ეს სტატია აღწერს საკითხს, რომელიც ითვლება კანონიკურად.ამ სტატიის თემა არსებობს ნამდვილ სამყაროში ან შეესაბამება მას.
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია 2015 წლის მობილური თამაში. იხილეთ აგრეთვე ფლეშ-თამაში Galaxy of Heroes.

Star Wars: Galaxy of Heroes (SW:GoH) არის Electronic Arts-ის მობილური თამაში, რომელიც გამოვიდა 2015 წლის 24 ნოემბერს. მისი გამოსვლის შესახებ პირველად ცნობილი გახდა იმავე წლის 15 ივნისს, Electronic Entertainment Expo-ზე გამართულ EA-ს პრესკონფერენციაზე.[1]

თამაშში ჩნდებიან პერსონაჟები წინაისტორიის, ორიგინალური და გაგრძელების ტრილოგიებიდან, ტელესერიალებიდან ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები და ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები და ანთოლოგური ფილმებიდან განდევნილი ერთი და სოლო. მოთამაშს შეუძლია მათი ამ თამაშში ბრძოლისას გამოყენება[1].

თავისი ზოგადი მახასიათებლების გამო, Galaxy of Heroes არ ითვლება კანონიკურად[3] თუმცა, რესურსი Wookieepedia მას იყენებს კანონიკური წყაროს სახით. არაკანონიკურ ხასიათს თამაშ აგრეთვე ანიჭებს ვარსკვლავური ომების ლეგენდების პერსონაჟების გამოყენებაც, მაგალითად, სერიიდან Knights of the Old Republic. ასეთებია რევანი, ბასტილა შანი, მრჩეველი ჯედაი, სითების მოიერიშე, სითი მაროდიორი და სითი მკვლელი.

შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Star Wars: Galaxy of Heroes-ის ანონსი. EA.com (15 ივნისი, 2015). არქივირებულია პირველწყაროდან, დრო: November 22, 2015. მოძიებულია: June 15, 2015.
  2. StarWars.com როგორ გავხდეთ ჰოლომაგიდების ოსტატი თამაშში Star Wars: Galaxy of Heroes StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  3. TwitterLogo.svg პაბლო ჰიდალგო (@pablohidalgo) Twitter-ზე: "არ ვფიქრობ. Galaxy of Heroes არის ძალიან მეტა / საცერის / "რაც-გინდა-ის-აკეთე" ტიპის თამაში. რაც მას უფრო სახალისოდ აქცევს." (ეკრანის ანაბეჭდი)

ბმულები[edit | edit source]

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.