სტატიის სტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტატია ჰოლოპედიის პოლიტიკის შესახებ. იგი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ჰოლოპედიის სტატიების სტრუქტურირება. სამყაროს შიდა და სამყაროს გარეთა საკითხებთან დაკავშირებული გვერდები განმარტავენ წესებს, რომლებიც დაკავშირებულია სტატიების კონკრეტულ ტიპთან.
ჰოლოპედიის სტატიების ფორმატირება განმარტებულია გვერდზე სტილის სახელმძღვანელო.
ჰოლოპედიის სტატიები ფორმატირებულია Fandom-ის სტანდარტული ვიზუალური თემით, FandomDesktop-ით ასახვისთვის (სტანდარტული სიგანი, მარჯვენა სვეტი ხილვადი). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აბზაცების ზომისა და სურათების განლაგების ასახვისას.
სტატიის თავი
ზედა თარგი
მაგალითი (იხ. ანაკინ სკაიუოკერი)
{{Top|real|mprot}}
- თარგი Top თავსდება ყველა სტატიის თავში. გამომდინარე თარგის პარამეტრების გამოყენებიდან, ეს თარგი სტატიის სათაურის გასწვრივ ასახავს სანავიგაციო სიმბოლოებს და უწყვეტობის სიმბოლოს, ჩანართებს, რომლებიც წარმოადგენენ ბმულებს სხვა უწყვეტობაში მსგავსი სტატიის ანალოგზე და ცვლიან სტატიის სხვა ნაწილებს, მაგალითად, ასახულ სათაურს და სარჩევა.
- თარგის პარამეტრების გამოყენებისას გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა:
- დაცვის დონე. გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი სტატია დაცულია ადმინისტრატორის მიერ. სტატიას რედაქტირებისგან დაცვისას მითითებული უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი პარამეტრი, თუმცა სტატია შეიძლება დაცული იყოს როგორც რედაქტირებისგან, ასევე გადატანისგან. ამ შემთხვევაში რედაქტირებისგან დაცვა მითითებულია გადატანისგან დაცვამდე. დაცვის პარამეტრებია: "fprot" (სრული დაცვა), "sprot" (ნახევრად დაცვა), "ssprot" (გაძლიერებული უსაფრთხოება) და "mprot" (გადატანისგან დაცვა).
- უწყვეტობის სიმბოლო. ნაგულისხმევად თარგი სტატიას ასახავს, როგორც კანონის ნაწილს. თუკი სტატია არაკანონიკურია, მიეთითება "noncanon". თუკი სტატია ვარსკვლავური ომების ლეგენდების ნაწილზე, ავტომატურად აისახება ლეგენდების სიმბოლო, თუ სტატიის სათაურს ბოლოსართად მითითებული აქვს "/ლეგენდები" ან თუ ზედა თარგში გამოიყენება პარამეტრი "canon=". თუ ლეგენდებთან დაკავშირებული სტატია არ აკმაყოფილებს რომელიმე კრიტერიუმს, ლეგენდების სიმბოლოს ასახვისთვის გამოიყენება "leg". თუკი სტატია საკითხზეა, რომელიც შესაბამის უწყვეტობაში არაკანონიკურად ითვლება, გამოიყენება "ncc" ან "ncl" და არა "can" ან "leg" — როგორც კანონთან, ასევე ლეგენდებთან დაკავშირებულ სტატიებში.
- უწყვეტობის ჩანართები. თუკი სტატიის თემა არსებობს ორივე უწყვეტობაში და ერთი და იგივე სახელი აქვს, ხოლო სტატიებს ერთმანეთისგან გამოარჩევს ბოლოსართის "/ლეგენდები" არსებობა ან კანონიკურ საკითხთან დაკავშირებული სტატიის შემთხვევაში — სათაური ბოლოსართის გარეშე, მაშინ ჩანართები ამ ორ სტატიას ერთმანეთს ავტომატურად დაუკავშირებენ. თუმცა, თუკი ორ სტატიას სხვადასხვა სახელწოდება აქვს, კანონთან დაკავშირებულ სტატიაში გამოიყენება "legends=ᲚᲔᲒᲔᲜᲓᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲢᲐᲢᲘᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲬᲝᲓᲔᲑᲐ", ხოლო ლეგენდებთან დაკავშირებული სტატიის გვერდზე თავის თარგში იწერება "canon=ᲙᲐᲜᲝᲜᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲢᲐᲢᲘᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲬᲝᲓᲔᲑᲐ". თუკი სხვადასხვა უწყვეტობის ორი სტატია ერთი სახელწოდებით არის ცნობილი და ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, მაშინ სანიშნები იმალება პარამეტრით "hide=1".
