Pages
8k
Photos
12k

ჰოლოპედია is a community site that anyone can contribute to. Discover, share and add your knowledge!

View full main page

რა არის ეს ვიკიპროექტი
Holocronlogo1.png

თქვენ წინაშეა ვარსკვლავური ომების სამყაროსადმი მიძღვნილი მოხალისეობრივი ქართუნელოვანი ვიკი „ჰოლოპედია“, წამოწყებული 2014 წელს. ვრცელი განმარტება იმაზე, თუ რა გეგმები და მიზნები აქვს პროექტს, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ამჟამად ენციკლოპედია ვარსკვლავური ომების და დაკავშირებული მედიაპროექტებისა თუ ნამდვილი სამყაროს საკითხების შესახებ აქტიურ დამუშავებას გადის. აქ განიხილება როგორც ამჟამად კანონში არსებული, ასევე ლეგენდებში (ყოფილ ვარსკვლავური ომების გაფართოებულ სამყაროში) გადატანილი თემები. აღსანიშნავია, რომ ვიკიში მუშაობა მიმდინარეობს ორივე აღნიშნული მიმართულებით მასალებზე და რომელიმე მათგანი გამორჩეული უპირატესობით არ სარგებლობს. საგულისხმოა ისიც, რომ ჰოლოპედია არ არის სადისკუსიო კლუბი და აქ არ განვიხილავთ ფილმების და სხვა მასალის უარყოფით თუ დადებით მხარეებს. ენციკლოპედიის მთავარი დანიშნულება მხოლოდ მკითხველისთვის ნეიტრალური ენით გადმოცემული ინფორმაციის მიწოდებაა.

თუკი ვიკის თვალს შეავლებთ, შეამჩნევთ, რომ სტატიების დიდი ნაწილი დღეისთვის შედგება მხოლოდ შესავალისგან, რომელშიც მოკლედ არის აღწერილი პერსონაჟები, ადგილმდებარეობები, ნივთები თუ სამყაროს შიდა სხვა საკითხები. ამ დროისთვის პროექტი შედგება 7,513 ვრცელი ან მოკლე გვერდისგან (თუკი გსურთ, იხილოთ ნებისმიერი მათგანი, დააწკაპუნეთ აქ).

კარგი ამბავი ის არის, რომ ენციკლოპედიაში წვლილის შეტანა თქვენც შეგიძლიათ — ჩვენთან ამჟამად დასაწერია უამრავი სტატია, ამისთვის კი რედაქტორების მცირე რაოდენობა საკმარისი არ არის. ვიკიში მუშაობა, როგორც უკვე ნახსენებია, მოხალისეობრივია.

აბა, ვნახოთ...თქვენთვის ნაცნობია ვიკისისტემასთან მუშაობა? შეგიძლიათ, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ წერისას ტექსტის გამართულად შედგენას და ფლობთ თვითკრიტიკის უნარს, რომელიც დაგეხმარებათ, დახვეწოთ სტატიებზე მუშაობის სტილი? გაინტერესებთ ვარსკვლავური ომების უფრო მეტი მხარე, ვიდრე უბრალოდ რამდენიმე ფილმი? და ბოლოს — გაქვთ საშუალება, ვიკის კვირაში ან თვეში რამდენიმე სტატია დაამატოთ, საწყისი ტექსტით? მაშინ, შემოუერთდით პროექტს!

როგორც ვიკის ადმინისტრატორი, ვიმედოვნებ, რომ ჰოლოპედია ნებისმიერი მკითხველისთვის სასარგებლო და საინტერესო იქნება.

რა არის ახალი


რა მოხდა ამ დღეს

27 ივლისი:
  • 1940 – დაიბადა გერი კერცი.
  • 1955 – დაიბადა როჯერ გუენვერ სმითი.
  • 1963 – დაიბადა დონი იენი.
  • 1972 – დაიბადა მაია რუდოლფი.
  • 1981Los Angeles Times Syndicate-ში პირველად გამოქვეყნდა გველების ბატონები.
  • 1983 – გამოიცა Return of the Jedi Weekly 6.
  • 1985 – გამოიცა Return of the Jedi Weekly 110.
  • 1988 – დაიბადა ჩელსი ჰემილი.
  • 2005Wizards of the Coast-ის საიტზე გამოქვეყნდა სტატია მარშის ბრძანებები.
  • 2005 – Wizards of the Coast-ის საიტზე გამოქვეყნდა სტატია გმირის აღსასრული.
  • 2006 – გარდაიცვალა ჯონი უაისმიულერ უმცროსი.
  • 2008 – გამოვიდა Didj Star Wars: The Clone Wars.
  • 2010 – გამოიცა Star Wars Insider 119.
  • 2011 – გამოიცა კლონთა ომები: ვარსკვლავთგამანადგურებლის მახე.
  • 2021 – გამოიცა დიდებული რესპუბლიკა: წყვდიადიდან და მისი აუდიოვერსია.