- «გმადლობ, რომ ეს მიამბე. ვიცი, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ ომის ისტორიები მნიშვნელოვანია. ხოლმე მგონია, რომ ჩემი ბედისწერაა—ვხედავდე, ვარსებობდე, დავინახო მოძრავი, განვითარებადი გალაქტიკა. კვლავ და კვლავ მემართება—მაგრამ მაინც, ყველაფერს ვერ ვხედავ. ასე, რომ ისტორიების მოსმენა მომწონს. ჩაწერა.»
- ― R2-D2 BB-8-ს
R2-D2 (არტუ-დიტუ) იყო სერია R2-ის ასტრომექანიკოსი დროიდი, შექმნილი სამრეწველო ავტომატების მიერ მამრობითი დაპროგრამებით. ამ ჭკვიანი, მამაცი დროიდისთვის, რომელსაც მრავალი პატრონი ჰყოლია, მეხსიერება ბოლომდე არასოდეს წაუშლიათ (ერთადერთი გამონაკლისით, როდესაც სენატის მძევლების კრიზისის ზოგიერთი რამ კედ ბეინმა ამოშალა). მას აგრეთვე არასოდეს მიუღია განახლებული დაპროგრამება. ასეთმა ფაქტორებმა განაპირობეს მისი თავგადასავლებისადმი და დამოუკიდებლობისადმი წინსწრაფვა. გალაქტიკურ ისტორიაში მრავალი გადამწყვეტი როლით მას, გაბედულობით და გამჭრიახობით, გალაქტიკა არაერთხელ გადაურჩენია.
თავდაპირველად ნაბუს დედოფალ ამიდალასთან მსახურობით, იგი გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში რაინდი ჯედაი ანაკინ სკაიუოკერის მფლობელობაში იყო და კლონების ომების დროს ხშირად ახლდა პროტოკოლური დროიდი C-3PO. მას შემდეგ, რაც სკაიუოკერი ძალის ბნელ მხარეს გადავიდა, დროიდი ემსახურებოდა სენატორ ბეილ ორგანას, სანამ უკანასკნელი იმპერიული სენატის შემადგენლობაში შედიოდა. გალაქტიკური რესპუბლიკის განადგურებიდან 19 წლის შემდეგ R2-D2-მა მნიშვნელოვანი წლილი შეიტანა აჯანყებულთა ალიანსის მიერ იმპერიის სუპერიარაღ სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებაში, სადგურის ტექნიკური დეტალების აჯანყებულთა ალიანსისთვის გადაცემით. რაინდ ჯედაი ლუკ სკაიუოკერთან, გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდის მისი ორი პატრონის შვილთან მსახურობისას დროიდი მონაწილეობდა როგორც ჰოთის, ასევე ენდორის ბრძოლებში. იგი ესწრებოდა წინა სადგურის განადგურებიდან ოთხი წლის შემდეგ მეორე სადგურის განადგურებას.
შემდგომი 30 წლის განმავლობაში R2 ლუკს ახლდა მისი ჯედაების ორდენის აღდგენის მცდელობის ჩაშლამდე, იავინის ბრძოლიდან 28 წლამდე. ლუკის გაუჩინარების პერიოდში მან საკუთარი თავი გამორთო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი თაობის ასტრომექანიკოსი დროიდები მას ტექნიკურად წინ უსწრებდნენ. წინააღმდეგობაში ყოფნისას იგი უბრალოდ იდგა და იხსენებდა არსებობის საუკეთესო წლებს.
ბაზა სტარკილერის ბრძოლის შემდეგ გამოღვიძებას მოჰყვა დროიდის გამგზავრება ძალისადმი მგრძნობიარე ჯართის შემგროვებელ რეისთან ერთად, კუნძულ აქ-ტოზე, სადაც R2-D2 კვლავ შეხვდა ძველ პატრონს, ლუკს. იგი წინააღმდეგობას კვლავ ეხმარებოდა, დაჰყვებოდა რა C-3PO-ს პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომის პერიოდში, რაც დასრულდა ექსეგოლის ბრძოლაში გალაქტიკური ძალების ალიანსის გამარჯვებით.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
არაკანონიკური წყაროები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აირჩიე მხარე: ნაჯღაბნების სათამაშო წიგნი
LEGO Star Wars (პრომოსასაჩუქრო კომპლეტი: 4002019 Christmas X-Wing)LEGO Star Wars Summer Vacation | Official Trailer | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
LEGO Star Wars Summer Vacation: A Vacation Adventure Clip ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
20 Easter Eggs from LEGO Star Wars Summer Vacation StarWars.com-ზე (არქივის ბმული)- ვარსკვლავური ომები: ხედვები: მხატვრობა