ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
მოგესალმებით ჰოლოპედიაში,
Holocron mp
ვარსკვლავური ომების სამყაროსადმი მიძღვნილ ვიკი-ენციკლოპედიაში, რომლის რედაქტირება ნებისმიერს შეუძლია. 2018 წელს დაარსებიდან დღემდე აქ დაიწერა 14 140 სტატია, ინფორმაციით ჯორჯ ლუკასის მიერ წამოწყებული სამყაროს და შემდგომში შექმნილი ფილმების, ტელესერიალების, წიგნების, კომიქსების, თამაშების, სხვა ნაწარმის, მოვლენების, პიროვნებების თუ ცნებების შესახებ. აქ შეგხვდებათ ცნობები როგორც ამჟამად კანონიკური სტატუსის მქონე, ასევე ლეგენდებში (ყოფილ ვარსკვლავური ომების გაფართოებულ სამყაროში) გადატანილი თემები. წაიკითხეთ პროექტის შესახებ ვრცლად...


Holocron FDCR
გაიკვლიეთ გზა

Sw-mp-media-collage

სად დავიწყოთ „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში გზის გაკვლევა? ფილმები მოვლენათა თანმიმდევრობის მიხედვით წარმოდგენილია დიდ სტატიაში „კანონიკური მედიის ქრონოლოგია“. ეს არის სტატია, რომელშიც ჩამოთვილია ამჟამინდელ კანონთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური მედიანაწარმი — ფილმები, სერიალების ეპიზოდები, წიგნები, კომიქსები, მოთხრობები, თამაშები და სხვა — სამყაროს შიდა მოვლენების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ Lucasfilm Ltd.-ის მანამდე ჰქონდა კანონიკურობის შემუშავების სხვა მცდელობები და ამ სიებს ეფუძნება „ლეგენდების მედიის ქრონოლოგია“.

ფილმების გარდა, როგორც უკვე ნახსენებია, პოპულარული თემაა ტელესერიალები. არსებობს მხატვრული და ანიმაციური ტელესერიალები. ვიდეოფორმატებში გამოცემული ფილმები და სერიალები მოყვარულებისთვის საყვარელ სამყაროსთან სიახლოვის დამატებითი საშუალებაა.

ტელევიზიის შემდეგ „ვარსკვლავური ომების“ სამყაროს გაფართოებაში ყველაზე დიდი წვლილი შეტანილი აქვს წიგნებს. 1976 წლიდან დღემდე გამოცემულია რომანები, სადაც აღწერილია შორეული გალაქტიკის სხვადასხვა ეპოქა. მაგრამ მათთან ხშირად გადაკვეთილია კომიქსები, რომლებიც ამჟამად უკვე არის ერთიანი ქრონოლოგიის უცვლელი ნაწილი — და ხშირად ბევრი მოვლენის უფრო მეტი სიზუსტით აღსაქმელად აუცილებელია კომიქსის წაკითხვაც. ხოლმე კომიქსებში ან წიგნებში ასახული მოვლენები განსხვავდება სხვა ნაწარმში ნაჩვენებისგან — ეს ხშირი შემთხვევაა, რომელსაც რეტროაქტიური უწყვეტობა ეწოდება. სხვადასხვა წყარო არც თუ იშვიათად ერთმანეთთან შეუთავსებად ინფორმაციას შეიცავს, რაზეც ჰოლოპედიის ამა თუ იმ სტატიაში სპეციალური შეტყობინებებია ჩასმული. სხვა მედიასთან ხშირად შეუთავსებელ ინფორმაციას შეიცავს ესა თუ ის ვიდეოთამაშიც. სხვადასხვა მედიის ქრონოლოგიები აგრეთვე დაყოფილია ცალკეულ სიებად.

ეს არის მოკლე გზამკლევი, თუ როგორ შეგიძლიათ, დაიწყოთ თქვენი გზა „ვარსკვლავური ომების“ მედიაში, რომელიც არის სამყაროს მოვლენათა შესწავლის საშუალება. ქვემოთ შეგიძლიათ, იხილოთ მარტივი მენიუ, რომელიც შეიცავს პოპულარულ თემებს.

Zygerria News issue remake
სწრაფი სარჩევი


Holocron FDCR
ეს დაგაინტერესებთ

Light of the Jedi cover

დიდებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება არის ჩარლზ სოულიკანონიკური რომანი უფროსებისთვის. იგი არის პირველი წიგნი დიდებული რესპუბლიკის გამოცემების კამპანიის სერიაში. რომანი გამოიცა Del Rey-ს მიერ, 2021 წლის 5 იანვარს.

წიგნის მოვლენები ვითარდება ფარულ მუქარამდე ორი საუკუნით ადრე. სიუჟეტის მიხედვით, ჯედაი ევარ კრისი და ჯედაების ორდენის სხვა წევრები კოსმოსურ მაროდიორებს, ნიჰილებს ებრძვიან. ვრცლად...

AncientJediTexts-SW100Objects
ისტორიიდან…


Advertisement