Star Wars: The Official Starships & Vehicles Collection იყო ჟურნალი, რომელსაც ორ კვირაში ერთხელ, 2008 წლის სექტემბრიდან 2011 წლის ოქტომბრამდე გამოსცემდა De Agostini. წინამორბედების, The Official Star Wars Fact File-ის და The Official Figurine Collection-ის მსგავსად, იგი შეიცავდა დეტალურ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში — ვარსკვლავურ ხომალდსა თუ სხვა მანქანაზე, მის პილოტებზე, დიაგრამებს და ცხვრილებს, ისევე, როგორც ვარსკვლავური ომების სამყაროს სხვა საკითხების განხილვას. ჟურნალზე აგრეთვე თანდართული იყო გამოშვებაში განხილული ხომალდის ლითონის მომცრო მოდელი. ისევე, როგორც Fact Files, ეს იყო ვარსკვლავური ომების ლეგენდების პერიოდის ლიცენზირებული ნაწარმი.
მოგვიანებით გამოიცემოდა სერიის ერთგვარი გაგრძელება, Star Wars Starships & Vehicles.
მედია[]
გამოშვებები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑
Star Wars Starships & Vehicles Collection De Agostini-ს ოფიციალურ საიტზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა) უთითებს, რომ Star Wars Starships & Vehicles Collection-ის ახალი გამოშვება გამოიცემოდა ყოველ ორ კვირაში, რამდენიმე ნაპოვნი გვერდის თანახმად კი მეცამეტე გამოშვება გამოიცა 2009 წლის 25 მარტამდე, ორმოცდამეათე — 17 აგვისტომდე, ორმოცდამეჩვიდმეტე — 22 ნოემბრამდე, ხოლო ორმოცდამეცხრამეტე — 29 დეკემბრამდე. აქედან ირკვევა, რომ სერიის გამოცემა დაიწყო 2008 წლის სექტემბრის მიწურულს. ამრიგად, გამოშვების Star Wars Starships & Vehicles Collection 1 გამოცემის თარიღია დაახლოებით 2008 წლის სექტემბერი.
- ↑
Star Wars Starships & Vehicles Collection De Agostini-ს ოფიციალურ საიტზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა) უთითებს, რომ Star Wars Starships & Vehicles Collection-ის ახალი გამოშვება გამოიცემოდა ყოველ ორ კვირაში, რამდენიმე ნაპოვნი გვერდის თანახმად კი მეცამეტე გამოშვება გამოიცა 2009 წლის 25 მარტამდე, ორმოცდამეათე — 17 აგვისტომდე, ორმოცდამეჩვიდმეტე — 22 ნოემბრამდე, ხოლო ორმოცდამეცხრამეტე — 29 დეკემბრამდე. აქედან ირკვევა, რომ სერიის გამოცემა დაიწყო 2008 წლის სექტემბრის მიწურულს. ამრიგად, გამოშვების Star Wars Starships & Vehicles Collection 80 გამოცემის თარიღია დაახლოებით 2011 წლის ოქტომბერი.














































