- სათაურის ფორმატირება. სტატიის სათაურის ფორმატირება შეიძლება ზედა თარგით — ხშირი მიზეზია დახრილი ტექსტის გამოყენების აუცილებლობა. თუმცა, ზედა თარგი გამოიყენება არ თავად სათაურის ტექსტის მოდიფიცირებისთვის, არამედ მისი ფორმატირებისთვის. ძირითადი პარამეტრია "title=ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲬᲝᲓᲔᲑᲐ", თუმცა აგრეთვე არსებობს "title2=ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲬᲝᲓᲔᲑᲐ". იგი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც სტატიის სათაურში გამოყენებულია მრგვალი ფრჩხილები. "title" შეცვლის სათაურის ყველა ნაწილს, სადაც არ გამოიყენება ასეთი ფრჩხილება, ხოლო "title2" — ყველა იმ ნაწილს, სადაც მრგვალი ფრჩხილები გვხვდება. თუკი ფორმატირებული სახელწოდება ორიგინალურ სახელწოდებას სრულად შეიცავს, შეიძლება გამოვიყენოთ {{PAGENAME}}, რათა არ დაგვჭირდეს სტატიის სათაურის ზედა თარგში ხელმეორედ მითითება. მაგალითად, თუკი გვაქვს სტატია ნაღმოსანზე აღმასრულებელი, ზედა თარგში იწერება "title="{{PAGENAME}}"" და არა "title="აღმასრულებელი"". "notitle=1" გამოიყენება, რათა არ მოხდეს ტექსტის ავტომატური შევიწროება ფრჩხილებში იმ გვერდებზე, სადაც ფრჩხილები წარმოადგენენ სტატიაში აღწერილი საკითხის სამყაროს შიდა სახელწოდებას.
- სარჩევი. ზედა თარგში გამოიყენეთ "notoc=1" იმ შემთხვევაში, თუ არ არის აუცილებელი სარჩევი. ეს ხდება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. იხ.სარჩევი.
სამყაროს შიდა საკითხებთან დაკავშირებულ სტატიებში პარამეტრები დაახლოებით ასეთი თანმიმდევრობით გამოიყენება:
{{Top|fprot|sprot|ssprot|mprot|noncanon|leg|ლეგენდები=აკბარი (2)|can=აკბარი|hide=1|title="ჯიალ აკბარი"|title2="იმპერიული" კლასი|notitle=1|notoc=1}}
შენიშვნა: სამყაროს შიდა საკითხებთან დაკავშირებულ სტატიებში არ შეიძლება, გამოვიყენოთ პარამეტრები, რომლებიც შეეფერება საგამომცემლო ეპოქების სიმბოლოებს ზედა თარგიდან. ეს პარამეტრები გამოიყენება მხოლოდ სამყაროს გარეთა სტატიებში, ანუ სტატიებში ნამდვილ სამყაროზე.
მრავალმნიშვნელობის თარგები
მაგალითი
{{სხვა მნიშვნელობები|კატარნი}}
მეორე მაგალითი
{{შესაძლოა|[[საომარი ხომალდი/ლეგენდები|საომარი ხომალდის]] ტიპი|''[[იმპერატორის ახალი სამოსი]]ს" სიმღერა ''[[ვარსკვლავური გამანადგურებელი (სიმღერა)|ვარსკვლავური გამანადგურებელი]]''}}
- ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც, შესაძლოა, მომხმარებელმა იპოვა ერთი სტატია, როდესაც ეძებდა მეორეს ან სტატიას მსგავსი სათაურით.
- იხ. ჰოლოპედია:თარგების შეტყობინებები/გადამისამართებები და მრავალმნიშვნელობის და გადამისამართების თარგები
სწორი სათაურის თარგი
მაგალითი:
{{CorrectTitle|title=საომარი კაფსული #2|reason=#}}
- თავში ჩასასმელი ეს თარგი გამოიყენება მაშინ, როდესაც სტატიის სათაური განსხვავდება ასახულისგან ტექნიკური შეზღუდვების გამო.
- იხ. {{CorrectTitle}}
თავის თარგები
მაგალითი:
{{არაკანონიკური}}
- ეს ტეგები გამოიყენება სტატიაში კანონიკურობის სტატუსის მითითებისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც სტატია ეხება გაუქმებული ან მომავალი მასალის საკითხს.
- იხ. Category:თავის თარგები.
