ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ობი-ვან კენობი (მრავალმნიშვნელოვანი).
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია კანონიკური ტელესერიალი.
იხილეთ აგრეთვე ლეგენდების ვიდეოთამაში Star Wars: Obi-Wan ან ლეგენდების რომანი კენობი.

ობი-ვან კენობი არის ვარსკვლავური ომების მხატვრული ტელესერიალი. მისი პირველი ორი ეპიზოდი გამოვიდა Disney-ს ნაკადოვან სერვის Disney+-ზე, 2022 წლის 27 მაისს. პროექტისთვის ობი-ვან კენობის როლს პრიკველების ტრილოგიიდან დაუბრუნდა იუან მაკგრეგორი. სერიალში აგრეთვე მონაწილეობს ჰეიდენ კრისტენსენი, დართ ვეიდერის როლში. მოქმედება ამ სერიალში ვითარდება სითების შურისძიებიდან 10 წლის შემდეგ.

ოფიციალური აღწერა[]

გალაქტიკური იმპერიის ზეობისას ყოფილი ოსტატი ჯედაი ობი-ვან კენობი ასრულებს მნიშვნელოვან მისიას. კენობი უნდა დაუპირისპირდეს მტრებად ქცეულ მოკავშირეებს და შეეჯახოს იმპერიის რისხვას.[12]

შემუშავება[]

ფილმის სახით[]

ყოველთვის არ იგეგმებოდა როგორც სერიალი, თავდაპირველად ასე არ ყოფილა. როდესაც თავდაპირველად მასზე საუბარი გვქონდა, ამაზე არ გვიფიქრია, მაგრამ ყველაფერი ასე სწრაფად შეიცვალა. ნამდვილად ამაღელვებელია, რომ ახლა ასეა. მე ნამდვილად მომწონს რამდენიმე და არა ერთბაშად ამბის თხრობის იდეა. მე მგონია, საკმაოდ მაგარი გამოვა.
―იუან მაკგრეგორი სერიის ფილმიდან განვითარებაზე[13]
Obi-Wan Kenobi EP1

იუან მაკგრეგორი ობი-ვან კენობის როლში პირველად გამოჩნდა 1999 წელს.

2013 წელს ცნობილი გახდა, რომ The Walt Disney Company-Lucasfilm Ltd. მუშაობდნენ რამდენიმე კინოფილმზე, რომელიც ეპიზოდურ ფილმებთან კავშირში არ იქნებოდა. მოგვიანებით ასეთ ფილმებს ეწოდა ვარსკვლავური ომების ანთოლოგიური სერია.[14] გავრცელდა ხმები ობი-ვან კენობისადმი მიძღვნილ პოტენციურ ფილმზე და იმართებოდა მოლაპარაკებები იუან მაკგრეგორთან, რომელიც პერსონაჟის როლს ასრულებს პრიკველების ტრილოგიაში.[13] თუმცა, მსახიობმა იცოდა პროექტის არსებობის შესახებ უკვე 2015 წელს იცოდა[3] და 2019 წლამდე მასზე საუბრის უფლება არ ჰქონდა.[15]

განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი, პირველი ფილმი ანთოლოგიურ სერიაში, გამოვიდა 2016 წლის დეკემბერში და კრიტიკოსების აღიარება და კომერციული წარმატება მოიპოვა.[16] 2017 წლის აგვისტოში The Hollywood Reporter წერდა, რომ ობი-ვანის შესახებ ანთოლოგიური ფილმი მზადდებოდა Lucasfilm-ის მიერ. Lucasfilm მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბილი ელიოტის რეჟისორ სტივენ დოლდრისთან.[17] ჯოელ ეჯერტონი (ოუენ ლარსის როლის შემსრულებელი პრიკველების ტრილოგიაში) გამოთქვამდა სურვილს, კვლავ ეთამაშა საკუთარი როლი.[18] როგორც კი დაამტკიცეს ფილმის შესამუშავებლად, დოლდრიმ პროექტში ჰოსეინ ამინის ჩართვა გადაწყვიტა.[19]

