პოლიტიკა (იხ. მანიფესტი) |
---|
სტატიების პოლიტიკა |
· ნამდვილობის დადგენა · სტატიის სტრუქტურა (სამყაროს შიდა · სამყაროს მიღმა) · სტილი · დასათაურება · ნეიტრალური თვალსაზრისი · მნიშვნელოვნება (ფანების პროექტები) · დაცვის პოლიტიკა · წყაროს მითითება · განხილვის გვერდები · ფაქტები |
მომხმარებელთა პოლიტიკა |
· ადმინისტრაციული ავტონომია · თავისუფლად იმუშავეთ · ბლოკირების პოლიტიკა · პირადული თავდასხმები · კონფიდენციალურობა · ხელმოწერები · ორი ან მეტი ანგარიში · სამმაგი გაუქმება · მომხმარებლის გვერდი და პროფილი · ვანდალიზმი · კენჭისყრა |
საიტის პოლიტიკა |
· ბოტები · კანონი (თემატური მედია · FFG) · თავაზიანობა · თანხმობა · საავტორო უფლებები · წაშლა · განხილვები · სურათები · ინტერვიუები · რა არ არის ჰოლოპედია |
სახელმძღვანელოები |
· რთული ინსტრუქციები · თვითციტირება · უთანხმოება · სხვა საიტზე გადამისამართება · საკუთარი აზრის დასამტკიცებლად გამოყენება |
სტატიის სტრუქტურის ეს ცნობარი შეიცავს წესებს, რომლებიც ვრცელდება მხოლოდ სამყარო შიდა თემების სტატიებზე. ყველა სტატიებისთვის აქტუალური წესებისთვის იხილეთ ძირითადი ცნობარი.
სტატიის თავი[]
ზედა თარგი[]
მრავალმნიშვნელობის თარგები[]
სწორი სათაურის თარგი[]
თავის თარგები[]
შესავალი და ინფოდაფა[]
ინფოდაფა[]
- იხილეთ აგრეთვე: ჰოლოპედია:სტატიის სტრუქტურა#ინფოდაფა
- ინფოდაფაში შეტანილი ყველა მასალა დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სტატიაში, შემდეგი გამონაკლისების გარდა:
- მონაცემები კოორდინატების ბადიდან, აღებული წიგნიდან ძირითადი ატლასი და მისი ონლაინ დამატებიდან. ეს ორივე არ წარმოადგენს სრულად სამყაროს შიდა მასალას
- დემონიმები (მაგალითად, ალდერაანელი ალდერაანის შემთხვევაში).
- ნებისმიერი პერსონაჟის შესახებ სტატიაში არასოდეს იწერება ისეთი ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც თხრობისას ისედაც იგულისხმება (მაგალითები: შტორმტრუპერთა კორპუსი არ არის ნახსენები სტატიაში, თუკი უკვე ვიცით, რომ პერსონაჟი იყო შტორმტრუპერი; იმპერიელ ოფიცერთა კორპუსი არ არის ნახსენები სტატიაში, თუკი უკვე ვიცით, რომ პერსონაჟი იყოიმპერიელი ოფიცერი).
- „მფლობელის“ ველი თარგებში {{ჯავშანი}}, {{მოწყობილობა}} და {{იარაღი}} გამოიყენება მხოლოდ უნიკალური ობიექტების შემთხვევაში.
- თარიღები დათარიღების სხვადასხვა სისტემაში, თუკი სტატიის თემაა ესა თუ ის წელიწადი (მაგალითი: 65:3–64:2 დიდი განმეორებით სინქრონიზაციამდე, თუკი ეს არის 100 იბ)
- ინფოდაფაში, სახელწოდების ველში არ იწერება ალტერნატიული სახელი, გარდა გამონაკლისებისა. ესენია: კლონი სამხედროების ზედმეტსახელები („ფაივსი“, რომელიც იყო კს-5555) ან მათი რიცხვითი აღნიშვნა, თუ სტატიას სათაური აქვს მინიჭებული მათი სახელის მიხედვით (მაგალითად, „კს-7567“ რექსის შემთხვევაში); ჩისების ძირეული სახელები (მაგალითად, „თრონი“ მით'რო'ნურუოდოს შემთხვევაში);
სითების დართის წოდებები (მაგალითად, „დართ ვეიდერი“ ანაკინ სკაიუოკერის შემთხვევაში) ან დაბადების სახელები სითების შემთხვევაში (მაგალითად, „ჯეისენ სოლო“ დართ კეიდუსის შემთხვევაში) და დროიდების სახელები, რომელთა მეტსახელები არ არის მათი სახელის უბრალო ფონეტიკური გამოთქმა (მაგალითად, „წითელი“ R5-D4-ის შემთხვევაში). ყოველ ასეთ სტატიაში ინფოდაფაში იწერება მხოლოდ ერთი სახელი.
