიაში.

ჰოლოპედია და კანონი/ლეგენდები[]

ემოციურობით გამორჩეული ვარსკვლავური ომების მოყვარულთა ნაწილი გამოხატავს უკმაყოფილებას როგორც სიკველების ტრილოგიაში არსებული ფაქტებით (და შეუსაბამობით მათ მიერ წარმოდგენილ ვარსკვლავური ომების კონცეფციებთან), ასევე ზოგადად იმ ფაქტით, რომ ყოველივე, რაც ამჟამად ვარსკვლავური ომების ლეგენდების ნაწილია, ოდესღაც იყო ვარსკვლავური ომების ერთადერთი და კანონიკური შემადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბებულია ახალი კანონი, ასეთ მოყვარულებს თავისუფლად შეუძლიათ, არ აღიარონ იგი. თუმცა, ჰოლოპედია ინარჩუნებს ნეიტრალურობას და მიუკერძოებლობის დაცვით არ ემხრობა რომელიმე ერთ მხარეს - კანონისა თუ ლეგენდების მოყვარულებს. ეს ნიშნავს, რომ ვიკიში იწერება სტატიები როგორც ლეგენდებთან, ასევე კანონთან დაკავშირებულ თემებზე და არ არსებობს რამე სახის პრიორიტეტი. ამ ვიკიში არ წარმოადგენს პრიორიტეტს აქტუალურ საკითხებზე სტატიების შემუშავებაც კი. მაგალისთვის, თუკი გამოვიდა ახალი ფილმი, დაკავშირებული ამ სამყაროსთან, ჰოლოპედია არავის ავალდებულებს, მთელი ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოიყენონ მხოლოდ ამ ფილმთან დაკავშირებული სტატიების შესაქმნელად. სტატიების თემატიკა და მათი შექმნის სიხშირე არის ყოველი ცალკეული მომხმარებლის პირადი არჩევანი.

მომავალი[]

ძირითადი მიზნები[]

  • ქართულენოვანი მომხმარებლისთვის რესურსის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • აქტიური რედაქტორების მოზიდვა
  • თანამშრომლობა (ტექნიკურად გამართვის ან ინფორმაციის გაცვლის საკითხებში) სხვაენოვან მსგავს ვიკიებთან.

ნაყოფიერი მუშაობა[]

2018 წლის 9 აგვისტოსთვის ვარსკვლავური ომების მთავარ ვიკიში, Wookieepedia-ში, წარმოდგენილი იყო 140.000-ზე მეტი გვერდი. ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად ღრმად არის მიმოხილული სამყარო და მასთან დაკავშირებული თემები აღნიშნულ რესურსზე. სტატიების რაოდენობით მსგავსი მასშტაბების შეძენა ნებისმიერი მსგავსი ვიკისთვის წარმოადგენს უკვე ნაგულისხმევ მიზანს. ადრე თუ გვიან, ნებისმიერი მათგანი ფართოვდება იმ მასშტაბებამდე, რომ შეეხება ამა თუ იმ, ხოლმე უმნიშვნელო თემასაც, მაგალითად — რამე აბსტრაქტულ საკითხს (თავისთავად — წერის ენციკლოპედიური სტილის ფარგლებში).

ციფრები[]

ჰოლოპედიაში შემოსვლისას მომხმარებელი ამჩნევს, რომ ამ დროისთვის რესურსი შედგება 15 697 ვრცელი ან მოკლე სტატიისგან. თავისთავად, ეს რიცხვი მცირეა და ინფორმაციის საფუძვლიანად მიღების საშუალებას, სხვა ვიკიებთან შედარებით, არ იძლევა.

ჰოლოპედიაში ინფორმაციის რაოდენობა განისაზღვრება მხოლოდ მომხმარებელთა (ნებისმიერი მოქმედი რედაქტორი) აქტიურობით. საშუალოდ, დღეში შესაძლებელია, თითო მომხმარებელმა შექმნას 10-მდე მოკლე სტატია (საწყისი ინფორმაციით — ინფოდაფით, შესავლის ტექსტით და კატეგორიებში ამ სტატიის განთავსებით). ასეთი ნაყოფიერება მიიღწევა უკვე აქტიური, ჰოლოპედიაში რედაქტირების პრინციპების მცოდნე მომხმარებლის მიერ.

საშუალოდ 10 სტატია დღეში ნიშნავს 3650 სტატიას ერთ წელიწადში (დასვენების დღეები გამოკლებული არ არის). ეს ნიშნავს, რომ 10 წელიწადში მომხმარებელი შექმნის 36500 სტატიას. 4 მომხმარებელი იგივე პერიოდში შექმნის 146000 სტატიას. თუკი რესურსზე იმუშავებს 10 აქტიური მომხმარებელი და დღეში შექმნის 5 სტატიას, 10 წლის განმავლობაში სტატიების რაოდენობა მიაღწევს 182500-ს (თუკი ამის საშუალებას მოგვცემს ვარსკვლავური ომების სამყაროს მასშტაბები.

შესაბამისად, აქვე არის აუცილებელი, კვლავ ხაზი გაესვას, რომ ჰოლოპედიაში სტატიების მცირე რაოდენობა ამოიხსნება მხოლოდ მომხმარებლის აქტიურობით და დროით, რომელიც იხარჯება თითო სტატიის შედგენაზე. ვრცელი, სრულყოფილი სტატიის შექმნას, არაერთი დღე სჭირდება, სულ მცირე - ორი. რაც ნიშნავს, რომ ერთი მომხმარებელი ერთ კვირაში დაასრულებს მხოლოდ 5 სტატიას, თუკი იგი მიზნად დაისახავს ბოლომდე დასრულებული ვრცელი გვერდების შექმნას.

შეჯამების სახით: რაოდენობა ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორც ვარსკვლავური ომების სამყაროს შესწავლის მასშტაბების მაჩვენებელი. რაც უფრო მეტი აქტიური რედაქტორი გვეყოლება, მით უფრო მალე და საფუძვლიანად მოხდება ვარსკვლავური ომების სამყაროს ქართულ ენაზე აღწერა. მხოლოდ 1-2 აქტიური რედაქტორი ვერ შეძლებს სტატიების რაოდენობის მკვეთრად გაზრდას.

Advertisement