თუმცა, ვარსკვლავური ომების ნებისმიერი ანთოლოგიური ფილმის გამოშვების გეგმა შეჩერდა, ვინაიდან ფილმს სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი ჰქონდა მცირე მოგება.[16] ოთხი თვის შემდეგ Disney-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბობ აიგერმა, განაცხადა, რომ Lucasfilm-მა სოლოს წარუმატებლობის შემდეგ გადახედა საკუთარ გრაფიკს.[20] მოგვიანებით დადასტურდა, რომ სკაიუოკერის აღზევების შემდეგ ვარსკვლავური ომების ფილმების გამოშვება შეჩერდებოდა 2022 წლამდე.[21] მიუხედავად ამისა, 2018 წლის ნოემბერში ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ობი-ვან კენობის ფილმის შემქმნელებს მუშაობა უნდა დაეწყოთ ჩრდილოეთ ირლანდიაში.[22] კენობის შესახებ ფილმი მოხვდა The Hollywood Reporter-ის მიერ ფანების გამოკითხვით შედგენილ რეიტინგში, რომელშიც ყველაზე სასურველი ფილმები დასახელდა.[23]

ტელესერიალის სახით[]

2019 წლის განცხადებები[]

მსურს, მივუახლოვდე იმას, თუ რას გრძნობდა ობი-ვანი, როდესაც მას ალეკ გინესი თამაშობდა. უფრო ჭაღარა ვარ და მასთან ასაკით უფრო ახლოს, ასე, რომ ეს უფრო მარტივი იქნება.
―იუან მაკგრეგორი სერიალში ობი-ვანის როლის შესრულების შესახებ[24]

როგორც ამბობდა მაკგრეგორი, შემუშავების დროს კინოპროექტი გარდაიქმნა ტელესერიალად.[13] მანამდე იუანი მონაწილეობდა კოსტიუმის საცდელ მორგებაში.[25] ტელესერიალის გამოშვება დაიგეგმა Disney+-ზე, Disney-ს ახალ ნაკადოვან სერვისზე. მაკგრეგორმა და Lucasfilm-ის პრეზიდენტმა კეთლინ კენედი2019 წლის D23 Expo-ზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ობი-ვანი დაბრუნდებოდა. სერიალის მოვლენათა მოქმედება ვითარდებასითების შურისძიებიდან რვა წლის შემდეგ.[1] ღონისძიების დროს აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ უკვე დაწერილი იყო ეპიზოდების სცენარები და წარმოება დაიწყებოდა 2020 წელს.[26] ამინი და დებორა ჩაუ მოგვიანებით StarWars.com-ზე დასახელდნენ როგორც სერიალის წამყვანი პროდიუსერები.[8]

2020 წლის განცხადებები[]

2020 წლის 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სერიალის წარმოება „სცენარის პრობლემების“ გამო დროებით შეჩერდა.[27] მიუხედავად ამისა, იუან მაკგრეგორმა მოგვიანებით ახსენა, რომ ეს ჭორები გადაჭარბებული იყო და წარმოება გაგრძელდებოდა ჩვეულ რეჟიმში. მან აგრეთვე განაცხადა, რომ, მართალია, გადაღების დაწყება 2021 წლის იანვრისთვის გადაიღო, სერიალის გამოსვლის თარიღი არ შეიცვლებოდა.[28] 2020 წლის 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯონ უიკ 3-ის სცენარისტ ჯობი ჰაროლდი იმუშავებდა სერიალის სცენარზე, ჩაანაცვლებდა რა ამინის, რომელმაც პროექტი იანვარში დატოვა.[29] ეს ინფორმაცია დადასტურდა 2022 წელს, როდესაც კენედიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მუშაობდა სცენარებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2020 წლის იანვარში მან წარმოება შეაჩერა და ჰაროლდი ამინის სანაცვლოდ აიყვანა.[2]

2020 წლის აპრილში ფრანგული პრესრელიზიდან ცნობილი გახდა, რომ სერიალი 2022 წელს გამოვიდოდა.[30] 2020 წლის სექტემბერში მაკგრეგორი იმედოვნებდა, რომ სერიალის გადაღება დაიწყებოდა 2021 წლის გაზაფხულზე.[31] 2020 წლის 9 ოქტომბერს იუან მაკგრეგორმა BBC-ის The Graham Norton Show-ში დაადასტურა, რომ გადაღება იგეგმებოდა 2021 წლის მარტისთვის.[32]