- კრედიტებში ობიექტის ღირებულების მითითებისას გამოიყენება ტერმინი „კრედიტი“ და არა მისი აღმნიშვნელი სიმბოლო ().
- ინფოდაფის „კავშირების“ ველში ჩამოთვლა შეიძლება ვარსკვლავის სიმბოლოთი, აგრეთვე ქვეპუნქტების შექმნით (მაგალითად, *გალაქტიკური იმპერია **შტორმტრუპერთა კორპუსი). ეს ხორციელდება ესთეტიკური მიზეზების გამო და დაკავშირებული Fandom-ის გაფორმების გამო სტატიის სწორი ასახვის მიზნით.
- ვარსკვლავური ომების ლეგენდების სტატიების შემთხვევაში, თუკი ინფოდაფის თარიღის ველში გამოიყენება სისტემა იბ/იბშ date, დგს-ის მიხედვით შესაბამისი თარიღი ამ ველს ემატება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცნობილია ამ მოვლენის თვის თარიღი დგს-ის მიხედვით. მაგალითად, არ მიუთითოთ, რომ მარა ჯეიდის დაბადების თარიღია 17 იბ (18), მაგრამ ლუკ სკაიუოკერის შემთხვევაში მიუთითეთ 19 იბ (16:5:24). ამასთან, როდესაც დგს-ს იყენებთ იბ/იბშ-ის პარალელური გამოყენებისას, დგს-ის თარიღი ყოველთვის მიუთითეთ მცირე ზომის ტექსტით, {{C}}-ის მეშვეობით.
- მიახლოებითი თარიღები იწერება ასე: „დაახლ. 25 იბშ“. თარგი {{Circa}} ამ შემთხვევაში არ გამოიყენება.
- ინფოდაფებში დაუშვებელია სტატიაში აღწერილი თემის ცალკეული მაგალითების ჩამონათვალები. მაგალითია ამა თუ იმ რასის ან ორგანიზაციის წარმომადგენელიმ თუნდაც ცნობილი პერსონაჟები.
- მოვლენების ინფოდაფებში ველები „prev“, „conc“ და „next“ გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც აღწერილია მოვლენები, დაკავშირებული სტატიის თემასთან და ნახსენები სტატიის ტექსტში.
ციტატა შესავალში[]
შესავალი[]
სარჩევი[]
სტატიის შინაარსი[]
დაფარვა[]
ვარსკვლავური ომების ლეგენდების სტატიების შინაარსმა უნდა ვრცლად მოიცვას ოფიციალურად ლიცენზირებული წყაროების ისეთი მასალა, რომლისთვისაც Lucasfilm-ს ლეგენდების უწყვეტობაშ არ მიუნიჭებია არაკანონიკური სტატუსი. იხილეთ ჰოლოპედია:კანონის პოლიტიკა#სანდო წყაროები, სადაც ჩამოთვლილია ლეგენდების უწყვეტობასთან დაკავშირებული ოფიციალურად ლიცენზირებული წყაროები. ძირითად სივრცეში განთავსებული კანონთან და ლეგენდებთან დაკავშირებული სტატიები არ უნდა აღწერდეს პაროდიული არალიცენზირებული პროექტების მასალებს(მაგალითი: კოსმოსური ბურთულები). გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც ხდება ასეთი მასალის სექციაში „კადრს მიღმა“ მითითება. ლიცენზირებული პაროდიული მასალა, მაგალითად, ფინეასი და ფერბი: ვარსკვლავური ომები და რობოტი წიწილა: ვარსკვლავური ომები, ძირითადი სივრცის სტატიებში ნახსენებია მხოლოდ ისეთი მასალის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება გაშუქდეს მთავარ სტატიებში, მასალით, რომელიც ეხება კანონისა და ლეგენდების უკვე არსებულ თემებს, რომლებიც მიმოხილულია სტატიების სექციის „არაკანონიკური ისტორია“ ქვესექციაში „კადრს მიღმა“ და ისეთი ორიგინალური შინაარსის შემთხვევაში, რომელიც განხილულია თარგის {{Noncanon}} მქონე გვერდებზე.
