- „რამდენ გამოუკვლეველ პლანეტაზე ყოფილხარ?“
„ვინ მოთვლის? ამიტომ მჭირდება მელი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში შეგროვებული ლეგენდები შეინახოს.“ - ―ომეგა და ფი ჯინოა
MEL იყო კვების დროიდი, რომელსაც ფლობდა მეკობრე ფი ჯინოა. იავინის ბრძოლამდე 19 წელს, ერთ-ერთი აღდგენის შემდეგ, როგორც MEL-221, იგი ჯინოასთან და კლონების რაზმ 99-თან ერთად ასრულებდა მისიას კალდარის სამმაგი სისტემის პლანეტაზე.
დროიდი განადგურდა სკარა-ნალის მოსიარულის მიერ. თუმცა, ჯინოას ეს არ აწუხებდა, ვინაიდან იგი ფლობდა დროიდის მეხსიერების ასლს და მისი ნებისმიერ დროს აღდგენა შეეძლო. მოგვიანებით აღდგენილი ვარიანტი ჯინოას ემსახურებოდა როგორც MEL-222.
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ჩაფლული (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — კრიტიკული წერტილი
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ჯაგერნაუტი
წყაროები[]
- Marvel-ის სანა სტაროსის პირველი შეთვალიერება, Star Wars Celebration-ის ცნობილი სტუმრები და სხვა! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული) (გამოქვეყნებული StarWars.com-ზე)
- ჩაფლული – ეპიზოდების ცნობარი – უვარგისი პარტია StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- MEL Databank-ში (არქივის ბმული) (პირველად ნახსენები როგორც MEL-222)
- MEL-221 Databank-ში (ბმული მოძველებულია; შიგთავსი ხელმისაწვდომია მხოლოდ გვერდის ძველ ვერსიაში: არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ. ამაზე გვითითებს შემდეგი მტკიცებულება: ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია იწყება ბრძანება 66-ის შესრულებით. ამ მოვლენის თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 19 იბ. გარდა ამისა, უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდში ჭეშმარიტება და შედეგები ნაჩვენებია შტორმტრუპერთა კორპუსის ოფიციალური ჩამოყალიბება. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული უთითებს, რომ კორპუსი დაარსდა იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე (რაც ქრონოლოგიების თანახმად, არის იგივე, რაც 19 იბ), ვასკვნით, რომ კორპუსის დაარსების წელია 19 იბ. ამრიგად, ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ.. მეთორმეტე ეპიზოდში (ავანპოსტი) ირკვევა, რომ გალაქტიკურმა იმპერიამ მეიდეის რაზმი ბარტონ IV-ზე მიავლინა ერთი წლით ადრე. ეს ნიშნავს, რომ იმპერიული ეპოქა ერთი წლის ადრე დაიწყო. ამ ეპიზოდში, როგორც ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, მოვლენათა განვითარების დროა 18 იბ. ამრიგად, ნაალაფევიდან ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები ყველას მოვლენის განვითარების დროა 19 იბ, გადასასვლელიდან გარდაქმნამდე მოვლენათა განვითარების დროა დაახლოებით 19—18 იბ, ხოლო ავანპოსტიდან მოყოლებული — უკვე 18 იბ.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ჩაფლული
- ↑ 3.0 3.1 MEL Databank-ში (არქივის ბმული)
სხვა ენებზე