Amazing Heroes იყო ჟურნალი, რომელსაც Fantagraphics Books გამოსცემდა 1981—1992 წლებში. კომიქსების მოყვარულებისთვის განკუთვნილ ამ ჟურნალში იბეჭდებოდა სიახლეები, სტატიები, ინტერვიუები შემქმნელებთან და მომავალი კომიქსების ნაწყვეტები. მასში აგრეთვე იბეჭდებოდა შავ-თეთრი კომიქსები, რომელთა შორის აღსანიშნავია არჩი გუდვინის და ელ უილიამსონის კომიქსსტრიპი ვარსკვლავური ომები', მოგვიანებით დაბეჭდილი სერიაში კლასიკური ვარსკვლავური ომები. კომისსტრიპები დროდადრო იბეჭდებოდა ჟურნალის #1 #59 ნომრის ჩათვლით. #63 გამოშვებაში აგრეთვე შეტანილია სტატია უხსოვარ დროს და შორს — ვარსკვლავური ომების კომიქსის გმირის ისტორია.
Amazing Heroes 13-ში დაიბეჭდა ვარსკვლავური ომების კომიქსების ისტორია, არჩი გუდვინის და დეივიდ მიშლინის ციტატებით, ისევე, როგორც მორიგი კომიქსსტრიპი.
დაბეჭდილი კომიქსსტრიპები[]
- Amazing Heroes #1-5 - "ჯილდოზე მონადირე ორდ-მანტელიდან"
- Amazing Heroes #6-12 - "დართ ვეიდერის შეტევა"
- Amazing Heroes #13-16 - "გველების ბატონები"
- Amazing Heroes #17-20 - "სასიკვდილო გაერთიანება"
- Amazing Heroes #21-23 - "მოღალატის მანევრი"
- Amazing Heroes #24-26 - "ღამის მხეცი"
- Amazing Heroes #27-30 - "ბენ კენობის დაბრუნება"
- Amazing Heroes #31 - "ძალაუფლების თვალი"
- Amazing Heroes #32-33 - "ყინულის სამყარო"
- Amazing Heroes #34-36 - "ეს მახეა"
- Amazing Heroes #37-38, 40-45 - "საბედისწერო მისია"
- Amazing Heroes #47-50 - "ზეციერის შემოვლითი გზა"
- Amazing Heroes #51-53, 55-57 - "ახალი დასაწყისი"
- Amazing Heroes #58-59 - "უკანასკნელი მახე"