სად დავიწყოთ „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში გზის გაკვლევა? ფილმები მოვლენათა თანმიმდევრობის მიხედვით წარმოდგენილია დიდ სტატიაში „კანონიკური მედიის ქრონოლოგია“. ეს არის სტატია, რომელშიც ჩამოთვილია ამჟამინდელ კანონთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური მედიანაწარმი — ფილმები, სერიალების ეპიზოდები, წიგნები, კომიქსები, მოთხრობები, თამაშები და სხვა — სამყაროს შიდა მოვლენების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ Lucasfilm Ltd.-ის მანამდე ჰქონდა კანონიკურობის შემუშავების სხვა მცდელობები და ამ სიებს ეფუძნება „ლეგენდების მედიის ქრონოლოგია“.
ფილმების გარდა, როგორც უკვე ნახსენებია, პოპულარული თემაა ტელესერიალები. არსებობს მხატვრული და ანიმაციური ტელესერიალები. ვიდეოფორმატებში გამოცემული ფილმები და სერიალები მოყვარულებისთვის საყვარელ სამყაროსთან სიახლოვის დამატებითი საშუალებაა.
ტელევიზიის შემდეგ „ვარსკვლავური ომების“ სამყაროს გაფართოებაში ყველაზე დიდი წვლილი შეტანილი აქვს წიგნებს. 1976 წლიდან დღემდე გამოცემულია რომანები, სადაც აღწერილია შორეული გალაქტიკის სხვადასხვა ეპოქა. მაგრამ მათთან ხშირად გადაკვეთილია კომიქსები, რომლებიც ამჟამად უკვე არის ერთიანი ქრონოლოგიის უცვლელი ნაწილი — და ხშირად ბევრი მოვლენის უფრო მეტი სიზუსტით აღსაქმელად აუცილებელია კომიქსის წაკითხვაც. ხოლმე კომიქსებში ან წიგნებში ასახული მოვლენები განსხვავდება სხვა ნაწარმში ნაჩვენებისგან — ეს ხშირი შემთხვევაა, რომელსაც რეტროაქტიური უწყვეტობა ეწოდება. სხვადასხვა წყარო არც თუ იშვიათად ერთმანეთთან შეუთავსებად ინფორმაციას შეიცავს, რაზეც ჰოლოპედიის ამა თუ იმ სტატიაში სპეციალური შეტყობინებებია ჩასმული. სხვა მედიასთან ხშირად შეუთავსებელ ინფორმაციას შეიცავს ესა თუ ის ვიდეოთამაშიც. სხვადასხვა მედიის ქრონოლოგიები აგრეთვე დაყოფილია ცალკეულ სიებად.
ეს არის მოკლე გზამკლევი, თუ როგორ შეგიძლიათ, დაიწყოთ თქვენი გზა „ვარსკვლავური ომების“ მედიაში, რომელიც არის სამყაროს მოვლენათა შესწავლის საშუალება. ქვემოთ შეგიძლიათ, იხილოთ მარტივი მენიუ, რომელიც შეიცავს პოპულარულ თემებს.
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება, დისტრიბუციაში ცნობილი როგორც ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება, არის 2019 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია ჯ.ჯ. აბრამსი, ხოლო სცენარის ავტორები — აბრამსი და კრის ტერიო. იგი არის რიგით მესამე და უკანასკნელი ფილმი ვარსკვლავური ომების გაგრძელების ტრილოგიაში. ფილმის პროდიუსერია Lucasfilm-ის პრეზიდენტი კეთლინ კენედი. სურათში გაგრძელდა აბრამსის მიერ გადაღებულ 2015 წლის ძალის გამოღვიძებაში და რაიან ჯონსონის 2017 წლის უკანასკნელ ჯედაიში განვითარებული ამბავი. თავად Lucasfilm სკაიუოკერის აღზევებას უწოდებს სკაიუოკერების საგის უკანასკნელ ფილმს. ვრცლად...
რესპუბლიკის დაცემამდე იყო დიდებული რესპუბლიკა...
ფარული მუქარის მოვლენებამდე რამდენიმე ასწლეულით ადრე რესპუბლიკას მძიმე დრო დაუდგა — ნიჰილმა მაროდიორებმა, რომლებმაც მავნებლური თავდასხმებით დაიწყეს, რესპუბლიკის მთავარი დარაჯების, ჯედაების წინააღმდეგ, გამოიყენეს მოულოდნელი იარაღი, რამაც რესპუბლიკა საგონებელში ჩააგდო და მის დაქვემდებარებაში არსებული გარკვეული რეგიონებიც კი წაართვა. სითები უკვე დიდი ხნის წინ გაუჩინარდნენ, მაგრამ ამ მოულოდნელი დარტყმებით გალაქტიკის რასების წარმომადგენლებში ეჭვი დაიბადა, იყო თუ არა რესპუბლიკა ქმედითუნარიანი და შეეძლო თუ არა მათი დაცვა? ვიღაცამ ახალი მხარე აირჩია. ვიღაც — რესპუბლიკის ერთგული დარჩა.
პროექტი ვარსკვლავური ომები: დიდებული რესპუბლიკა, რომელიც 2021 დაიწყო, ძირითადად არის მრავალი მწერლის ერთობლივი ნამუშევარი. ისინი ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობენ სხვადასხვა რომანზე, კომიქსზე, მოთხრობასა თუ სხვა მედიანაწარმზე, რომელთაგან ყოველი ერთმანეთს პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება და არის ან ძირითადი სიუჟეტის ნაწილი, ან დამატებითი მასალა, რომელიც ეპოქის მოვლენებს უფრო განავრცობს.
დიდებული რესპუბლიკა არის ვარსკვლავური ომების ძირითადი საგისგან განცალკევებით არსებული ციკლი, რომელსაც, მიუხედავად ამისა, გავლენა ექნება მომავალში გამოსული მედიანაწარმის სიუჟეტურ დეტალებზე.
- 1946 – დაიბადა ტიმ კარი.
- 1960 – დაიბადა ტერილ უიტლახი.
- 1978 – გამოიცა ვარსკვლავური ომები: ყოველკვირეული გამოშვება 11.
- 1981 – დაიბადა ჰეიდენ კრისტენსენი.
- 1986 – გამოიცა ჯედაის დაბრუნება: ყოველკვირეული გამოშვება 148.
- 2000 – გამოიცა ჩუბაკა (2000) 4.
- 2002 – გამოიცა Star Wars Gamer 10.
- 2003 – გამოიცა უცხომიწელთა სრული ანთოლოგია.
- 2017 – გამოიცა პო დემერონი 13.
- 2019 – YouTube-ზე გამოქვეყნდა პრინცესა ლეია — მოულოდნელი მეგობარი.
- 2022 – ჯავა და როდიანი გამოვიდა Star Wars Kids-ის YouTube-ის არხზე.
- 2023– Disney+-ზე გამოვიდა ტელესერიალ მანდალორელის ეპიზოდი თავი 24: დაბრუნება.
- 2023 – გამოიცა სანა სტაროსი 3.
- 2023 – გამოიცა იოდა 6.
- 2023 – გამოიცა დიდებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: უსახელო საშინელება 2.