Obi-Wan Kenobi series logo

სერიალის თავდაპირველი ლოგო, 2020 წლის დეკემბერი

2020 წლის 10 დეკემბერს გავრცელდა უფრო მეტი ინფორმაცია სერიალის შესახებ. დადასტურდა, რომ მისი მოვლენების განვითარების დრო იქნებოდა 9 იბ, ხოლო ჰეიდენ კრისტენსენი კვლავ შეასრულებდა დართ ვეიდერის როლს. წარადგინეს სერიალის თავდაპირველი ლოგოც.[9]

წარმოება[]

არსებობს გარკვეული კულტურული საკითხები, რომელთა აღქმა უმალვე არის შესაძლებელი და კულტურულად სპეციფიკური საკითხები დიზაინის კუთხით. მაგალითად: „ო, იქნებ, ამის კი არა, ამის გაკეთება გვიღირს?“. ის, რასაც ინტუიცია გვკარნახობს. დებთან მუშაობა სრული სიამოვნებაა, ვინაიდან ყველაფერი ესმის. ძალიან ჭკვიანია და იცის, რა სურს. ეს თანამშრომლობა ძალიან მომწონს, ვინაიდან ახლა, განსაკუთრებით „ობი-ვანის“ სერიალში, ვგრძნობ, რომ გვაქვს საშუალება, შევიტანოთ სიმდიდრე, რომელიც ჯერ არ შეგვისწავლია. აგრეთვე ჩან-ჰუნთან [ჩანგთან], ჩვენს დამდგმელ ოპერატორთან ვმუშაობ, ის დიდებულია. შესანიშნავი ხედვა აქვს.
―დაგ ჩენგი[33]

2021 წლის 29 მარტს Lucasfilm-მა გამოაქვეყნა სერიალის მსახიობთა ოფიციალური სია, რომელშიც შედიოდნენ მოუზეს ინგრემი, ჯოელ ეჯერტონი, ბონი მარი პისი, კუმაილ ნანჯიანი, ინდირა ვარმა, რუპერტ ფრენდი, ო'ში ჯექსონ უმცროსი, სანგ კენგი, სიმონ კესელი და ბენი სეფდი. გადაღება იმავე წლის აპრილში დაიწყო.[6]

2020 წლის ბოლოს ცნობილი იყო, რომ სერიალს აწარმოებდნენ The Volume-ის[34], მანდალორელში გამოყენებული ტექნოლოგიის მეშვეობით.[35]

2021 წლის 19 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავური ომების კონცეპტუალური მხატვრობის ვეტერანი ავტორი დაგ ჩენგი სერიალზე ჩაუსთან ერთად მუშაობდა და ახალი დიზაინების შემუშავებაში სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სულ მცირე, ექვსი განყოფილების ხელმძღვანელები არიან აზიურ-ამერიკული წარმოშობის, ხოლო ჩან-ჰუნ ჩანგი დამდგმელი ოპერატორია.[33] გადაღება დასრულდა 2021 წლის 19 სექტემბერს.[36]

StarWars.com-მა 2022 წლის 9 თებერვალს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სერიალის პრემიერა გაიმართებოდა ამავე წლის 25 მაისს.[37] სერიალის პირველი ტიზერი გამოვიდა 9 მარტს.[38] მოგვიანებით, 31 მარტს, ცნობილი გახდა, რომ სერიალის პრემიერა გადაიწევდა 27 მაისამდე და ერთ დღეს გამოვიდოდა სერიალის პირველი ორი ეპიზოდი.[4]

2022 წლის 28 თებერვალს ამერიკის დასავლეთის სცენარისტთა გილდიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სეზონის საბოლოო სცენარისტებს შორის, ჯობი ჰაროლდთან და ჰოსეინ ამინისთან ერთად აგრეთვე იყვნენ სტიუარტ ბიტი, ენდრიუ სტენტონი და ჰანა ფრიდმანი.[7]

მუსიკა[]

2022 წლის 17 თებერვალს Variety-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად ჯონ უილიამსი უბრუნდებოდა ვარსკვლავური ომების სამყაროს და სერიალის მთავარი პერსონაჟისთვის დაწერდა თემას, თუმცა სრული სერიალის მუსიკის ავტორი არ იქნებოდა.[39] 22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ნატალი ჰოლტი მუშაობდა სერიალის მუსიკაზე, გარდა კენობის თემისა, რომელიც დაიწერა უილიამსის მიერ.[10]

ეპიზოდები[]

