ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ალბათ, სატანჯველად განწირულები ვართ. ეს გხვდა წილად.
―C-3PO[9]

C-3PO, აგრეთვე ცნობილი როგორც სი-თრიპიო, თრიპიო ან 3-So, იყო ორგანიკულ ორგანიზმებთან ურთიერთობისთვის, ეტიკეტისა და პროტოკოლისთვის შემუშავებული სერია 3PO-ს პროტოკოლური დროიდი. იგი ფლობდა კომუნიკაციის ექვს მილიონზე მეტ ფორმას და ათწლეულების განმავლობაში განუვითარდა აუზაურისა და შეშფოთებისკენ მიდრეკილი ხასიათი. კოლეგასთან, ასტრომექანიკოს დროიდ R2-D2-თან ერთად იგი ხშირად მონაწილეობდა გალაქტიკის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებში და გალაქტიკის გადარჩენაში.

ანაკინ სკაიუოკერმა, გარე რგოლის პლანეტა ტატუინზე, ქალაქ მოს-ესპაში მცხოვრებმა მონა ბიჭუნამ C-3PO ააწყო სხვადასხვა სათადარიგო ნაწილისგან. კლონთა ომების დროს დროიდი ნაბუსენატორ პადმე ამიდალას ემსახურებოდა. კლონთა ომების დასრულების შემდეგ მისი მეხსიერება დააცარიელეს, თუმცა R2-D2-ს შეუნარჩუნეს. ორივე დროიდი ბეილ ორგანას ცხრამეტი წლის განმავლობაში ალდერაანულ კრეისერტანტივი IV“-ზე ემსახურებოდა, მის გალაქტიკურ იმპერიასთან დაპირისპირებისას. დაახლოებით ამ პერიოდში 3PO-ს მარჯვენა ფეხზე არასწორი ფირფიტა დაამაგრეს.

C-3PO-ს და R2-ის მჭიდრო კავშირი გაგრძელდა იავინის ბრძოლამდე 0 წელს, როდესაც მათ თავი ამოჰყვეს გალაქტიკურ სამოქალაქო ომში. ამბოხებულთა ალიანსის მეთაურმა, ლეია ორგანამ, მათ დაავალა სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზების ტატუინზე, ოსტატ ჯედაი ობი-ვან კენობისთვის გადაცემა. გაიცნეს რა სკაიუოკერის შვილი, ლუკი და კონტრაბანდისტი ჰან სოლო, დროიდებმა პრინცესა ლეია გადაარჩინეს იმპერიის სიკვდილის ვარსკვლავიდან. შემდგომში ისინი მუდმივად იმყოფებოდნენ ამ სამი ადამიანის გვერდით, დიდ დახმარებას უწევდნენ რა იმპერის დამხობაში და გალაქტიკაში თავისუფლების დაბრუნებაში. მნიშვნელოვანია, რომ C-3PO-მ ევოკები დაარწმუნა, დახმარებოდნენ ამბოხებულებს ენდორის ბრძოლისას.

ენდორის ბრძოლის შემდეგ C-3PO ახალი რესპუბლიკის ეპოქაში კვლავ სკაიუოკერს და სოლოს ეხმარებოდა. ენდორის მოვლენებიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ იგი ორგანას, ძველი იმპერიის მიზნებისკენ სწრაფვაში მყოფ პირველ ორდენთან დაპირისპირებული სამხედრო ჯგუფ წინააღმდეგობის გენერლის თანაშემწე იყო. ამ დროისთვის განახლდა C-3PO-ს ენების ბაზაც, ამიტომ მას უკვე შეეძლო შვიდ მილიონზე მეტი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება, რომელთა შორის უძველესი სითების დიალექტებიც იყო. რეის იგი ექსეგოლის პოვნაში დაეხმარა, გაშიფრა რა ოჩიხანჯალზე არსებული სითების ნაწერები. ამისთვის აუცილებელი გახდა მისი მეხსიერების წაშლა. მიუხედავად ამისა, R2-ს მისი მოგონებების უმეტესი ნაწილი შენახული ჰქონდა და, პირველი ორდენის საბოლოო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, C-3PO-მ მეხსიერება ნაწილობრივ აღიდგინა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. StarWars.com Encyclopedia C-3PO (სი-თრიპიო) Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია ; შენახული ვერსიის ბმული)
  2. 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
  3. 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა
  5. 5.0 5.1 ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ვიზუალური ცნობარი
  6. დროიდები საფრთხეში, წიგნი
  7. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
  8. ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: პირისპირ
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  10. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
  11. StarWars-DatabankII.png C-3PO (სი-თრიპიო) Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
  12. Facebook icon.svg Star Wars Rebels Facebook-ზე: ინფორმაცია C-3PO-ზე ამბოხებულების Facebook-ის გვერდიდან (October 17, 2014). (ეკრანის ანაბეჭდი)
  13. 13.0 13.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
  14. 14.0 14.1 14.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  15. Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიდროიდები საფრთხეში
  16. ვარსკვლავური ომები (2015) 1
  17. 17.0 17.1 17.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  18. მოდგმა
  19. ჯედაის იარაღი: ლუკ სკაიუოკერის თავგადასავალი
  20. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი

ბმულები[]

Advertisement