ვარსკვლავური ომები: ისტორიები და არალიცენზირებული წყაროები[]
ვარსკვლავური ომების ლეგენდების სტატიებში დასაშვებია კომიქსების სერია ისტორიების #1–20 გამოშვებებში წარმოდგენილი სამყაროს ისტორიებთან შესაბამისი სიუჟეტების აღწერა. მასალას ამ გამოშვებებიდან, რომლებიც არ იყო ნახსენები ლეგენდების რომელიმე სხვა ნაწარმში, უნდა ერთვოდეს შემდეგი საკონსულტაციო ტეგები:
{{Talesstart}} ... {{Talesend}}
ვარსკვლავური ომების ლეგენდების სტატიების შინაარსში ასევე ჩამოთვლილია არალიცენზირებულ წყაროებში ნახსენები სიუჟეტები. ისინი უნდა იყოს მონიშნული შემდეგი საკონსულტაციო ტეგებით:
{{Unlicensedstart}} ... {{Unlicensedend}}
ციტატები[]
სურათები[]
სექციებად დაყოფა[]
სამყაროს შიდა საკითხების სტატიების სექციები[]
გარკვეულ თემებთან დაკავშირებულ სტატიებს სტრუქტურის საკუთარი წესები აქვთ. ესენია:
სტატიები პერსონაჟებზე[]
- სტატიები პერსონაჟებზე
პერსონაჟებისადმი მიძღვნილი სტატიები უნდა იყოს ორგანიზებული შემდეგი სექციების გამოყენებით. თითოეული ეს განყოფილება შეიძლება საჭიროებისამებრ დაიყოს.
- ბიოგრაფია ასახავს პერსონაჟის ცხოვრების მოვლენებს. ამ სექციაში დეტალების სიუხვე დამოკიდებულია ცალკეულ რედაქტორზე. თუმცა, ზოგადად სასურველია შუალედი ლაკონურ და ხანგრძლივ ტექსტს შორის. ზოგადად მოსალოდნელია, რომ ეს განყოფილება სტატიის განვრცობის შედეგად დაიყოფა ქვესექციად, თუმცა სექციებად დაყოფა დამოკიდებულია ავტორზეა.
- პიროვნება და თვისებები აღწერს პიროვნულ თვისებებს, რომლებიც მითითებულია პირველწყაროში და იმას, თუ რამდენად აქვთ მათ გავლენა პერსონაჟის ქცევაზე. საჭიროებისამებრ, სასურველია მაგალითების მითითებაც.
- უნარები და შესაძლებლობები ან ძალები და შესაძლებლობები ძალისადმი მგრძნობიარე პერსონაჟების შემთხვევაში ასახავს, თუ რა განსაკუთრებულ უნარებს ფლობდა ესა თუ ის პერსონაჟი. ეს სექცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი პერსონაჟებისთვის და, შეიძლება, შეიცავდეს ძალის შესაძლებლობებს, რომლითაც ეს პერსონაჟი გამოირჩეოდა.
- აღჭურვილობა გამოიყენება პერსონაჟის კუთვნილი აღსანიშნავი ხომალდების, იარაღის თუ სხვა აღჭურვილობის დასახასიათებლად.
ყოველი ამ სექციის ქვესექციებად დაყოფა დასაშვებია, საჭიროების მიხედვით.
სტატიები დროიდებზე[]
- სტატიები დროიდებზე
დროიდების შესახებ სტატიებში სექციების დალაგება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით და დასაშვებია მათი ქვესექციების შექმნა.
