ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია Databank-ის ძველი ვერსია. იხილეთ აგრეთვე სტატია მიმდინარე ოფიციალური ვერსიის შესახებ.
StarWars Databank

Databank, რომელიც StarWars.com-ზე იყო განთავსებული, თავისი დროისთვის ითვლებოდა ვარსკვლავური ომების ერთადერთ საჯარო ინტერნეტ-ენციკლოპედიად. მასში შეტანილი სტატიები დახარისხებული იყო კატეგორიებად, ანბანის მიხედვით. ყოველი სტატია იყოფოდა სამ სექციად, გამომდინარე ვითარებიდან. პირველი აღწერდა ფილმებში ასახულ ფაქტებს, მეორე — დამატებით ინფორმაციას გაფართოებული სამყაროდან, ხოლო მესამე — ფაქტებს კულისებს მიღმა.

სტატიების დიდი ნაწილის ავტორი იყო პაბლო იდალგო. Hyperspace-ის What's The Story? მოყვარულებს საშუალებას აძლევდა, შეექმნათ საკუთარი სტატიები ნაკლებად ცნობილ პერსონაჟებზე, გადაადგილების საშუალებებზე, რასებზე და ადგილმდებარეობებზე.[1]

მას შემდეგ, რაც 2011 წლის 13 სექტემბერს შეიცვალა StarWars.com-ის დიზაინი, Databank-ს ჩაენაცვლა Encyclopedia, ხოლო Databank-ის თავდაპირველი სტატიები წაიშალა.

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement