Marvel Comics-ის იმპერიის საპასუხო დარტყმის ილუსტრირებული ვერსია არის რბილყდიანი კრებული, რომელშიც შეტანილია Marvel-ის ვარსკვლავური ომების #39-44-ე გამოშვებები. იგი გამოიცა 1980 წლის მაისში.
კრებულში შეტანილ კომიქსებში ადაპტირებულია ფილმი ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა. ამ გამოშვების გარეკანი აგრეთვე გამოყენებულია კომიქსებზე Marvel Super Special 16: იმპერიის საპასუხო დარტყმა და Marvel-ის სპეციალური გამოცემა 2: იმპერიის საპასუხო დარტყმა.
ვინაიდან ეს გამოშვება გამოიცა ფილმზე მუშაობის დასრულებამდე, იოდას დიზაინი ამ ვერსიაში ეფუძნება რალფ მაკკუორის ადრეულ დიზაინს. სინამდვილეში, იოდას საბოლოო დიზაინი არ იყო ცნობილი ფილმის გამოსვლამდე და მხატვრებს, უილიამსონსა და გარსონს, ჰქონდათ წვდომა მხოლოდ ადრეულ ვარიანტზე. კომიქსის უფრო გვიანდელ გამოცემებში გამოყენებულია იოდას დასრულებული დიზაინი.
მედია[edit | edit source]
გამოცემები[edit | edit source]
- ISBN 9780960414604; 1 მაისი, 1980; Marvel Comics; აშშ, რბილი ყდა[1]
შეტანილი გამოშვებები[edit | edit source]
- ვარსკვლავური ომები 39: იმპერიის საპასუხო დარტყმა: დასაწყისი
- ვარსკვლავური ომები 40: იმპერიის საპასუხო დარტყმა: ბრძოლის ველი — ჰოთი
- ვარსკვლავური ომები 41: იმპერიის საპასუხო დარტყმა: იმპერიული დევნა
- ვარსკვლავური ომები 42: იმპერიის საპასუხო დარტყმა: იყო ჯედაი
- ვარსკვლავური ომები 43: იმპერიის საპასუხო დარტყმა: ღალატი ბესპინზე
- ვარსკვლავური ომები 44: იმპერიის საპასუხო დარტყმა: დუელი ბნელ ლორდთან
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
- ↑ 1.0 1.1
ვარსკვლავური ომები: Marvel Comics-ის იმპერიის საპასუხო დარტყმის ილუსტრირებული ვერსია Amazon.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑ მკითხველის ძირითადი ცნობარი განსაზღვრავს, რომ იმპერიის საპასუხო დარტყმის მოვლენათა განვითარების დროა 3 იბშ.