ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეია (მრავალმნიშვნელოვანი).
Qicon
ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს აღწერენ ბნელი დროიდები 1 და მოძრავი სამიზნე: პრინცესა ლეიას თავგადასავალი.
Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

ლეია სკაიუოკერი ორგანა სოლო იყო ძალისადმი მგრძნობიარე ქალი, პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელი, რომელიც იმპერიული ეპოქის დროს რესპუბლიკის აღდგენის ალიანსში შედიოდა, ხოლო ახალი რესპუბლიკის ეპოქაში ახალი რესპუბლიკის მთავრობის და წინააღმდეგობის სულისჩამდგმელი და მეთაური იყო. როგორც ორგანას სახლის, ალდერაანული სამეფო ოჯახის ნაშვილები, იგი იყო ალდერაანის, ცენტრალური სამყაროებიპლანეტის პრინცესა ლეია ორგანა, ცნობილი მშვიდობისკენ სწრაფვით. იგი აღიზარდა სენატორ ბეილ პრესტორ ორგანას და მისი ცოლის, დედოფალ ბრეჰა ორგანას მიერ და ალდერაანული მონარქიის მემკვიდრეც იყო. მშობლიური სამყაროს ფასეულობებით შთაგონებულმა ლეიამ მთელი ცხოვრება მიუძღვნა ავტორიტარული რეჟიმების (მაგალითად, გალაქტიკური იმპერიის და პირველი ორდენის) დემოკრატიით ჩანაცვლებას.

ლეია ამიდალა სკაიუოკერი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 19 წელს. მისი მშობლები იყვნენ რაინდი ჯედაი ანაკინ სკაიუოკერი და ნაბუს სენატორი პადმე ამიდალა. გოგონა კლონების ომების დასრულების შემდეგ დაიბადა — იმ დროისთვის ჯედაების ორდენი წევრთა დიდი ნაწილი განადგურდა, ხოლო გალაქტიკური რესპუბლიკა გარდაიქმნა გალაქტიკურ იმპერიად. დედა შეეწირა მშობიარობას, ხოლო მამა ძალის ბნელ მხარეს გადავიდა, ამიტომ ლეია და მისი ტყუპი ძმა ლუკ სკაიუოკერი სით ლორდებს, დართ სიდიუსს და დართ ვეიდერს დაუმალეს. როგორც პოლიტიკოსის ნაშვილებმა, ლეია ორგანამ წლების შემდეგ იმპერიულ სენატში ბეილის ადგილი დაიკავა, თუმცა იგი ფარულად ეხმარებოდა აჯანყებას. გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს ალდერაანი და მისი მოსახლეობა განადგურდნენ იმპერიის მობილური საბრძოლო სადგურ სიკვდილის ვარსკვლავ სვ-1-ის მიერ, რასაც მოჰყვა ორგანას, როგორც აჯანყებულთა ალიანსის ხელმძღვანელის, ახალ წესრიგთან ღია დაპირისპირება.

ენდორის ბრძოლის შემდეგ ორგანამ იქორწინა კორელიელ კონტრაბანდისტ ჰან სოლოსთან და მცირე დროის განმავლობაში, როგორც ძმის შეგირდი, ეუფლებოდა ჯედაების ხელოვნებას. იმპერიის კაპიტულაციის დღეს, იავინის ბრძოლიდან 5 წელს, მას ეყოლა შვილი, ბენ სოლო. პირადი და პოლიტიკური ცხოვრება შემდგომ წლებში რთულად წარიმართა — ბენი, ისევე, როგორც მისი წინაპარი, ძალის ბნელ მხარეს გადავიდა და „კაილო რენი“ დაირქვა, ხოლო გალაქტიკურ სენატში ორგანას კარიერა ჩაიშალა. გენერლის სამხედრო რანგით ლეია ცივი ომის დროს წინააღმდეგობას წინამძღოლობდა და ცდილობდა ბენთან კავშირის აღდგენას. მიუხედავად მისი მცდელობებისა, პირველმა ორდენმა გაანადგურა ახალი რესპუბლიკა, ხოლო მისი ქმარი იავინის ბრძოლიდან 34 წელს თავად რენმა მოკლა. ორგანა წინააღმდეგობის სათავებში კვლავ იდგა პირველ ორდენთან ომის დროს, თუმცა ამავე დროს, ლუკისგან მიღებული ცოდნით, ეხმარებოდა რეის — ძალისადმი მგრძნობიარე ჯართის შემგროვებელ ჯაკუდან, რომელიც თავის თავს მომავალში ხედავდა როგორც ჯედაის.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას ორგანა შორეული მანძილიდან მიწვდა შვილს და ძალის ნათელ მხარეს იხმო. მას შემდეგ, რაც იგი იავინის ბრძოლიდან 35 წელს აჯან-კლოსზე აღესრულა, წინააღმდეგობამ ექსეგოლზე დაამარცხა გაცოცხლებული დართ სიდიუსის მარადიული სითებიძალები. ამას გალაქტიკის მასშტაბით მოჰყვა ამბოხი პირველი ორდენის წინააღმდეგ. ლეიას, სამი სხვადასხვა წრის წარმომადგენლის მემკვიდრეებად იქცნენ რეი, რომელმაც სკაიუოკერის გვარი აირჩია, წინააღმდეგობის მეთაური პო დემერონი და ბენ სოლო, მისი ერთადერთი შვილი, რომელიც ნათელ მხარეს დაუბრუნდა და რეისთვის თავი გასწირა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 StarWars პრინცესა ლეია ორგანა Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  2. StarWars აჯანყებულების შესახებ: ლოთალის ალყის შექმნა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  3. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ სკაიუოკერის აღზევების მოვლენები ვითარდება ძალის გამოღვიძებიდან ერთი წლის შემდეგ. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი აღნიშნავს, რომ ძალის გამოღვიძება ვითარდება იავინის ბრძოლიდან 34 წლის შემდეგ, სკაიუოკერის აღზევების მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 35 წელს.
  5. 5.0 5.1 5.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 StarWars-DatabankII პრინცესა ლეია ორგანა Databank-ში (არქივის ბმული)
  7. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
  8. ვარსკვლავური ომები: პირისპირ
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  10. 10.0 10.1 10.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  12. 12.0 12.1 12.2 მოდგმა
  13. 13.0 13.1 13.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  14. ლეია, ალდერაანის პრინცესა
  15. აჯანყების განთიადი
  16. ვარსკვლავური ომები (2015) 2
  17. 17.0 17.1 მოძრავი სამიზნე: პრინცესა ლეიას თავგადასავალი
  18. ვარსკვლავური ომების წიგნი
  19. შედეგები
  20. უკანასკნელი გასროლა
Advertisement