ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

პო დემერონი 22 არის ოცდამეორე გამოშვება Marvel-ის კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: პო დემერონი. მასში მოთხრობილი ამბის ავტორია ჩარლზ სოული, ხოლო მხატვარი — ანხელ უნსუეტა. მოვლენები მიმდინარეობს ძალის გამოღვიძებამდე. კომიქსი გამოვიდა 2017 წლის 20 დეკემბერს[3].

შეჯამება გამომცემლობისგან[]

  • შავი ესკადრილია და გენერალი ორგანა გაერთიანდნენ მეტად გასაიდუმლოებული მისიის შესასრულებლად...
  • ...და სწორედ მათ უნდა გადაარჩინონ ლორ სან ტეკა!!
  • ამასობაში, რას ამზადებს სურალინდა?[3]

შესავალი[]

ᲜᲐᲞᲝᲕᲜᲘ ᲚᲔᲒᲔᲜᲓᲐ
ნაწილი III
პირველ ორდენსა და ახალ რესპუბლიკას შორის მშვიდობაა, მაგრამ ფარულად ცივი ომი მძვინვარებს. გენერალ ლეია ორგანას წინააღმდეგ ყველა ფრონტზე პირველი ორდენის ბოროტ მცდელობებს იგერიებს.

ორგანამ პო დემერონი შავი ესკადრილიის, X-ფრთებიანების ელიტური რაზმის წინამძღოლად დანიშნა. მათი ერთ-ერთი მიმდინარე მისიაა ლორ სან ტეკას პოვნა, ვინაიდან არსებობს ვარაუდი, რომ მკვლევარი ფლობს ორგანას დაკარგული ძმის, ჯედაი ლუკ სკაიუოკერის პოვნის გასაღებს.

ახლა შავი ესკადრილია — თავად გენერალ ორგანასთან ერთად — კეიტო-ნეიმოიდიაზე ჩავიდა, თითქოს იმ მიზნით, რომ ბარონ მაკკონის სახელგანთქმული საცავი საქმიანი მიზნით გამოეყენებინა. იქაურები არც ეჭვობენ, რომ წინააღმდეგობა პლანეტაზე სახელგანთქმული მკვლევარის გადასარჩენად ჩავიდა....

მედია[]

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

დროიდების მოდელები

მოვლენები

  • ცივი ომი
    • ლორ სან ტეკას ძიება
      • მისია კეიტო-ნეიმოიდიაზე

ადგილები

  • კოლონიები
    • კუელორის სექტორი
  • ნაბუ (მხოლოდ ხსენება)
  • გარე რგოლის ტერიტორიები (მოგონებებიდან)
    • ენდორი (მხოლოდ ხსენება)
    • სანბრას სექტორი (მოგონებებიდან)
      • ილინიუმის სისტემა (მოგონებებიდან)
        • დ'ქარი (მოგონებებიდან)
          • წინააღმდეგობის ბაზა (მოგონებებიდან)

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

შეტანილია კრებულებში[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ექსკლუზიურად: 'პო დემერონის' კომიქსის დებიუტი აპრილში, რესურსი: USA Today საიტზე www.usatoday.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი July 26, 2020)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 წინასწარი გადახედვა: ვარსკვლავური ომები: პო დემერონი #22, რესურსი: Graphic Policy საიტზე graphicpolicy.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 16, 2018)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Marvel Comics-ის 2017 წლის დეკემბრის შეთავაზებები, რესურსი: Newsarama საიტზე www.newsarama.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 17, 2019)
  4. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი განსაზღვრავს, რომ პო დემერონი შავ ესკადრილიას სათავეში ჩაუდგა ჰოსნიანის მოვლენებამდე ორი წლით ადრე. ამ კატასტროფის განვითარების პერიოდი, როგორც განსაზღვრავს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 34 იბშ. SWInsider წინააღმდეგობის გადახედვაStar Wars Insider 190 განსაზღვრავს, რომ სერიალ წინააღმდეგობის პირველი სეზონი ვითარდება ენდორის ბრძოლიდან 30 წლის შემდეგ, რაც გალაქტიკური ატლასის თანახმად, არის 34 იბშ. ვინაიდან სერიაში ვარსკვლავური ომები: პო დემერონი მოვლენები ვითარდება წინააღმდეგობაში ნაჩვენებ ამბებამდე, გამოშვების მოვლენების განვითარების დროა 32 იბშ—34 იბშ.
Advertisement