# სურათი სახელწოდება პირველად ეთერში
1 Obi-Wan Kenobi Part I ნაწილი I 26 მაისი, 2022[4]
2[2] Obi-Wan Kenobi Part II ნაწილი II
3[2] Obi-Wan Kenobi Part III ნაწილი III 1 ივნისი, 2022[5]
4[2] Obi-Wan Kenobi Part IV ნაწილი IV 8 ივნისი, 2022[5]
5[2] Obi-Wan Kenobi Part V ნაწილი V 15 ივნისი, 2022[5]
6[2] Obi-Wan Kenobi Part VI ნაწილი VI 22 ივნისი, 2022[5]

მედია[]

პოსტერების გალერეა[]

შემადგენლობა[]

ტიპით [+/–]

მსახიობები გუნდი

მსახიობები

გუნდი

  • ჯობი ჰაროლდი – სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი[6]
  • დებორა ჩაუ – რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი[8]
  • იუან მაკგრეგორი – აღმასრულებელი პროდიუსერი[8]
  • კეთლინ კენედი – აღმასრულებელი პროდიუსერი[8]
  • ტრეისი სიუორდი – აღმასრულებელი პროდიუსერი[8]
  • ჯონ სუორცი – აღმასრულებელი პროდიუსერი[8]
  • მიშელ რეჟვანი – აღმასრულებელი პროდიუსერი[6]
  • ჯეისონ მაკგეტლინი – თანაპროდიუსერი[8]
  • რეინა მაკკლენდონი – მრჩეველი პროდიუსერი[7]
  • ჰანა ფრიდმანი – სცენარისტი და მრჩეველი პროდიუსერი[7]
  • ენდრიუ სტენტონი – სცენარისტი და მრჩეველი პროდიუსერი[7]
  • ჰოსეინ ამინი – სცენარისტი[7]
  • სტიუარტ ბიტი – სცენარისტი[7]
  • ნატალი ჰოლტი – კომპოზიტორი (ორიგინალური მუსიკალური თანხლება)[10]
  • ჯონ უილიამსი – კომპოზიტორი (ობი-ვან კენობის თემა და ვარსკვლავური ომების ორიგინალური მუსიკა)[10]
  • ჩან-ჰუნ ჩანგი – მთავარი ოპერატორი[33]
  • დაგ ჩენგი – დიზაინერი[33]
  • პატრიკ ტუბექი – ვიზუალური ეფექტების ხელმძღვანელი[42]
  • დეივიდ შირკი – Animation Supervisor[42]
  • კრის ბელოგი – ვირტუალური წარმოების ხელმძღვანელი[42]
  • ჩედ უაიბი – ILM-ის ვიზუალური ეფექტების ხელმძღვანელი[42]
  • სტეისი ბისელი – ILM-ის ვიზუალური ეფექტების უფროსი ხელმძღვანელი[42]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 StarWars შორეული, შორეული გალაქტიკა ახლა ოდნავ გაიზარდა.... StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 ობი-ვან კენობიში იუან მაკგრეგორის და ჰეიდენ კრისტენსენის გაერთიანების 17 წლიანი მოგზაურობის შიგნიდან, რესურსი: ew.com საიტზე ew.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი March 10, 2022)
  3. 3.0 3.1 ობი-ვან კენობი: მაკგრეგორი სერიალს საიდუმლოდ ინახავდა უფრო მეტი ხანი, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რესურსი: CBR.com საიტზე www.cbr.com (October 24, 2012) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 7, 2020)
  4. 4.0 4.1 4.2 TwitterLogo ობი-ვან კენობი (@obiwankenobi) Twitter-ზე: „#ObiWanKenobi-ს დრო დადგა...ნაადრევად. იხილეთ პირველი ორი ეპიზოდი @DisneyPlus-ზე ᲐᲛ ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲡ 9 საათზე.“ (არქივის ბმული)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 D23 logo ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, იხილოთ Disney+-ზე 2022 წლის ივნისში D23.com-ზე (არქივის ბმული)
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 6.14 6.15 6.16 6.17 6.18 StarWars ობი-ვან კენობის სერიალის გადაღება დაიწყება აპრილში, ცნობილია როლების შემსრულებლები StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 7.8 7.9 ობი-ვან კენობიi - ასგ-ის დირექტორია, ავტორი: ამერიკის დასავლეთის სცენარისტთა გილდია საიტზე directories.wga.org (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 20, 2022)
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 StarWars დებორა ჩაუ იქნება ობი-ვან კენობის შესახებ სერიალის რეჟისორი, ექსკლუზიურად Disney+ისთვის StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  9. 9.0 9.1 StarWars Lucasfilm-ის მომავალი პროექტების წარდგენა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 ობი-ვან კენობის კომპოზიტორი ნატალი ჰოლტი საუბრობს „მომაბეზრებელ“ მიდგომაზე, ავტორი: ბრეზნიკანი, ენტონი საიტზე www.vanityfair.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 22, 2022)
