ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

Star Wars: The Black Series (TBS) არის ვარსკვლავური ომების სათამაშოების მიმდინარე სერია, რომელსაც Hasbro 2013 წლიდან აწარმოებს. კომპანია სათამაშოებს უშვებს 3.75 და 6 დუიმიანი ზომებით. 2017 წელს მან ფილმ ახალი იმედის 40 წლიანი იუბილე აღნიშნა სპეციალური კოლექციით.

სერიაში შემავალი პერსონაჟები არა მხოლოდ ფილმებში, არამედ წიგნებში, კომიქსებში, სერიალებში და ვიდეოთამაშებში ფიგურირებს და წარმოადგენს როგორც ვარსკვლავური ომების ლეგენდების, ასევე კანონის ნაწილს. 2012 წელს გამოვიდა მარა ჯეიდ სკაიუოკერის, 2015 წელს — რევანის, ხოლო 2016 წელს — ჯეინა სოლოს ფიგურა. სერიაში აგრეთვე შედის გრანდ-ადმირალ თრონის სათამაშო ფიგურაც. 2018 წელს შეწყდა 3.75 დუიმიანი ფიგურების წარმოება — მას შემდეგ, რაც აღდგა ხაზი Star Wars: The Vintage Collection.

Star Wars Insider 171-ის აბონენტებმა უფასოდ მიიღეს პირველი ორდენის TIE ხომალდის მოდელი.[1]

შენიშვნები და სქოლიო[]

ბმულები[]

Advertisement