ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 

ჩუბაკა, მოფერებით ჩუი, იყო მამრობითი სქესის ვუკი მეომარი, კონტრაბანდისტი, მექანიკოსი, პილოტი და წინააღმდეგობრივი მოძრაობების მებრძოლი კლონების ომების, გალაქტიკური სამოქალაქო ომის, ცივი ომის და პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომის პერიოდში. წარმოშობით პლანეტა კაშიიიკიდან, ჩუბაკა ვუკიების სამხედრო წინამძღოლად ჩამოყალიბდა. კლონების ომების დროს დაიჭირეს ტრანდოშანებმა და ვასსკაზე ტყვეობაში ამყოფებდნენ, სანამ მას გაათავისუფლებდა მეთაური ჯედაი ასოკა ტანო. მეთაურობდა კაჩიროს ვუკიების მილიციას კაშიიიკის ბრძოლაში, რომელსაც აგრეთვე გენერალი ჯედაი იოდა და რესპუბლიკის დიადი ჯარი შეუერთდნენ. ბრძოლის დროს იოდას კლონმა სამხედროებმა უზენაეს კანცლერ პალპატინისგან მიიღეს ბრძანება 66. ჩუბაკას და წინამძღოლ და გენერალ ტარფფულის დახმარებით იოდა კაშიიიკიდან გაიქცა და გადარჩა ჯედაების ორდენის განადგურებისას.

შემდგომ წლებში, გალაქტიკური იმპერიის ზეობისას, ჩუბაკა მონობაში ცხოვრობდა, სანამ მას კაპრალი ჰან სოლო გაათავისუფლებდა. მასთან ერთად ჩუბაკა ალისფერი გარიჟრაჟისთვის ტობის ბეკეტთან და კი'რასთან ერთად კოაქსიუმის მოპოვებისას იყო „ათასწლოვანი შავარდენის“ პილოტის თანაშემწე. მას შემდეგ, რაც ლენდო კალრისიანთან თამაშისას „შავარდენი“ მოიგეს, ისინი მუშაობდნენ კრიმინალურ ლორდ ჰატ ჯაბას დავალებით, მაგრამ ერთხელ სოლომ იმპერიასთან პრობლემებისგან თავის ასარიდებლად ხომალდიდან მოისროლა სუნელის პარტია, რის გამოც ორივეს დაჭერაზე ჯილდო დაწესდა. მოგვიანებით ჩუბაკა და სოლო დათანხმდნენ ობი-ვან კენობის, ლუკ სკაიუოკერის, C-3PO-ს და R2-D2-ს ალდერაანზე რესპუბლიკის აღდგენის ალიანსისთვის მნიშვნელოვანი მისიისთვის გადასაყვანად. აღმოაჩინეს რა, რომ ალდერაანი ამასობაში განადგურდა, ისინი მოხვდნენ სიკვდილის ვარსკვლავზე, სადაც გაათავისუფლეს პრინცესა ლეია ორგანა და მასთან ერთად იავინ-4-ის აჯანყებულთა ბაზაზე ჩავიდნენ. თავდაპირველად ჩუბაკამ და სოლომ პლანეტა დატოვეს, მაგრამ მოგვიანებით აჯანყებას შეუერთდნენ და მონაწილეობდნენ იავინის ბრძოლაში, რითაც სკაიუოკერს დაეხმარნენ სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებაში, რამაც აჯანყებას მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.

ომის მსვლელობისას ჩუბაკა და სოლო იმპერიას არაერთხელ შეეჯახნენ. მნიშვნელოვან ბრძოლებს შორის იყო თავდასხმა კაიმუნ-1-ზე და ვროგას-ვასიბრძოლა. პლანეტა ჰოთიბაზა „ექოდან“ იმპერიის ძალების შეჭრის და აჯანყებულთა ალიანსზე თავდასხმის შემდეგ ისინი პრინცესა ორგანასთან და C-3PO-სთან გაიქცნენ. მათ სცადეს კალრისიანისადმი დაქვემდებარებულ ღრუბლების ქალაქში დამალვა, მაგრამ ლენდომ ისინი იძულებით გადასცა დართ ვეიდერს, იმპერიის მთავარ აღმასრულებელს, ვინაიდან იმპერიის მხრიდან ქალაქს საფრთხე დაემუქრა. სოლო კარბონიტში გაყინეს, თუმცა კალრისიანი მის მეგობრებს გაქცევაში დაეხმარა. მიუხედავად ამისა, მათ ვერ მოასწრეს სოლოს გადარჩენა, რომელიც ჯილდოზე მონადირე ბობა ფეტმა ჰატ ჯაბასთან გადაიყვანა. ჩუბაკამ და კალრისიანმა დაიწყეს მისი ძიება და მიაგნეს ტატუინზე, ჯაბას სასახლეში, საიდანაც მოგვიანებით გადაარჩინეს და ჯაბაც გაანადგურეს. მოგვიანებით, ენდორის ბრძოლისას, ჩუბაკას დახმარებით განადგურდა ფარის გენერატორი, რამაც აჯანყებულთა ძალებს მობილური საბრძოლო სადგურ სიკვდილის ვარსკვლავ სვ-2-ის განადგურების საშუალება მისცა. ამავე დროს საბრძოლო სადგურზე იმპერატორი განადგურდა, რამაც იმპერიას უდიდესი დარტყმა მიაყენა.

