ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

რა თქმა უნდა, თავდაპირველად ვიღაცამ ქარხანაში ამაწყო, მერე კი ვიღაცამ დამაპროგრამა, ასე ვთქვათ. მაგრამ შემდეგ უკვე გალაქტიკამ მაქცია ასეთად. იმიტომ, რომ ვსწავლობთ, ლენდო. დაპროგრამებულნი ვართ, ვისწავლოთ. ანუ ვიზრდებით. ვიზრდებით შექმნის იმ მომენტიდან, ვიქცევით ახლებად სიცოცხლის ყოველი ჟამის ცვლასთან—ჰო, სიცოცხლის—და შემომხედე: ამ ნაწილებს. ჩემი გაკეთებულია. ამიტომ, როდესაც „შემქმნელს“ ვახსენებთ, ვგულისხმობთ მთლიან გალაქტიკას ან, უბრალოდ, საკუთარ თავს. განურჩევლად იმისა, თუ ვინ აგვაწყო, შესაძლოა, საკუთარი თავის შემქმნელები ვართ.
― L3-37 და ლენდო კალრისიანის საუბრიდან[4]

L3-37, შემოკლებით L3 ან ელსამი იყო მდედრობითი დაპროგრამების პერსონალიზირებული პილოტი დროიდი, რომელიც მუშაობდა ლენდო კალრისიანთან გალაქტიკური იმპერიის პერიოდში. იგი უნიკალური მოდელი იყო, რომელიც საკუთარ თავს ამატებდა სხვა დროიდების ნაწილებს და ამით სრულყოფდა. ნაწილებს შორის იყო მისი ტანის ძირითადი ნაწილი, რომელიც უწინ ასტრომექანიკურ დროდის ეკუთვნოდა. ტვინის მოდული აღებული იყო სერია R3-ის ასტრომექანიკოსი დროიდისგან. იგი იყენებდა ჯაშუში დროიდის მონაცემებს, მორგებულ კოდირებას და პროტოკოლური დროიდის პროცესორებს.

L3, აწყობილი მეორადი პროტოკოლური დეტალებისგან, იყო შესანიშნავი ნავიგატორიც.[6] მის ინტერესს წარმოადგენდა დროიდების უფლებების სფერო,[4][6] რასაც, საბოლოოდ, თავი შესწირა.[2]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: ოფიციალური ცნობარი განსაზღვრავს, რომ მოვლენები ფილმში სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი, სადაც ასახულია დროიდის მწყობრიდან გამოყვანა, ვითარდება გალაქტიკური იმპერიის დაარსებიდან 9 წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ იმპერიის დაარსების წელია 19 იბ, რაც ნიშნავს, რომ სოლოს მოვლენათა განვითარების დროა 10 იბ.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
  3. 3.0 3.1 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: ოფიციალური ცნობარი
  4. 4.0 4.1 4.2 უკანასკნელი გასროლა
  5. ძველი მეგობრის რწმენა — გარკვეული თვალსაზრისით: იმპერიის საპასუხო შეტევა
  6. 6.0 6.1 StarWars-DatabankII L3-37 Databank-ში (არქივის ბმული)
Advertisement