ინფოდაფა და შესავალი
ინფოდაფა
მაგალითი (იხ. ასოკა ტანო)
{{პერსონაჟი
|type=
|image=Ahsoka-Tano-AG.png
|name=ასოკა ტანო
|homeworld=[[შილი]]<ref name="Ultimate Star Wars">''[[სრული ვარსკვლავური ომები]]''</ref>, {{C|აღიზარდა [[კორუსანტი|კორუსანტზე]]}}<ref name="TSWB">''[[ვარსკვლავური ომების წიგნი]]''</ref>
|birth=[[36 იბ]]<ref name="Fact File 18">{{FFCite|y=2014|18|AHS1–4, ასოკა ტანო}}</ref>
|death=[[20 იბ]], [[მორტისი]]; {{C|მოგვიანებით გაცოცხლებული}}<ref name="Galactic Atlas">''[[ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი]]''</ref>
|species=[[ტოგრუტა]]<ref name="DB:Ahsoka">{{Databank|ahsoka-tano|Ahsoka Tano}}</ref>
|gender=[[სქესი|მდედრობითი]]<ref name="DB:Ahsoka" />
|height=1.76 [[მეტრი]]<ref name="AEYNTK">''[[ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული გამოცემა]]''</ref>
|mass=
|hair=
|eyes=[[ფერი|ცისფერი]]<ref name="TCWFilm">[[ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები (ფილმი)|''ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები'', ფილმი]]</ref>
|skin=ნარინჯისფერი {{C|თეთრი და ლურჯი ზოლებით}}<ref name="TCWFilm" />
|cyber=
|era=
|affiliation=*[[ჯედაების ორდენი]]<ref name="DB:Ahsoka" />
*[[გალაქტიკური რესპუბლიკა]]<ref name="TCWFilm" />
**[[501-ე ლეგიონი]]<ref name="TCWFilm" />
*[[ბეილ ორგანას წინააღმდეგობის მოძრაობა]]<ref name="Dawn">''[[ამბოხების განთიადი]]''</ref>
**[[ამბოხებულთა ალიანსის დაზვერვის სამსახური|ამბოხებულთა დაზვერვა]]<ref name="Ahsoka">[[ასოკა (რომანი)|''ასოკა'']]</ref>
*[[რაზმი ფენიქსი|რაზმი ''ფენიქსი'']]<ref name="Siege of Lothal">''[[ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ლოთალის ალყა]]''</ref>
|masters=[[ანაკინ სკაიუოკერი]]<ref name="TCWFilm" />
|apprentices=}}
ინფოდაფა არის კომპაქტური, სტატიების დასაწყისში (ზედა და თავის სხვა თარგების შემდეგ) მარჯვნივ განთავსებული დაფა. მასში თავმოყრილია სტატიის თემის ძირითადი, მნიშვნელოვანი საკითხების აღწერა.
- იხ. ჰოლოპედია:თარგების შეტყობინებები/ინფოდაფები და Category:ინფოდაფების თარგები
- ინფოდაფებში წარმოდგენილი ცნობები თავად სტატიაში განვრცობილი უნდა იყოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს შეზღუდულია სტატიის სტრუქტურის პოლიტიკით.
- ინფოდაფის სახელწოდების ველში გამოიყენება სტატიის სათაური, ისე, როგორც ამას ითხოვს დასათაურების პოლიტიკა და ამ განყოფილების პუნქტის თანახმად, სტატიების სათაურების შესახებ ფრჩხილებში ჩასმული აღწერებით. აღნიშნულ ველში დაუშვებელია დამატებითი ალტერნატიული სახელის მითითება, თუ კონკრეტულად არ არის გამონაკლისი სამყაროს შიდა ან სამყაროს გარეთა სტრუქტურის სახელმძღვანელოების თანახმად.
- ინფოდაფის სათაურის ველში სტატიები სავარაუდო სახელწოდებებით სტანდარტულად ყოველთვის შეიცავენ ფრჩხილებში მოქცეულ აღწერებს; ფრჩხილების აღწერები გამოირიცხება ინფოდაფის სათაურის ველიდან კანონიკური სახელების მქონე სტატიების შემთხვევაში.
- როდესაც ინფოდაფის რამე ველში (გარდა სათაურისა) მიეთითება რამდენიმე პუნქტი, გამოიყენება ბურთულების სიმბოლოები, ხელმისაწვდომი რედაქტირების პანელიდან. თითო ბურთულა (bullet), რომელიც ჰგავს ვარსკვლავს, გამოიყენება ყოველ ახალ სტრიქონზე, რათა შეიქმნას ჩამონათვალი. არ გამოიყენოთ შიგნით შეწეული ცარიელი სივრცეები.
- სტატიები არ უნდა შეიცავდეს ცარიელ ინფოდაფებს. ცარიელი ინფოდაფა არის ისეთი დაფა, რომელშიც, გარდა სათაურისა, შეუძლებელია რამე ველების შევსება, ვინაიდან სტატიის სუბიექტზე არსებული ინფორმაცია ძალიან მწირია. ასეთი ინფოდაფები სტატიებიდან უნდა ამოიშალოს იმ დრომდე, სანამ სტატიაში აღწერილზე ხელმისაწვდომი გახდება უფრო მეტი ინფორმაცია.
მთავარი სურათი
- ინფოდაფებში გამოყენებული სურათების სიგანე ავტომატურად მცირდება, თუმცა ომების, ბრძოლების და სხვადასხვა მოვლენების ინფოდაფების გამოსახულებების სიგანე შესაძლოა, ავტომატურად იზრდებოდეს 300, 350 ან 400 პიქსელამდე (გამომდინარე იქიდან, თუ რომელი ინფოდაფა გამოიყენება). ინფოდაფაში სურათის სტანდარტული სიგანე შეადგენს 250 პიქსელს. თუკი სურათი, რომელსაც ვტვირთავთ ჰოლოპედიაში, თავისი ზომით არ აღემატება ამ მონაცემებს, საკუთარ მოწყობილობაზე (კომპიუტერი ან მობილური მოწყობილობა) მისი სიგანის ატვირთვამდე ხელოვნურად გაზრდა არ შეიძლება.
