Star Wars: Republic Commando არის ვარსკვლავური ომების პირველი პირის მსროლელის ჟანრის კომპიუტერული და ვიდეოთამაში. აშშ-ში იგი გამოიცა 2005 წლის 28 თებერვალს. LucasArts-მა თამაში თავდაპირველად შეიმუშავა Windows-ის და Xbox-ის სისტემებისთვის. 2021 წლის 6 აპრილს Nintendo Switch-ისთვის და PlayStation 4-ისთვის გამოვიდა პორტირებული ავრიანტი. თამაში აგრეთვე წარმოდგენილია PlayStation 5-ის, Xbox 360-ის, Xbox One-ის და Xbox Series X-ის პლატფორმებზე. Republic Commando აგებულია Epic Games-ის ძრავა Unreal Engine-ზე.
სიუჟეტურად თამაში წარმოადგენდა კლონების შეტევის და სითების შურისძიების დამაკავშირებელ ნაწარმს. შემქმნელთა თქმით, რომანები და ფილმები ჯედაების თვალთახედვით მიმდინარეობს, ხოლო თამაშში ყველაფერი დანახულია სამხედროთა მიერ.
კრებულები[]
- Star Wars: The Best of PC
შენიშვნები და სქოლიო[]
დამატებითი ბმულები[]
- Star Wars: Republic Commando ვიკიპედიაში
- Star Wars: Republic Commando MobyGames-ზე (არქივის ბმული)
- Star Wars: Republic Commando Internet Movie Database-ში