ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

501-ე ლეგიონი, თავდაპირველად კლონების 501-ე ბატალიონი, მოგვიანებით ცნობილი როგორც 501-ე იმპერიული ლეგიონი და შტორმტრუპერთა 501-ე ლეგიონი – აგრეთვე ცნობილი როგორც "ვეიდერის მუშტი", იყო შტორმტრუპერთა ელიტური ლეგიონი, რომელსაც იმპერიული ეპოქის პერიოდში მეთაურობდა სითების ბნელი ლორდი დართ ვეიდერი. ეს ლეგიონი გალაქტიკურ იმპერიაზე უფრო ადრე შეიქმნა, კლონების ომების ეპოქაში, როდესაც წარმოადგენდა რესპუბლიკის დიადი არმიის კლონ სამხედროთა ძალების ბატალიონს. გენერალ ჯედაი ანაკინ სკაიუოკერის, მეთაურ ჯედაი ასოკა ტანოსა და კლონ მეთაურ კს-7567-ის ("რექსის") ხელმძღვანელობით, იგი დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის დროიდების სეპარატისტულ არმიას ებრძოდა. კონფლიქტის დროს ლეგიონის ჯარისკაცები გამოირჩეოდნენ სიმამაცით, უჩვეულო ტაქტიკით და გალაქტიკური რესპუბლიკისადმი ერთგულებით.

501-ე გალაქტიკის მასშტაბით სხვადასხვა ველზე იბრძოდა. მის აღსანიშნავ კამპანიებს შორის იყო ქრისტოფსისი, ჯეონოსისი და უმბარას ბრძოლები. ამ უკანასკნელის დროს სკაიუოკერი რესპუბლიკის დედაქალაქ კორუსანტში დაბრუნდა და მას ჩაენაცვლა გენერალი პონგ კრელი. კლონებისგან ფარულად იგი ძალის ბნელი მხარის მიმდევარი იყო და იცოდა რა ახალი წესრიგის მოახლოების შესახებ, რესპუბლიკის დასამხობ საქმიანობას ეწეოდა. 501-ე ლეგიონმა მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო, როდესაც გენერლის მხრიდან ღალატი დადგინდა. მეთაური ოფიცერის დაპატიმრების მცდელობისას მათ კიდევ რამდენიმე სამხედრო დაკარგეს, მაგრამ კრელი საბოლოოდ დაიჭირეს. ციხეში იგი სიკვდილით დასაჯეს.

501-ე ლეგიონთან დაკავშირებულმა ამ ამბავმა ჯედაების ორდენის წინააღმდეგ სითების შეთქმულებას ფარდა ოდნავ ახადა. რინგო-ვინდას ბრძოლაში კს-5385-მა ("სანგმა") მოკლა გენერალი ტიპლარი, რასაც მოჰყვა გამოძიება. აღმოჩნდა, რომ კლონი სამხედროს ტვინში ჩანერგილი იყო ქცევის მოდიფიცირების ბიოჩიპი. რესპუბლიკის ელიტური კომანდო კს-5555 ("ფაივსი") ამ საკითხის გამოძიებას ცდილობდა და დაადგინა, რომ ბარათები შეიმუშავეს კლონების მიერ მოკავშირე ჯედაების მოსაკლავად. ამ აღმოჩენით შეძრწუნებულმა, მან ყველაფერი უამბო სკაიუოკერსა და რექსს, მაგრამ ვერავინ დაარწმუნა. იგი კორუსანტის გვარდიის კლონი მოიერიშე სამხედროებთან შეტაკებისას დაიღუპა.

კლონების ომების უკანასკნელ დღეს სკაიუოკერმა 501-ე გაანაწილა და შექმნა მისი 332-ე დივიზია. ისიც და 332-ე ასეულიც მანდალორზე გაემგზავრნენ. მეთაურ რექსისა და ყოფილ მეთაურ ტანოს წინამძღოლობით დივიზიამ დაამრცხა მანდალორელი სუპერკომანდოები და დააპატიმრა მათი წინამძღოლი, ყოფილი სითი შეგირდი მოლი. როდესაც ტანო და სამხედროები მოლთან ერთად კორუსანტისკენ ბრუნდებოდნენ, უზენაეს კანცლერ შივ პალპატინის — ფარულად სით ლორდ დართ სიდიუსის — განკარგულებით გაიცა ბრძანება 66 და დაიწყო ჯედაების დიდი წმენდა, რომლის დროს სამხედროებმა უღალატეს ოფიცერ ჯედაებს. მართალია, 501-ე ლეგიონმა ვერ სეძლო ტანოს მოკვლა, ლეგიონის დანარჩენი სამხედროები ჯედაების ტაძარი ალყაში მოაქციეს და სით ლორდ დართ ვეიდერის მეთაურობით იქ მყოფი პადავანები და ნორჩები დახოცეს. რექსი 501-დან გაიქცა მას შემდეგ, რაც ტანო მისივე 66-ე ბრძანების შესასრულებლად გამზადებული სამხედრო რაზმისგან დაიცვა (რომელშიც კს-5597, იგივე "ჯესი" შედიოდა). ამ რაზმის ყველა სამხედრო დაიღუპა. კორუსანტზე 501-ის ნაწილი დამარცხდა ოსტატი ჯედაების იოდასა და ობი-ვან კენობისთან შეტაკებისას, როდესაც ჯედაებმა ტაძარში სიდიუსის მიერ საკუთარი თავის გალაქტიკური იმპერიის იმპერატორად გამოცხადებისას შეაღწიეს.

