სად დავიწყოთ „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში გზის გაკვლევა? ფილმები მოვლენათა თანმიმდევრობის მიხედვით წარმოდგენილია დიდ სტატიაში „კანონიკური მედიის ქრონოლოგია“. ეს არის სტატია, რომელშიც ჩამოთვილია ამჟამინდელ კანონთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური მედიანაწარმი — ფილმები, სერიალების ეპიზოდები, წიგნები, კომიქსები, მოთხრობები, თამაშები და სხვა — სამყაროს შიდა მოვლენების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ Lucasfilm Ltd.-ის მანამდე ჰქონდა კანონიკურობის შემუშავების სხვა მცდელობები და ამ სიებს ეფუძნება „ლეგენდების მედიის ქრონოლოგია“.
ფილმების გარდა, როგორც უკვე ნახსენებია, პოპულარული თემაა ტელესერიალები. არსებობს მხატვრული და ანიმაციური ტელესერიალები. ვიდეოფორმატებში გამოცემული ფილმები და სერიალები მოყვარულებისთვის საყვარელ სამყაროსთან სიახლოვის დამატებითი საშუალებაა.
ტელევიზიის შემდეგ „ვარსკვლავური ომების“ სამყაროს გაფართოებაში ყველაზე დიდი წვლილი შეტანილი აქვს წიგნებს. 1976 წლიდან დღემდე გამოცემულია რომანები, სადაც აღწერილია შორეული გალაქტიკის სხვადასხვა ეპოქა. მაგრამ მათთან ხშირად გადაკვეთილია კომიქსები, რომლებიც ამჟამად უკვე არის ერთიანი ქრონოლოგიის უცვლელი ნაწილი — და ხშირად ბევრი მოვლენის უფრო მეტი სიზუსტით აღსაქმელად აუცილებელია კომიქსის წაკითხვაც. ხოლმე კომიქსებში ან წიგნებში ასახული მოვლენები განსხვავდება სხვა ნაწარმში ნაჩვენებისგან — ეს ხშირი შემთხვევაა, რომელსაც რეტროაქტიური უწყვეტობა ეწოდება. სხვადასხვა წყარო არც თუ იშვიათად ერთმანეთთან შეუთავსებად ინფორმაციას შეიცავს, რაზეც ჰოლოპედიის ამა თუ იმ სტატიაში სპეციალური შეტყობინებებია ჩასმული. სხვა მედიასთან ხშირად შეუთავსებელ ინფორმაციას შეიცავს ესა თუ ის ვიდეოთამაშიც. სხვადასხვა მედიის ქრონოლოგიები აგრეთვე დაყოფილია ცალკეულ სიებად.
ეს არის მოკლე გზამკლევი, თუ როგორ შეგიძლიათ, დაიწყოთ თქვენი გზა „ვარსკვლავური ომების“ მედიაში, რომელიც არის სამყაროს მოვლენათა შესწავლის საშუალება. ქვემოთ შეგიძლიათ, იხილოთ მარტივი მენიუ, რომელიც შეიცავს პოპულარულ თემებს.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები (აგრეთვე ცნობილი როგორც ვარსკვლავური ომები: კლონების ომი, ვარსკვლავური ომები: კლონების ომები და ვარსკვლავური ომები: კლონური ომები) არის ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი. მისი მოვლენები ვითარდება ვარსკვლავური ომების წინაისტორიის ტრილოგიის ფილმების, კლონების შეტევის და სითების შურისძიების შუალედში. თავდაპირველად სერიალის ჩვენება მიმდინარეობდა 2008–2014 წლებში, ხუთი სეზონის განმავლობაში. მოკლე, მეექვსე სეზონი, გამოვიდა 2014 წელს, Netflix-ზე. ვრცლად...
- 1946 – დაიბადა ტიმ კარი.
- 1960 – დაიბადა ტერილ უიტლახი.
- 1978 – გამოიცა ვარსკვლავური ომები: ყოველკვირეული გამოშვება 11.
- 1981 – დაიბადა ჰეიდენ კრისტენსენი.
- 1986 – გამოიცა ჯედაის დაბრუნება: ყოველკვირეული გამოშვება 148.
- 2000 – გამოიცა ჩუბაკა (2000) 4.
- 2002 – გამოიცა Star Wars Gamer 10.
- 2003 – გამოიცა უცხომიწელთა სრული ანთოლოგია.
- 2017 – გამოიცა პო დემერონი 13.
- 2019 – YouTube-ზე გამოქვეყნდა პრინცესა ლეია — მოულოდნელი მეგობარი.
- 2022 – ჯავა და როდიანი გამოვიდა Star Wars Kids-ის YouTube-ის არხზე.
- 2023– Disney+-ზე გამოვიდა ტელესერიალ მანდალორელის ეპიზოდი თავი 24: დაბრუნება.
- 2023 – გამოიცა სანა სტაროსი 3.
- 2023 – გამოიცა იოდა 6.
- 2023 – გამოიცა დიდებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: უსახელო საშინელება 2.