  11. StarWars Lucasfilm-ის მომავალი პროექტების წარდგენა StarWars.com-ზე (არქივის ბმული) უთითებს, რომ სერიალის მოვლენები ვითარდება სითების შურისძიებიდან 10 წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ფილმის მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ, ამიტომ სერიალის მოვლენათა განვითარების დროა 9 იბ.
  12. DisneyPlusLogo ნახეთ ობი'ვან კენობი Disney+-ზე (არქივის ბმული)
  13. 13.0 13.1 13.2 ექსკლუზიური: იუან მაკგრეგორი ადასტურებს, რომ კენობი თავდაპირველად დაგეგმილი იყო როგორც ერთი ფილმი, წყარო: comingsoon.net (October 27, 2019) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი June 13, 2020)
  14. StarWars ახალი ცალკეული ფილმები გააფართოებენ ვარსკვლავური ომების გალაქტიკას StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  15. იუან მაკგრეგორი კვლავ მწვერვალზეა, რესურსი: mensjournal.com საიტზე www.mensjournal.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი July 27, 2020)
  16. 16.0 16.1 ექსკლუზიური: 'ვარსკვლავური ომების ამბების' ცალკეული ფილმების წარმოება Lucasfilm-ში შეჩერებულია, რესურსი: collider.com, წყარო: Collider (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი August 10, 2020)
  17. მზადდება 'ვარსკვლავური ომების' ობი-ვან კენობის ფილმი (ექსკლუზიური), რესურსი: hollywoodreporter.com, წყარო: The Hollywood Reporter (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი August 5, 2020)
  18. ჯოელ ეჯერტონს კვლავ სურს, ითამაშოს ძია ოუენი ობი-ვანის ფილმში, რესურსი: screenrant.com, წყარო: Screen Rant (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი February 9, 2019)
  19. ჰოსეინ ამინი საუბრობს 'ალიენისტის' წარმატებაზე', 'დრაივის' სცენარის შემუშავებასა და Disney+-ის 'ობი-ვანის' მომავალ სერიალზე (ექსკლუზიური ინტერვიუ), რესურსი: discussingfilm.net, წყარო: Discussing Film (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 23, 2020)
  20. ბობ აიგერი საუბრობს Disney-ს ნაკადოვან სერვისს, 'როზანაზე', ჯეიმზ განსა და 'ვარსკვლავური ომების' დაგეგმილ 'შეყოვნებას', ავტორი: ბელონი, მეთიუ, რესურსი: hollywoodreporter.com, წყარო: The Hollywood Reporter (September 20, 2018) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 11, 2020)
  21. Disney-ს გადააქვს 'ავატარის' გაგრძელებები და აცხადებს 'ვარსკვლავური ომების' ახალ ფილმებს, ავტორი: ლენგი, ბრენტ, რესურსი: variety.com საიტზე variety.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი July 27, 2020)
  22. ბრიტანეთის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ჯორჯ ლუკასი აპირებს გადაიღოს 'ვარსკვლავური ომების' ფილმი-განშტოება ობი-ვან კენობის შესახებ, ავტორი: ჯირაკი, ჯეიმი, რესურსი: comicbook.com საიტზე comicbook.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი August 15, 2020)
  23. დართ ვეიდერი იმსახურებს 'ვარსკვლავური ომების' განშტოებულ ფილმს (რასაც ყველა არ ეთანხმება), ავტორი: მაკმილანი, გრეიემ, რესურსი: hollywoodreporter.com საიტზე www.hollywoodreporter.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი October 28, 2019)
  24. იუან მაკგრეგორი კვლავ მწვერვალზეა, ავტორი: რეპკინი, მიკი, წყარო: Men's Journal (October 24, 2019) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი July 27, 2020)