- სასურველია, ინფოდაფების ატვირთული სურათების ორიგინალური სიგანე შეადგენდეს 400 პიქსელს. ეს აუცილებელია, რათა მობილური მოწყობილობების უმეტესობაზე სურათები ვერტიკალურად მოექცეს ინფოდაფის მინიმალურ სიგანეში. მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური მიზეზით, კონფლიქტებთან დაკავშირებული ინფოდაფების სურათები მობილურ მოწყობილობებზე ამჟამად არ აისახება.
ციტატა შესავალში
მაგალითი (იხ. ლუკ სკაიუოკერი):
{{Quote|მე ჯედაი ვარ, როგორც მამაჩემი იყო ჩემამდე.|ლუკ სკაიუოკერი|audio=I am a Jedi like my father before me.ogg|<ref name="Episode VI">{{Film|6}}</ref>}}
ციტატა სტატიის შესავალში იწერება თარგის {{Quote}} დახმარებით, ინფოდაფის შემდეგ. იგი რაც შეიძლება ახლოს უნდა ჟღერდეს სტატიის თემასთან მიმართება.
- ციტატები შესავალში ექვემდებარება იგივე წესებს, რაც სხვა ციტატები. იხილეთ ციტატები.
შესავალი
სტატიის შესავალი (ინტრო) არის ვრცელი სტატიის შეჯამება.
- თუკი სტატიის ძირითადი ტექსტი შედგება 165-ზე მეტი სიტყვისგან (გარდა სექციის "კადრს მიღმა" და სხვა სექციები - ინფოდაფის, ციტატების და ა.შ.), დასაშვებია მისთვის შესავალის შექმნა.
- სტატიის შესავლის ტექსტის რაოდენობა შეუზღუდავია, მაგრამ იგი უნდა იყოს პროპორციული სტატიის ძირითად ვრცელ ტექსტთან მიმართებით.
- ვინაიდან ამჟამად ჰოლოპედიაში მუშაობს მხოლოდ ერთი აქტიური მომხმარებელი, სტატიების უმეტესობა შედგება მხოლოდ შესავლის ტექსტისგან.
სარჩევი
სარჩევი (TOC) ავტომატურად აისახება პირველ სათაურზე (რომელიც გამოიყოფა ტოლობის ნიშნებით — მაგ, ==სათაური==) დაფუძნებით, თუკი სტატიაში გამოიყენება ოთხი ან მეტი სათაური ან ქვესათაური (heading).
- სარჩევის დამალვა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სტატიას არ აქვს სამყაროს გადმოსახედიდან აღწერილი თემების სექციები (მაგ., "ისტორია" ან "შესაძლებლობები და უნარები").
- ეს ნიშნავს, რომ სტატიებში, რომლებშიც არის სექციები გარდა სექციებისა "კადრს მიღმა" (მაგალითად, "ისტორია" ან "შესაძლებლობები და უნარები"), სარჩევი არ იმალება, ხოლო სტატიებში, სადაც შესავალთან ერთად, ერთადერთი სექციაა, მაგალითად, "კადრს მიღმა", სარჩევი ავტომატურად იმალეა.
- ზედა თარგში დამატებით შეიძლება პარამეტრის "notoc=1" გამოყენება, რაც სარჩევს ნებისმიერი მასშტაბის სტატიაში გააქრობს.
სტატიის ძირითადი სექციების სტრუქტურა
სექციებად დაყოფა
მაგალითი აღებულია Wookieepedia-ს გვერდიდან ზეკ პეირო.
===ბიოგრაფია=== ===="კეიტისის კარტელის" დავალებით მოქმედება==== [...] ====მემკვიდრეობა==== [...] ===პიროვნება და ხასიათი=== [...] ===შესაძლებლობები და უნარები=== [...] ===აღჭურვილობა=== [...] ===კადრს მიღმა=== [...]
სტატიის და მისი ნავიგაციის უკეთ გადმოსაცემად მნიშვნელოვანია სექციებად დაყოფა. ეს ხდება სათაურების და ქვესათაურების დამატებით.
- სტატიებში გარკვეულ თემებზე, მაგალითად, პერსონაჟებზე, მოქმედებს სტრუქტურის საკუთარი წესები. ისინი მითითებულია სამყაროს შიდა და გარეთა თემებთან დაკავშირებული სტატიების სტრუქტურების პოლიტიკის გვერდებზე. ვინაიდან სხვა თემებთან დაკავშირებულ სტატიებს არ აქვთ სტანდარტული სტრუქტურის დაცვის წესები, სასურველია, რედაქტორებმა ნიმუშისთვის გადახედონ უკვე არსებულ სტატიებს.
- სათაურები და ქვესათაურები, როგორც წესი, ძალიან მცირე სტატიებში არ გამოიყენება.
- სექციის მასშტაბი განისაზღვრება სტატიაში წარმოდგენილი მასალის რაოდენობით. თითო სექციაში ტექსტის ორი-სამი აბზაცი, როგორც წესი, საკმარისია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს შეზღუდვას.
ციტატები
მაგალითი:
{{Quote|ეს მახეა!|Admiral Ackbar|audio=ItsATrap-ROTJ.ogg|<ref name="ROTJ">{{Film|VI}}</ref>}}
- შესავალში წარმოდგენილი ციტატის გარდა სტატიაში (განსაკუთრებით თუ ის ვრცელია) შეიძლება სხვა ციტატების გამოყენება.