501-ე გარდაიქმნა იმპერიულ შეიარაღებულ ძალებად და იქცა შტორმტრუპერთა კორპუსად, რომელმაც კამინოზე კლონების წარმოების შეწყვეტის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანების გაწვევა არჩია. მიუხედავად იმისა, რომ 501-ე როგორც ვეიდერის პირადი ლეგიონმა, ჩაანაცვლა პირველმა ლეგიონმა, 501-ე კვლავ არსებობდა და მის ბრძანებებს ემორჩილებოდა. შემდგომში იგი მონაწილეობდა პრინცესა ლეია ორგანას დაჭერის მსგავს მისიებში. გალაქტიკური სამოქალაქო ომის გადამწყვეტ ეტაპზე 501-ე მონაწილეობდა ჰოთის ბრძოლაში, სადაც იმპერიამ რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის განადგურება სცადა. მის აღსანიშნავ სამხედრო ოპერაციებს შორის საბოლოო იყო ენდორის ბრძოლა, რასაც, იმპერატორის აღსასრულისა და იმპერიის დამარცხების შემდეგ, მოჰყვა ლეგიონის დაშლა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ფრონტის ხაზი: ბინდის ასეული
  2. 2.0 2.1 2.2 "იმპერიელი ქვეითები" — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 3.2 Clone Captain Rex Databank-ში (არქივის ბმული)
  4. 5.0 5.1 5.2 "ჯამი" — გარკვეული თვალსაზრისით
  5. 6.0 6.1 6.2 6.3 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "წყვდიადი უმბარაზე"
  6. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "კრელის სასაკლაო"
  7. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები, ფილმი
  8. Appo Databank-ში (არქივის ბმული)
  9. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
  10. 11.0 11.1 Star Wars Helmet Collection: Snowtrooper Helmets: Snowtrooper
  11. 12.0 12.1 ვარსკვლავური ომები: ადგილმდებარეობების სრული მეგზური
  12. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 "აჯანყების აღზევება და იავინის ბრძოლა" — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
  13. "ქარიშხალში შობილი" — გარკვეული თვალსაზრისით
  14. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "დაუვიწყარი ძველი მეგობრები"
  15. 16.0 16.1 "ყველაზე ჭეშმარიტი მოვალეობა" — გარკვეული თვალსაზრისით: იმპერიის საპასუხო შეტევა
  16. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "გამარჯვება და აღსასრული"
  17. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ფარული მტერი"
  18. Star Wars: Force Collection (ბარათები: Clone Sergeant Fox (★★★★))
  19. ვარსკვლავური ომები (2015) 12
  20. 21.0 21.1 ვარსკვლავური ომების წიგნი
  21. 22.0 22.1 22.2 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "საბედისწერო ტვირთი"
  22. ვარსკვლავური ომები: მანქანების სრული მეგზური, ახალი გამოცემა
  23. 24.0 24.1 24.2 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ვირუსი ლურჯი აჩრდილი"
  24. 25.0 25.1 "მოწმე" — გარკვეული თვალსაზრისით: იმპერიის საპასუხო შეტევა
  25. 26.0 26.1 26.2 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "მოწინააღმდეგეთა გეგმა"
  26. 27.0 27.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "დაშვება წვიმიან მიწაზე"
  27. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულთა დოკუმენტები
  28. 29.0 29.1 29.2 29.3 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "საზღვრების დარღვევა"
  29. ვარსკვლავური ომები: ბრძოლები, რომლებმაც შეცვალეს გალაქტიკა
  30. ARC Trooper Fives Databank-ში (არქივის ბმული)
  31. 32.0 32.1 Republic Specialists Personnel Expansion
  32. 33.0 33.1 Star Wars Battlefront II
  33. ვარსკვლავური ომები (2015) 21
  34. Star Wars: Galactic Defense
  35. 36.0 36.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  36. Star Wars Helmet Collection: 501st Legion Stormtrooper Helmets: 501st Legion Stormtroopers
  37. 38.0 38.1 "501 და ერთი" — რესპუბლიკის ეპოქა: სპეციალური გამოშვება 1
  38. 39.0 39.1 ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: კლონების ომები — ბრძოლების ისტორიები 1
  39. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ჰოლოკრონის გატაცება"
  40. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "მეკ-სამხედროები"
  41. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  42. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  43. იმპერიელი ქვეითები უთითებს, რომ 501-ე ლეგიონი დაიშალა ენდორის ბრძოლისას. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ამ ბრძოლის თარიღია 4 იბშ.