ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ჯილდოზე მონადირეები 1 არის პირველი გამოშვება კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეები. მისი ტექსტის ავტორია ითენ საკსი, ხოლო მხატვარი — პაოლო ვილანელი. გამოშვება გამოიცა Marvel Comics-ის მიერ, 2020 წლის 11 მარტს[1].

შეჯამება გამომცემლობისგან[]

ᲕᲔᲚᲔᲜᲡᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲩᲔᲜᲔᲑᲘ, ᲐᲒᲠᲔᲗᲕᲔ...ᲐᲠᲐᲡᲝᲓᲔᲡ ᲣᲦᲐᲚᲐᲢᲝ ᲯᲘᲚᲓᲝᲖᲔ ᲛᲝᲜᲐᲓᲘᲠᲔᲡ — ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲛᲐᲨᲘᲜ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲘᲒᲘ ᲑᲝᲑᲐ ᲤᲔᲢᲘᲐ! წლების წინ ᲕᲔᲚᲔᲜᲡᲛᲐ და ჯილდოზე სხვა მონადირეებმა, ᲑᲝᲡᲡᲙᲛᲐ და ᲑᲝᲑᲐ ᲤᲔᲢᲛᲐ, წამოიწყეს მისია, რომელიც ვერ წარიმართა, მას შემდეგ, რაც ველენსის მასწავლებელმა, ᲜᲐᲙᲐᲜᲝ ᲚᲔᲨᲛᲐ, მათ უღალატა. ველენსის რაზმი რის ვაი-ვაგლახით გადარჩა. იგი არასოდეს ფიქრობდა, რომ ძველ დამრიგებელს ოდესმე კვლავ შეხვდებოდა...სანამ ლეში, იდუმალ ვითარებაში, კვლავ გამოჩნდებოდა. გალაქტიკაში ყოველ ჯილდოზე მონადირეს სურს, მიიღოს საკუთარი ლუკმა და ველენსს აკვიატებული აქვს მონაგების მიღება. საკუთარი ანგარიშები აქვს — ისევე, როგორც ბობა ფეტს! ᲘᲗᲔᲜ ᲡᲐᲙᲡᲘ ('ᲑᲔᲑᲔᲠᲘ ᲥᲝᲠᲘᲡᲗᲕᲐᲚᲘ' და 'ᲒᲐᲚᲐᲥᲢᲘᲙᲘᲡ ᲖᲦᲕᲐᲠᲘ') და ᲞᲐᲝᲚᲝ ᲕᲘᲚᲐᲜᲔᲚᲘ ('ᲕᲔᲘᲓᲔᲠᲘ: ᲑᲜᲔᲚᲘ ᲮᲘᲚᲕᲔᲑᲘ' და 'ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘ: ᲓᲐᲪᲔᲛᲣᲚᲘ ᲝᲠᲓᲔᲜᲘ — ᲑᲜᲔᲚᲘ ᲢᲐᲫᲐᲠᲘ') ერთად გიამბობენ ჯილდოზე მონადირეთა თავგადასავალზე, რომელსაც მარტისთვის ელოდით!

შესავალი[]

ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲓᲐᲣᲜᲓᲝᲑᲔᲚᲜᲘ ᲒᲐᲚᲐᲥᲢᲘᲙᲐᲨᲘ
ᲜᲐᲬᲘᲚᲘ 1
კორელიის აჩრდილები
აჯანყებულთა ალიანსი ჰოთის ბრძოლის შემდეგ არ დამარცხებულა. იმპერია გაორმაგებული ძალისხმევით ცდილობს, გაანადგუროს თავისუფლების მიმობნეული მებრძოლები.

სანამ სამოქალაქო ომი გალაქტიკას იპყრობს, დამნაშავეთა სამყარო აყვავების გზაზეა. კონტრაბანდისტები, დაქირავებული მეომრები და ქურდები ემსახურებიან კრიმინალურ სინდიკატებს და კარტელებს, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან გავლენის, ტერიტორიების თუ სარგებელის მოსაპოვებლად.

გამოცდილი და ულმობელი ჯილდოზე მონადირეები — გალაქტიკის ყველაზე საზარელ მკვლელთა წარმომადგენლები — დაეხეტებიან სისტემებში, რათა დაიჭირონ ძებნილი დამნაშავეები ყველაზე დიდი გასამრჯელოს სანაცვლოდ. მათგან სამი — ველენსი, ბოსსკი და ბობა ფეტი — ყველაზე საუკეთესოთა სახელს ატარებენ. და ერთმანეთთან წარსული აკავშირებთ — რომელიც სახიფათო შეტაკებამდე მიიყვანს.

მედია[]

გამოცემები[]

  • UPC 759606096022; 11 მარტი, 2020; Marvel Comics; პირველი ტირაჟი[1]
    • 00111; გარეკანი A; ლი ბერმეიო
    • 00121; გარეკანი B
    • 00131; გარეკანი C
    • 00141; გარეკანი D; მაიკლ გოლდენი
    • 00151; გარეკანი E; დეივ ჯონსონი
    • 00161; გარეკანი F; კაარე ენდრიუსი
  • UPC 759606096022; 5 აგვისტო, 2020; Marvel Comics; მეორე ტირაჟი[3]
    • 00112; გარეკანი G; პაოლო ვილანელი
  • UPC 759606096022; 9 სექტემბერი, 2020; Marvel Comics; მესამე ტირაჟი[4]
    • 00113; გარეკანი H; პაოლო ვილანელი

გარეკანების გალერეა

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

შეტანილია კრებულებში[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 MarvelLogo ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეები (2020) #1 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. გამოშვებაში მოთხრობილი მოვლენები ვითარდება იმპერიის საპასუხო შეტევის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ამ ფილმის მოვლენათა განვითარებია დროა 3 იბშ, ამიტომ გამოშვების მოვლენები ამავე წელს უნდა ვითარდებოდეს.
  3. ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეები #1 გარეკანი H მეორე ტირაჟის გარეკანის ვარიანტი, რესურსი: Midtown Comics, წყარო: Midtown Comics (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი August 8, 2020)
  4. ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეები #1 გარეკანი I მესამე ტირაჟის გარეკანის ვარიანტი, რესურსი: Midtown Comics, წყარო: Midtown Comics (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი October 12, 2020)

გარე ბმულები[]

Advertisement