- მართალია, ციტატების თარგები თავსდება სტატიის ძირითად ტექსტურ სივრცეში, ყოველი სექციის თავში დაშვებულია მხოლოდ ერთი ციტატა. ამასთან, თუკი სათაურს პირდაპირ მოჰყვება ქვესათაური, ციტატა თავსდება ქვესათაურში და არა პირდაპირ სათაურის ქვეშ.
- ციტატებში დასაშვებია აუდიოფაილების გამოყენება. სურათების პოლიტიკის თანახმად, გამოიყენება Ogg Vorbis-ის ფორმატის ფაილები, რომლებიც შეიძლება, ჩამოიტვირთოს ამა თუ იმ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსიიდან (Wookieepedia-ში არსებული შესაბამისი გვერდიდან).
- ფორმატირების წესების აღწერა მოყვანილია სტილის სახელმძღვანელოს გვერდზე ციტატები.
სურათები
მაგალითი:
[[File:Anakin-Skywalkers-podracing-helmet-SWCT.png|thumb|right|250px|სკაიუოკერის ბავშვობის პოდრბოლებისთვის განკუთვნილი ჩაფხუტი]]
- სურათები თავსდება მხოლოდ იქ, სადაც ისინი თემატურად შეესაბამებიან და არ არღვევენ თხრობას ან ესთეტიკას.
- სურათების სათაურის ან ქვესათაურის ქვეშ განთავსება, როგორც წესი, საუკეთესო შედეგს იძლევა — თუკი სათაურსა და ქვესათაურს შორის რამე სახის ტექსტური აბზაცი არსებობს/
- თუ სტატია ოდნავ ვრცელია, სურათების განლაგება ერთმანეთს ენაცვლება — პირველი თავსდება მარჯვნივ, შემდეგი — მარცხნივ, მისი შემდგომი — კვლავ მარჯვნივ და ა.შ. თუკი სტატიის დასაწყისში განთავსებულია საკმაოდ გრძელი ინფოდაფა, დასაშვებია რამდენიმე სურათის მარცხნივ დასმა მანამდე, სანამ თავად ინფოდაფა არ დასრულდება.
- სტატიებში განთავსებული სურათები სასურველია, იყოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხის — რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა მათი პირველწყარო. თუკი არ არის ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის სურათი, სასურველია, ორიგინალური გამოსახულების სიგანე შეადგენდეს 350-400 პიქსელს.
- სურათების ფორმატირება ხდება ისე, რომ ნებისმიერი მათგანი მოერგოს ჰოლოპედიის სტანდარტულ ვიზუალურ თემა FandomDesktop-ს (სტანდარტული სიგანე, მოქმედი მარჯვენა სვეტი).
ცხრილები
ძირითადი ცხრილის მაგალითი:
{|{{Prettytable}}
! სახელწოდება 1 !! სახელწოდება 2 !! სახელწოდება 3 !! სახელწოდება 4
|-
| უჯრა 1 || უჯრა 2 || უჯრა 3 || უჯრა 4
|-
| უჯრა 5 || უჯრა 6 || უჯრა 7 || უჯრა 8
|}
აისახება როგორც:
| სახელწოდება 1 | სახელწოდება 2 | სახელწოდება 3 | სახელწოდება 4 |
|---|---|---|---|
| უჯრა 1 | უჯრა 2 | უჯრა 3 | უჯრა 4 |
| უჯრა 5 | უჯრა 6 | უჯრა 7 | უჯრა 8 |
უფრო რთული ცხრილის მაგალითი:
{|{{Prettytable}}
! სახელწოდება 1 !! სახელწოდება 2 !! სახელწოდება 3 !! სახელწოდება 4
|-
| colspan="2" align="center" | უჯრა 1 || უჯრა 2 || rowspan="2" | უჯრა 3
|-
| colspan="2" rowspan="2" align="center" | უჯრა 4 || უჯრა 5
|-
|უჯრა 6 || უჯრა 7
|}
აისახება როგორც:
| სახელწოდება 1 | სახელწოდება 2 | სახელწოდება 3 | სახელწოდება 4 |
|---|---|---|---|
| უჯრა 1 | უჯრა 2 | უჯრა 3 | |
| უჯრა 4 | უჯრა 5 | ||
| უჯრა 6 | უჯრა 7 | ||
- ზოგიერთ სტატიაში დახარისხებული ან ორგანიზებული ინფორმაციის ასახვის მიზნით აუცილებელია ცხრილების შექმნა. (იხ. სს:სშ ან ჰ:სამგ).
- აქ ნაჩვენები კოდებით შესაძლებელია ძირითადი ცხრილების შექმნა და დამატებითი სვეტების/მწკრივების დამატება იქ, სადაც ეს აუცილებელი იქნება. ზოგიერთი ცხრილი იყენებს დამატებით პარამეტრებს და ფუნქციებს — მაგალითად, ფონის ფერებს და უჯრებს, რომლებიც იკავენ მწკრივებს ან სვეტებს.
