Star Wars: The Arcade Game, იგივე Star Wars, არის სათამაშო აპარატების თამაში, შემუშავებული Atari-ს მიერ. იგი გამოვიდა 1983 წლის 5 მაისს.[1] თამაში არის პირველი პირის კოსმოსური სიმულატორი, რომელიც ეფუძნება ახალი იმედის სიუჟეტს, კერძოდ — იავინის ბრძოლას. თამაში შედგება 3D ფერადი ვექტორული გრაფიკისგან. როგორც თავისი დროის ერთ-ერთი პოპულარული თამაში, იგი განსაკუთრებით წარმატებული იყო ჯედაის დაბრუნების გამოსვლის პერიოდში. წლების განმავლობაში გამოვიდა მისი რამდენიმე ვერსია.
ᲝᲑᲘ-ᲕᲐᲜ ᲙᲔᲜᲝᲑᲘ ᲐᲦᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲫᲐᲚᲐᲨᲘ ᲛᲘᲡᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲐ ᲘᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ. ᲘᲛᲞᲔᲠᲘᲘᲡ ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲘᲡ ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲘ, ᲓᲐᲠᲗ ᲕᲔᲘᲓᲔᲠᲘᲡ ᲛᲔᲗᲐᲣᲠᲝᲑᲘᲗ, ᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲔᲑᲐ ᲐᲛᲑᲝᲮᲔᲑᲣᲚᲗᲐ ᲞᲚᲐᲜᲔᲢᲐᲡ. ᲘᲛᲞᲔᲠᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲩᲔᲠᲔᲑᲚᲐᲓ ᲣᲜᲓᲐ ᲨᲔᲣᲔᲠᲗᲓᲔ ᲐᲛᲑᲝᲮᲔᲑᲐᲡ. ᲫᲐᲚᲐ ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲨᲔᲜᲗᲐᲜ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ.