ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

20?cb=20250202123958&path-prefix=ka
▶️: ნაწყვეტი: 1-JAC-ის ხმა
(ინფორმაცია)

1-JAC[4] იყო სერია LOM-ის პროტოკოლური დროიდი, ჯილდოზე მონადირე გალაქტიკური იმპერიის ზეობისას.[3] იავინის ბრძოლამდე 9 წელს[1] 1-JAC იმყოფებოდა პლანეტა დაიიუზე, როდესაც ინკვიზიტორმა მესამე დამ ჯედაი ობი-ვან კენობის დასაჭერად ჯილდო დააწესა. 1-JAC-იმ მიაგნო სამიზნეს, დასდევდა მას ქალაქში და, თითქოს მიიმწყვდია სახურავებზე, სადაც მას ჯედაის ორი ბლასტერული პისტოლეტიდან ესროდა. კენობი მას გაექცა. დროიდმა კენობის მიაგნო სახლებს შორის ვიწრო ქუჩაზე, როდესაც კენობი ესაუბრებოდა გოგონა ლეია ორგანას. თუმცა, თაღლითმა ჰაჯა ესტრიმ კენობი და ბავშვი გადაარჩინა, ესროლა რა დროიდს ზურგში. კიდევ ერთი გასროლის შემდეგ დროიდი საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან.[3]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ეპიზოდში ობი-ვან კენობინაწილი II (რომელშიც ნაჩვენებია 1-JAC-ის განადგურება) მოვლენათა განვითარების დროა 9 იბ.
  2. 2.0 2.1 ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული უთითებს, რომ სერია LOM-ის პროტოკოლური დროიდი 4-LOM წარმოებული იყო სამრეწველო ავტომატების მიერ, ხოლო მისი სიმაღლე იყო 1.67 მეტრი. ვინაიდან ნაწილი II გვიჩვენებს, რომ 1-JAC არის სერია LOM-ის პროტოკოლური დროიდი, მას იგივე მახასიათებლები აქვს.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 ობი-ვან კენობინაწილი II
  4. 'ობი-ვან კენობის' რეჟისორი დებორა ჩაუ გვიამბობს, რომ რგოლში ნაჩვენები დროიდი არ არის 4-LOM საიტზე Uproxx (May 20, 2022) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 19, 2022)

დამატებითი ბმულები[]

Advertisement