სტატიების ნუსხა
წყაროები
წყაროების სექცია არის ვარსკვლავებით დაწყებული სტრიქონების ნუსხა, რომელშიც მითითებულია ვარსკვლავური ომების ოფიციალურად ლიცენზირებული მასალა, დაკავშირებული სტატიის თემასთან.
- სტატიაში, რომლის თემაა სამყაროს შიდა საკითხი, მიეთითება ვარსკვლავური ომების მასალების ენციკლოპედიური სახის ჩამონათვალი, რომელიც, როგორც წესი, მკითხველს რამეს უამბობს არა სამყაროს გადმოსახედიდან.
- სამყაროს გარეთ არსებულ საკითხთან დაკავშირებულ სტატიაში ჩამოთვლილია ვარსკვლავური ომების მედია, რომელიც აღწერს ნამდვილი სამყაროს საკითხს.
- წყაროების სიაში ახალი სტატიების ჩამონათვალი ემატება მათი ნამდვილ სამყაროში გამოქვეყნების თარიღის მიხედვით.
- ჩამოთვალეთ ელემენტები გამომცემლის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული ამერიკული გამოშვების თარიღის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წყაროები ხშირად ჩნდება, გამოცხადებულ თარიღებზე ადრე. ერთეულები შეიძლება ჩამოთვლილი იყოს უცხოურ ქვეყნებში გამოშვების თარიღების მიხედვით, თუ არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობა შემდგომ ამერიკულ გამოშვების თარიღებს შორის, მაგალითად, რამდენიმე კვირა ან თვე, ან თუ ამერიკული გამოშვების თარიღი არ არსებობს.
- თუ ცნობილია მხოლოდ მასალის გამოქვეყნების თვე და/ან წელი, განათავსეთ ეს პუნქტი თვის ან წლის ბოლოს. მაგალითი: თუ წყარო A გამოქვეყნდა 2005 წლის 15 მარტს და წყარო B-ის გამოქვეყნების თარიღი ცნობილია, როგორც 2005 წლის მარტი, ჯერ ჩამოთვალეთ წყარო A.
- თუმცა, თუკი სხვა წყაროს მიერ დადასტურებულია ისეთი მასალის გამოცემა, რომლის შესახებ ცნობილია გამოშვების თვე და/ან წელი, მოათავსეთ პირველი ელემენტი მეორე წყაროს გამოქვეყნების თარიღში. მაგალითი: თუ წყარო A გამოქვეყნდა 2018 წლის დეკემბერში, მაგრამ წყარო B გამოქვეყნდა 2018 წლის 15 დეკემბერს და შეიცავს დადასტურებას, რომ წყარო A გამოვიდა, მაშინ ჩამოთვალეთ წყარო A, თითქოს მისი გამოქვეყნების თარიღი იყო 2018 წლის 15 დეკემბერი და წყარო B-მდე.
- ჩამოთვლილი პუნქტები შეიცავს მოცემული საგნების უმცირეს ხსენებებსაც კი
- ჩამოთვლილი ელემენტები ნაგულისხმევად არის დახრილი, გარდა ციტირების შაბლონებში დიფერენცირებული შემთხვევებისა
- სხვადასხვა გამოცემების ჩამოთვლისას გამოცემას ახლავს მძიმე, ტექსტი კი არ არის დახრილი. მაგალითი: გალაქტიკური მეგზური 3: იმპერიის საპასუხო შეტევა, მეორე გამოცემა; გალაქტიკის კოსმოსური ხომალდები, საგის გამოცემა
- ამ წესიდან გამონაკლისი არის პირველი გამოცემა. არ შეიტანოთ "პირველი გამოცემა" ჩამოთვლილი ერთეულის სახელში, რადგან ეს წიგნები არასოდეს გამოქვეყნებულა ასეთი სათაურით, შემდგომი გამოცემებისგან განსხვავებით. მაგალითი: ვარსკვლავური ომების სამყაროს მეგზური, მეორე გამოცემა, რედაქტირებული და გაფართოებული; ვარსკვლავური ომების სამყაროს მეგზური, მესამე გამოცემა, რედაქტირებული და გაფართოებული
- სხვადასხვა გამოცემების ჩამოთვლისას გამოცემას ახლავს მძიმე, ტექსტი კი არ არის დახრილი. მაგალითი: გალაქტიკური მეგზური 3: იმპერიის საპასუხო შეტევა, მეორე გამოცემა; გალაქტიკის კოსმოსური ხომალდები, საგის გამოცემა
შენიშვნები და სქოლიო
მაგალითი:
===შენიშვნები და სქოლიო===
{{Reflist}}
- ერთეულები ემატება სიას <ref>აქ ჩასვით წყარო</ref> განხილული ინფორმაციის შემდეგ.
- იმისათვის, რომ წყაროები გამოჩნდეს სქოლიოს განყოფილებაში, გამოიყენეთ თარგი {{Reflist}}.
- სქოლიოს სია არ შეიძლება იყოს მრავალსვეტიანი. ეს ფუნქცია ამოღებულია {{Reflist}}-იდან.
- სქოლიოში წერტილები ციტირების ბოლოს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება სრული წინადადების ციტირება. სქოლიო, სადაც არ არის წარმოდგენილი სრული წინადადებები, არ იყენებს წერტილებს.