- ბიოგრაფია — დროიდის კარიერის აღსანიშნავი ეტაპების შეჯამება. ამ სექციაში დეტალიზაციას თავად რედაქტორი განსაზღვრავს. თუმცა, მნიშვნელოვანია, არსებობდეს ოქროს შუალედი მოკლე და ვრცელ თხრობას შორის. მოსალოდნელია, რომ განყოფილება, ვრცელი სტატიის შემთხვევაში, დაყოფილი იქნება ცალკე ქვეგანყოფილებებად, თუმცა ამ სტატიების დაყოფა კვლავ რედაქტორის სურვილის მიხედვით ხდება.
- მახასიათებლები — აღწერს პიროვნულ მახასიათებლებს, რომლებიც ვლინდება წყაროს მასალაში და როგორ მოქმედებს ისინი დროიდის ქცევაზე. სადაც ეს შესაძლებელია, უნდა იყოს მოყვანილი მაგალითები. აქვე აღწერილია სპეციფიკური დაპროგრამების შესაძლებლობები და ფიზიკური ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც, ასევე, საჭიროებას შემთხვევაში, იყოფა ქვესექციებად.
- აღჭურვილობა შეიძლება გამოვიყენოთ დროიდის პერსონაჟთან დაკავშირებული ნებისმიერი ცნობილი ხომალდის ან რამე იარაღისა და აღჭურვილობის მოკლე აღწერისთვის.
როგორც ითქვა, ყოველი სექციის დამატებით ქვესექციებად დაყოფა დასაშვებია და ზოგჯერ — აუცილებელი.
ჯგუფები და ორგანიზაციები[]
ჯგუფები და ორგანიზაციები
ორგანიზაციისა და ჯგუფების სტატიები უნდა იყოს ორგანიზებული შემდეგი სექციების გამოყენებით. თითოეული ეს განყოფილება შეიძლება საჭიროებისამებრ დაიყოს.
- აღწერა — დეტალურადაა აღწერილი ჯგუფის სტრუქტურა და სხვა თვისებები. შეიძლება იყოს ჩართული დამატებითი ქვესექციები, თუ საკმარისი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ქვემოთ მოცემულია ქვესექციების ვარიანტები:
- ჯგუფის იდეოლოგია/მიზანი (შესაძლო სათაურები, მათ შორის იდეოლოგია, პოლიტიკა და რელიგია) აღწერს ჯგუფის შეხედულებებს.
- ორგანიზაცია (ან მთავრობა) აღწერს ჯგუფის სტრუქტურას.
- როლი (ან ოპერაციები) არის ჯგუფის ან მისი წევრების მიერ ჩატარებული მისიებისთვის.
- აღჭურვილობა (ან შემავსებლები) შეიცავს ჯგუფის კუთვნილი აღჭურვილობის, იარაღების, ხელსაწყოების, მანქანების, ტრანსპორტის აღწერას.
- ნაწარმი აღწერს ორგანიზაციის მიერ შექმნილ, შეძენილ და გაყიდულ ნაწარმს.
- უნარები და წვრთნა მოიცავს ორგანიზაციის წევრების უნარებს და მათ მიერ ამ ჯგუფის წევრობისას გავლილი წვრთნის აღწერას.
- ადგილები მოიცავს ადგილებს, სადაც ეს ჯგუფი მოქმედებდა — შტაბებს, ავანპოსტებს, თავშესაფრებს და ა.შ.
- ისტორია შეიცავს ჯგუფის ისტორიას სამყაროს შიდა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. საუკეთესო შემთხვევაში, კანონიკურ მედიაში ჯგუფის შესახებ მოცემული ცნობები შედის ამ სექციაში.
- წევრები (ან მეთაურები და გუნდი, ხელმძღვანელობა, თანამშრომლები ან ხელმძღვანელები და წევრები) შეიცავს შეჯამებას ცალკეულ პიროვნებებზე, რომლებიც ამ ჯგუფში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.
ამ სექციებიდან ყოველივეს განვრცობა და ცალკეული ქვესექციების შექმნა დასაშვებია. მნიშვნელოვანი: თუკი ჯგუფს ან ორგანიზაციას რამე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეხება ან არსებობს ინფორმაციის ჭარბი რაოდენობა, მისთვის შეიძლება, შეიქმნას ცალკეული ქვესექცია.