ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ძველი რესპუბლიკა (მრავალმნიშვნელოვანი).

Star Wars: The Old Republic, აგრეთვე ცნობილი როგორც The Old Republic, SWTOr ან TOr, არის მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში, რომელიც შეიმუშავა და გამოუშვა BioWare-მა, Electronic Arts-ის შვილობილმა კომპანიამ.

Star Wars: The Old Republic-ის გამოშვება დაგეგმილი იყო 2005 წლისთვის, Star Wars: Knights of the Old Republic-ის და Star Wars: Knights of the Old Republic II: The Sith Lords-ის გაგრძელების სახით. მისი გამოშვების შესახებ ცნობილი გახდა 2008 წლის 21 ოქტომბერს. თამაში გამოვიდა 2011 წლის 20 დეკემბერს. მას შემდგომში მოჰყვა რომანების სერია ძველი რესპუბლიკა, ისევე, როგორც კომიქსები იმპერიის სისხლი, მშვიდობის საშიშროება და დაკარგული მნათობები, მოთხრობები და სხვა მასალები.

გამოვიდა თამაშის რამდენიმე გაფართოებაც. პირველი მათგანი, Rise of the Hutt Cartel, გამოჩნდა 2013 წლის აპრილში. Galactic Starfighter აქტიური აბონენტებისთვის გამოვიდა 2013, ხოლო სხვა მომხმარებლებისთვის — 2014 წელს. მესამე გაფართოება, Galactic Strongholds, გამოჩნდა 2014 წლის აგვისტოში, ხოლო მეოთხე, Shadow of Revan — 9 დეკემბერს. კიდევ ორი გაფართოებით, სახელწოდებებით Knights of the Fallen Empire (27 ოქტომბერი, 2015) და Knights of the Eternal Throne (12 დეკემბერი, 2016) თამაშმა თხრობის ახალი განვითარება შეიძინა — მოვლენათა შუაგულში აღმოჩნდა ახალი ფრაქცია, სამარადისო იმპერია. 2019 წლის 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გამოიცემოდა მეშვიდე გაფართოება, Onslaught. იგი ოფიციალურად გამოვიდა 2019 წლის 22 ოქტომბერს. Legacy of the Sith, დღეისთვის უკანასკნელი გაფართოება, გამოვიდა 2022 წლის 15 თებერვალს.

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 LucasArtsIcon LucasArts და BioWare წარმოგიდგენთ თამაშს Star Wars: The Old Republic LucasArts.com-ზე (არქივის ბმული)
  2. SWTOR mini თამაშის შესახებ The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  3. დეველოპერთა პროფილები: Star Wars: The Old Republic, რესურსი: HeroEngine.com, საიტზე www.heroengine.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 24, 2012)
  4. SWTOR mini The Old Republic-ზე ადრეული წვდომა იწყება დღეს The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  5. SWTOR mini The Old Republic, მსოფლიო პრემიერა The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  6. SWTOR mini ხელმისაწვდომია აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  7. 7.0 7.1 Star Wars: The Old Republic: თამაშის ინსტრუქცია
  8. PEGI Pan European Game Information - ვრცელი ძიება, რესურსი: PEGI, საიტზე www.pegi.info (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი August 18, 2014)
  9. Star Wars: The Old Republic: Rise of the Hutt Cartel
  10. Star Wars: The Old Republic: Galactic Starfighter
  11. SWTOR mini The Old Republic-ის ახალი გაფართოება, Galactic Strongholds The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  12. SWTOR mini Shadow of Revan The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  13. SWTOR mini Knights of the Fallen Empire The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  14. SWTOR mini 'Onslaught', Star Wars: The Old Republic-ის უახლესი გაფართოების გამოსვლა The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  15. SWTOR mini Legacy of the Sith-ის, Star Wars: The Old Republic-ის შემდეგი გაფართოების ანონსი The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)

გარე ბმულები[]

Advertisement