- როგორც წესი, ჰოლოპედიაში სასურველია ცოციაში (scroll box) მოქცეული სიების ისეთი სქოლიოებისთვის გამოყენებას, რომლებშიც წარმოდგენილია სულ მცირე, 40-50 ცალკეული სტრიქონი.თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის მკაცრი წესი და ცოციების გამოყენების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა განისაზღვროს იმით, თუ რომელი ვარიანტი მოერგება ამა თუ იმ სტატიას.
- ცოციის სტანდარტული ყუთის ზომა შეიძლება გაიზარდოს გარკვეული სტატიებისთვის, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, ვიზუალური გადმოცემის მიზნით. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დისკუსიისას, სტატიის განხილვის გვერდზე.
ცოციის სქოლიოში გამოყენება შეგიძლიათ ასე:
===შენიშვნები და სქოლიო===
{{Scroll box|content={{Reflist}}}}
დამატებითი ბმულები
მაგალითი (მაიკლ კენეთ უილიამსის შემთხვევაში):
===დამატებითი ბმულები===
*[http://www.michaelkennethwilliams.com ოფიციალური საიტი]
*{{FacebookCite|MKWFanpage||მაიკლ კენეთ უილიამსის ფანების ოფიციალური გვერდი}}
*{{InstagramCite|bkbmg||მაიკლ კ. უილიამსი}}
*{{Twitter|BKBMG||მაიკლ კ. უილიამსი}}
*{{WP|Michael K. Williams|Michael K. Williams}}
*{{Imdb|name/nm0931324|მაიკლ კ. უილიამსი}}
დამატებითი ბმულების სექციას არის ჰოლოპედიის გარეთ არსებული საიტების სია. ბმულების ეს სია, როგორც წესი, არალიცენზირებული და/ან ინფორმაციის არაოფიციალური წყაროა, როგორიცაა ნაწარმთან დაკავშირებული გვერდები, ახალი ამბების სტატიები, ფანების საიტები, ვიკიპედიის სტატიები, Internet Movie Database-ის გვერდები და სხვა.
- სეიქცას ეწოდება "დამატებითი ბმულები" იმ შემთხვევაშიც, თუკი იგი მხოლოდ ერთ ბმულს შეიცავს.
- ვიკიპედიის სტატიებისთვის გამოიყენეთ თარგი {{WP}}
- მაგალითი:
{{WP|Star Wars|Star Wars}}აისახება როგორც:Star Wars ვიკიპედიაში).
- თარგი ყოველთვის ქმნის ბმულს ინგლისურენოვან სტატიაზე. ამიტომ, გამყოფი სიმბოლოს შემდეგ ქართული სათაურის მითითება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში აისახება მხოლოდ ინგლისურენოვანი სათაური.
- მაგალითი:
- Star Wars Blog-ის პუბლიკაციები დამატებითი ბმულების სექციაში შედის მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია სტატიის თემისთვის.
- აუცილებელია სტატიის თემიდან გამომდინარე, Blog-ის პუბლიკაციების ბმულების რაოდენობის შეზღუდვა და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პუბლიკაციების მითიტება. პუბლიკაციები რუბრიკებიდან Pop Culture, Quizzes and Polls და Films როგორც წესი, ამ სიისთვის შეუსაბამო მასალებს შეიცავს.
- Blog-ის ნებისმიერი პუბლიკაცია, რომელიც სტატიის ძირითად ტექსტში მოყვანილია როგორც წყარო, ასევე უნდა იყოს შეტანილია დამატებითი ბმულების სექციაში, თუკი იგი მანამდე არ იყო შეტანილია წყაროების სექციაში.
- არ შეიტანოთ დამატებითი ბმულების სექციაში StarWars.com Databank-ის ან Encyclopedia-ს მასალები. ისინი ყოველთვის უნდა მიუთითოთ წყაროების სექციაში.
სტატიის ქვედა ნაწილი
სანავიგაციო დაფები
სანავიგაციო დაფები (ნავდაფები) წარმოადგენენ თარგებს, რომელთა მეშვეობით მკითხველი პოულობს ერთი თემატიკის მქონე სტატიებს.
ინტერვიკი ბმულები
მაგალითი (სტატია ლუკ სკაიუოკერი):
{{Interlang
|cs=Luke Skywalker
|de=Luke Skywalker#kanon
|el=Λουκ Σκαϊγουόκερ
|en=Luke Skywalker
|es=Luke Skywalker
|fi=Luke Skywalker
|fr=Luke Skywalker
|he=לוק סקייווקר
|hu=Luke Skywalker
|it=Luke Skywalker/Canone
|ja=ルーク・スカイウォーカー
|ko=루크 스카이워커
|no=Luke Skywalker/Canon
|pl=Luke Skywalker
|pt=Luke Skywalker
|ru=Люк Скайуокер/Канон
|tr=Luke Skywalker
|uk=Люк Скайвокер
|zh=卢克·天行者
}}
ინტერვიკი ბმულები, იგივე ენათაშორიისი ბმულები, წარმოადგენს ბმულებს ვარსკვლავური ომების სხვაენოვან ვიკიებში არსებულ ამა თუ იმ სტატიაზე.
