ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

Star Wars: Secrets of the Empire არის ადგილმდებარეობაზე დამოკიდებული ვირტუალური რეალობის ფორმატის ატრაქციონი, შემუშავებული ILMxLAB-ის მიერ, დეივიდ ს. გოიერის ტექსტის მიხედვით, The Void-ისთვის. 2017 წლის 16 დეკემბერს იგი ხელმისაწვდომი გახდა ორლანდოში. 2018 წლის 5 იანვარს პროექტი ამოქმედდა ანაჰაიმში[2]. იმავე დღიდან, რაც იგი ორლანდოში გამოჩნდა, ლონდონში, დროებით, თორმეტი კვირის განმავლობაში ხელმისაწვდომი გახდა. ამჟამად თამაში ხელმისაწვდომია მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა პლატფორმაზე.

პროექტში მომხმარებელს შეუძლია, შეიგრძნოს საკუთარი თავი აჯანყებულთა როლში, რომელმაც შტურმტრუპერის ფორმაში უნდა შეაღწიოს მუსტაფარზე მდებარე იმპერიულ შენობაში.

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 StarWars ჰიპერრეალური Star Wars: Secrets of the Empire გამოჩნდება მომავალ სადღესასწაულო სეზონზე StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 StarWars ცნობილია ILMxLAB-ის და The Void-ის Star Wars: Secrets Of The Empire-ის რგოლი და დეტალები StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  3. მონ მოთმა, ნახსენები ატრაქციონზე, მონაწილეობდა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის ჩამოყალიბებაში არქეონის ნისლეულში შეტაკების შემდეგ. ვარსკვლავური ომები: ფრონტის წინა ხაზებზე უთითებს, რომ ამ შეტაკების თარიღია 2 იბ. ვინაიდან აქვე ჩნდება K-2SO, ვასკვნით, რომ Star Wars: Secrets of the Empire აღწერს მის ფილმში განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი განადგურებამდე განვითარებულ მოვლენებს. ფილმის მოვლენები, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, ვითარდება იავინის ბრძოლამდე 0 წელს. ეს ნიშნავს, რომ ვირტუალურ ატრაქციონში Star Wars: Secrets of the Empire მოვლენათა განვითარების დროა 2 იბ—0 იბ.
Advertisement