პოლიტიკა (იხ. მანიფესტი) |
---|
სტატიების პოლიტიკა |
· ნამდვილობის დადგენა · სტატიის სტრუქტურა (სამყაროს შიდა · სამყაროს მიღმა) · სტილი · დასათაურება · ნეიტრალური თვალსაზრისი · მნიშვნელოვნება (ფანების პროექტები) · დაცვის პოლიტიკა · წყაროს მითითება · განხილვის გვერდები · ფაქტები |
მომხმარებელთა პოლიტიკა |
· ადმინისტრაციული ავტონომია · თავისუფლად იმუშავეთ · ბლოკირების პოლიტიკა · პირადული თავდასხმები · კონფიდენციალურობა · ხელმოწერები · ორი ან მეტი ანგარიში · სამმაგი გაუქმება · მომხმარებლის გვერდი და პროფილი · ვანდალიზმი · კენჭისყრა |
საიტის პოლიტიკა |
· ბოტები · კანონი (თემატური მედია · FFG) · თავაზიანობა · თანხმობა · საავტორო უფლებები · წაშლა · განხილვები · სურათები · ინტერვიუები · რა არ არის ჰოლოპედია |
სახელმძღვანელოები |
· რთული ინსტრუქციები · თვითციტირება · უთანხმოება · სხვა საიტზე გადამისამართება · საკუთარი აზრის დასამტკიცებლად გამოყენება |
ჰოლოპედია არის ენციკლოპედია და არა ორიგინალური კვლევების გამოქვეყნების საშუალება. მთავარი წინაპირობა იმისა, რომ ჰოლოპედიაში გამოქვეყნდეს სტატია, არის მისი გადამოწმებადობა და გარე პირველწყაროს არსებობა. ჰოლოპედია არ არის საკუთარი აზრების, გამოცდილებებისა თუ არგუმენტების წარდგენის ადგილი.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლოპედიაში ყველაფერს ესაჭიროება წყაროს მითითება, პრაქტიკაში ყველა წინადადება არ საჭიროებს წყაროს. რედაქტორი ვალდებულია, მიუთითოს წყაროები ციტირებებში და ისეთი მასალის შემთხვევაში, რომელიც საკამათოა ან შეიძლება, წაიშალოს. წყაროთი დადასტურება ზოგიერთი რედაქტორისთვის მტკივნეული საკითხია — ყველას სურს, შემოტანილი მასალა იხილოს გამოქვეყნებული სახით. მაგრამ, თუ სტატიაში აღწერილ თემას არ ახლავს წყაროები, იგი ჰოლოპედიიდან წაიშლება.
ჰოლოპედია:წყაროები არის ჰოლოპედიის პოლიტიკის ორი ძირითადი პუნქტიდან ერთ-ერთი (მეორეა ნეიტრალური თვალსაზრისის წესი). ერთად, ეს ორი წესი განსაზღვრავს შემოტანილი მასალის სტანდარტებს — იმას, რომ ჰოლოპედიის სტატიები უნდა იყოს წყაროებით დადასტურებული და ნეიტრალურ სტილში უნდა ეწეროს. ეს ორი წესი ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებულია. შეგიძლიათ იხილოთ წყაროების მითითების ხდკ-იც.