  25. იუან მაკგრეგორმა 'მანდალორელის' გადასაღებ მოედანზე მოირგო ობი-ვანის კოსტიუმი, ავტორი: მერკანტი, ალისა, რესურსი: gamesradar.com საიტზე www.gamesradar.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი October 27, 2020)
  26. StarWars D23 Expo 2019: 8 რამ, რაც შევიტყვეთ ვარსკვლავური ომების შესახებ Disney+-ის წარდგენიდან StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  27. ექსკლუზიური: Disney+-ის 'ობი-ვანის' სერიალის წარმოება შეჩერებულია პერსონალის გაშვებით, ავტორი: ჩიტვუდი, ადამ, წყარო: Collider (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი July 14, 2020)
  28. 'ობი-ვანის' ვარსკვლავი იაუნ მაკგრეგორი უარყოფს Disney+-ის სერიალის შეფერხებას, ავტორი: ლინკოლნი, როს ა., წყარო: TheWrap (January 23, 2020) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი July 28, 2020)
  29. ობი-ვან კენობის Disney Plus-ის სერიალს ახალი სცენარისტის სახით დაემატა ჯობი ჰაროლდი (ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ), ავტორი: ოტერსონი, ჯო, წყარო: Variety (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი July 9, 2020)
  30. ობი-ვან კენობის სერიალი 2022 წელს გამოვა, კასიან ანდორის სერიალის დებიუტი კვლავ მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი, ავტორი: დრიუ, ტომ, წყარო: thedirect.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი August 7, 2020)
  31. იუან მაკგრეგორი ამბობს, რომ 'ობი-ვანის' სერიალი იქნება 'ცალკეული სეზონი' (ექსკლუზიური), ავტორი: კაილი, მერედით ბ., წყარო: Entertainment Tonight (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი September 10, 2020)
  32. იუან მაკგრეგორის თქმით, ობი-ვან კენობის Disney Plus-ის სერიალის გადაღება დაიწყება მარტში, ავტორი: შეფერი, ელიზ, წყარო: Variety (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი October 15, 2020)
  33. 33.0 33.1 33.2 33.3 StarWars დაგ ჩენგის ინტერვიუ აზიური წყნარი ოკეანის ამერიკული მემკვიდრეობის თვის შესახებ StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  34. ობი-ვანი: იუან მაკგრეგორი იმის შესახებ, თუ რატომ უხარია ვარსკვლავურ ომებში დაბრუნება, ავტორი: ტრეივისი, ბენ, წყარო: Empire (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი September 12, 2020)
  35. DisneyGallery-TheMandalorian-logo Disney-ს გალერეა: მანდალორელიტექნოლოგია
  36. იუან მაკგრეგორი საუბრობს 'ობი-ვან კენობის' სერიალის დეტალებზე 'ჰოლსტონისთვის' Emmy-ს მიღების შემდეგ: „იმედს არ გაგიცრუებთ“, ავტორი: გრობერი, მეტ, წყარო: Deadline Hollywood (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი September 19, 2021)
  37. StarWars ობი-ვან კენობის დებიუტი გაიმართება 25 მაისს Disney+-ზე StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  38. SWYTlogo ობი-ვან კენობი | ტიზერი | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
  39. ჯონ უილიამსი უბრუნდება 'ვარსკვლავური ომების' სამყაროს 'ობი-ვან კენობის' თემით (ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ), ავტორი: ბერლინგეიმი, ჯონ, წყარო: Variety (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი March 19, 2022)
  40. 40.00 40.01 40.02 40.03 40.04 40.05 40.06 40.07 40.08 40.09 40.10 40.11 40.12 40.13 40.14 40.15 40.16 40.17 40.18 40.19 40.20 40.21 40.22 40.23 40.24 40.25 40.26 40.27 40.28 Obi-Wan Kenobi new series logo ობი-ვან კენობინაწილი I, ტიტრები
  41. 41.00 41.01 41.02 41.03 41.04 41.05 41.06 41.07 41.08 41.09 41.10 41.11 41.12 Obi-Wan Kenobi new series logo ობი-ვან კენობინაწილი II
  42. 42.0 42.1 42.2 42.3 42.4 ILMlogo ობი-ვან კენობი Industrial Light & Magic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
Advertisement