ენდორის მოვლენების და ახალი რესპუბლიკის დაარსების შემდეგ ჩუბაკა და სოლო მონაწილეობდნენ იმპერიისგან გათავისუფლებაში. ომის გადამწყვეტ სტადიაში გადასვლის შემდეგ ჩუბაკა მშობლიურ პლანეტაზე ოჯახს დაუბრუნდა. მას შემდეგ, რაც ბენი, სოლოს შვილი, გადავიდა ბნელ მხარეზე და გაანადგურა სკაიუოკერის ჯედაების ახალი თაობა, ჩუბაკა დაუბრუნდა სოლოს და კვლავ კობტრაბანდულ საქმიანობას მიჰყვებოდა. „შავარდენი“ მათ დაკარგეს და გადაადგილდებოდნენ ხომალდ „ერავანათი“, მაგრამ დაკარგულ სატვირთო გემის საბოლოოდ მიაგნეს და გაიცნეს რეი, ფინი და BB-8. უკანასკნელი ინახავდა სკაიუოკერის ადგილსამყოფელის რუკის ნაწილს, ამიტომ მათ იგი გადასცეს წინააღმდეგობას, რომელიც დაპირისპირებული იყო გალაქტიკური იმპერიიდან აღმოცენებულ პირველ ორდენთან. მოგვიანებით ჩუბაკა მონაწილეობდა ბაზა „სტარკილერის“, პირველი ორდენის სუპერიარაღის განადგურებაში, რასაც შეეწირა სოლოს სიცოცხლე (რომელიც საკუთარმა შვილმა მოკლა). ბაზის განადგურების შემდეგ იგი შეუერთდა რეის და მასთან ერთად „შავარდენით“ გაემგზავრა აქ-ტოზე, სადაც სკაიუოკერი ცხოვრობდა. სოლოს დაღუპვის შემდეგ ჩუბაკა ხშირად იყო „შავარდენის“ მთავარი პილოტი და წინააღმდეგობას სხვადასხვა ბრძოლაში — მაგალითად, კრეიტზე — შეუერთდა.

კრეიტის ბრძოლიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ იმპერატორი დაბრუნდა, ჩუბაკა, პო დემერონთან და სხვებთან ერთად, გაემგზავრა პასაანაზე და კიჯიმიზე, სადაც წინააღმდეგობა ეძებდა მინიშნებებს იმპერატორის ადგილსამყოფელზე. პასანაზე იგი კვლავ შეხვდა კალრისიანს. ამ მისიას კინაღამ შეეწირა თავად ჩუბაკა, ვინაიდან რეიმ, იმპერატორის შვილიშვილმა, კაილო რენთან შეტაკებისას შემთხვევით გამოიყენა ძალის ელვა, რომელმაც გაანადგურა პირველი ორდენის ტრანსპორტი — რომელშიც, როგორც თავად იყო დარწმუნებული, ვუკი ჰყავდათ.

ჩუბაკა სინადვილეში სხვა ტრანსპორტში იმყოფებოდა. წინააღმდეგობის წევრებმა იგი იპოვეს, გადაარჩინეს და მისია ერთად განაგრძეს. რეი შიშობდა, რომ სითად იქცეოდა და ექსეგოლზე, სადაც იმპერატორი იმალებოდა, თავად გაემგზავრა, თუმცა პლანეტა წინააღმდეგობის წევრებმაც იპოვეს. სანამ იქ დიდ ბრძოლა მძინვარებდა, რეიმ იმპერატორი ნათელ მხარეზე დაბრუნებული სოლოს შვილის დახმარებით გაანადგურა. წინააღმდეგობამ, რომელსაც სამოქალაქო ფლოტი, შეუერთდა, საბოლოოდ დაამხო მარადიული სითებისაბოლოო ორდენიფლოტი, რითაც მისი გალაქტიკის წინააღმდეგ გამოყენების გეგმა ჩაშალა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

Chewbacca-Conv

ჩუბაკას შემოკლებული ბლასტერი SX-21, რომელსაც ჰან სოლოსთან მოგზაურობისას იყენებდა.

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  2. ToppsDigitalLogo Star Wars: Card Trader (ბარათი: Chewbacca - Kashyyyk Warrior - Base Series 1)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  4. სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: ოფიციალური ცნობარი
  5. Star Wars Journeys: Beginnings
  6. 6.0 6.1 ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ლექსიკონი, ახალი გამოცემა
  7. 7.0 7.1 7.2 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
  8. ახალი იმედი: პრინცესა, არამზადა და ფერმერი ბიჭუნა
  9. შედეგები: იმპერიის აღსასრული
  10. ვარსკვლავური ომები: კონტრაბანდისტის ცნობარი
  11. ვარსკვლავური ომები (2015) 1
  12. დამსხვრეული იმპერია 3
  13. 13.0 13.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  14. შედეგები
  15. მოდგმა
  16. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
Advertisement