- ინტერვიკი ბმულების ჩამოთვლა ხდება მხოლოდ თარგით {{Interlang}}, რომელიც წინ უსწრებს სტატიის კატეგორიების ჩამონათვალს. როგორც წესი, სხვაენოვან ვიკიში განსაკუთრებული სტატუსის მქონე სტატია ამ სიაში აისახება სპეციალური მრგვალი სიმბოლოს დამატებით, ანუ ეს ნიშნავს, რომ იგი შესაბამის ვიკიში განსაკუთრებული (მაგალითად, "რჩეულის") სტატუსის მქონეა.
კატეგორიები
მაგალითი (სტატიიდან ლუკ სკაიუოკერი):
{{DEFAULTSORT:სკაიუოკერი, ლუკ}}
[[Category:ადამიანები]]
[[Category:ალიანსის შეიარაღებული ძალების ოფიცრები]]
[[Category:ახალი რესპუბლიკის წარმომადგენლები]]
[[Category:რესპუბლიკის აღდგენის ალიანსთან დაკავშირებული ჯედაები]]
[[Category:გლადიატორები]]
[[Category:ენდორის დამრტყმელი რაზმის წარმომადგენლები]]
[[Category:თვითმარქვიები]]
[[Category:კიბორგები]]
[[Category:ლგბტქ+ პერსონაჟები]]
[[Category:მამრობითი სქესის წარმომადგენლები]]
[[Category:მექანიკოსები]]
[[Category:ნათელი ხის ტომის საპატიო წევრები]]
[[Category:სკაიუოკერების ოჯახი]]
[[Category:ტატუინელები]]
[[Category:ტენიანობის მომპოვებელი ფერმერები]]
[[Category:ძალის აჩრდილები]]
[[Category:წითელი ესკადრილიის წარმომადგენლები]]
[[Category:წინააღმდეგობის წევრები]]
[[Category:ჯედაების ორდენის ოსტატი ჯედაები]]
[[Category:განდგომილების მეთაურები]]
[[Category:ოსუსის მცხოვრებნი]]
- ყველა სტატიაში აუცილებელია კატეგორიის მითითება, რათა იგი მასში მოექცეს.
- სასურველია, კატეგორიები მითითებული იყოს ანბანის მიხედვით.
- MediaWiki-ში აგრეთვე გამოიყენება ჯადოსნური სიტყვა DEFAULTSORT. ეს ხდება, რათა შესაძლებელი იყო არასაჭირო კოდირების აღმოფხვრა, და პერსონაჟის გვარის მიხედვით დახარისხების სასურველი შედეგის მიღწევა (ანუ არ არის აუცილებელი, გამოვიყენოთ [[Category:ოსტატი ჯედაები|უინდუ, მეის]]).
- მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილი სამყაროს პიროვნებების ბიოგრაფიაში DEFAULTSORT აუცილებელი აღარ არის - თარგი {{Top}} ავტომატურად ახარისხებს კატეგორიაში ამა თუ იმ სტატიას სახელის/გვარის მიხედვით. ეს ეხება მხოლოდ ნამდვილი სამყაროს პიროვნებებს.
- თუკი სტატიის სათაური უცხოენოვანია (მაგალითად, როგორც წესი, ვიდეოთამაშების სათაურები არ ითარგმნება) და იწყება არტიკლით ("a", "an" ან "the"), კატეგორიზაცია ხდება პირველი მნიშვნელოვანი სიტყვის მიხედვით. იგივე წესი ეხება სტატიას, რომლის სათაური იწყება სიტყვით "ვარსკვლავური ომები". მაგალითია ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2022) კატეგორიაში [[Category:Dark Horse Comics-ის კანონიკური კომიქსები|აყვავებული რესპუბლიკა]] (რომლის შემთხვევაში გამოიყენება გამყოფი სიმბოლო და დახარისხების ფუნქცია ასო დ-ს მიხედვით).
- არ დაამატოთ კატეგორიებში მოქცეული სტატიები მასზე ზედა დონის კატეგორიას. მაგალითად, სტატიები კატეგორიაში Category:წყლის გონიერი რასები არ შედის კატეგორიაში Category:გონიერი რასები.
- {{RelatedCategories}} აგრეთვე საშუალებას გვაძლევს, სტატიის ბოლოს, კატეგორიების ჩამონათვალში დავამატოთ კატეგორია ისე, ამ კატეგორიაში ამა თუ იმ სტატიის შეტანის გარეშე. მაგალითად,
{{RelatedCategories
|[[Category:ატრივისის სექტორის პლანეტები]]
|[[Category:ატრივისის სექტორის სისტემები]]
}}
შეგვიძლია შევიტანოთ სტატიის ატრივისის სექტორი სულ ქვედა არეში. ეს სექტორი არ წარმოადგენდა პლანეტას ან სისტემას, მაგრამ ამ ორი კატეგორიის ბმულების მითითებით მკითხველს უმარტივდება ნავიგაცია და იგი დაკავშირებულ მასალებს პოულობს. {{RelatedCategories}} ემატება ძირითადი კატეგორიების შემდეგ.