ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

Star Wars: The Old Republic: Knights of the Fallen Empire არის მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაშ Star Wars: The Old Republic-ის მეხუთე ციფრული გაფართოება. მისი გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2015 წლის 12 ივნისს, Electronic Arts-ის Electronic Entertainment Expo-ზე 15 ივნისისთვის დაგეგმილ პრეზენტაციამდე. Knights of the Fallen Empire-ში კინემატოგრაფიული თხრობის უფრო განახლებული დეტალიზაციაა, ისევე, როგორც ახალი სამყაროები, თანმხლებები თუ დინამიკური ამბავი, რომელზეც მთავარ გავლენას ახდენს თავად მოთამაშეთა მოქმედებები. ანაჰაიმში 18 აპრილს გამართული Community Cantina Tour-ის ფარგლებში ამ განახლებაზე მინიშნებამ პირველად გაიჟღერა. მონაწილეებს დაურიგდათ სამაჯურები ჰეშტეგ #FallenEmpire-ით და თარიღით 06.15.15. ტახტის ფარული გამოსახულება და ჰეშტეგი დამალეს მონაწილეებისთვის დარიგებულ მასალებში, მოგვიანებით კი ინტერნეტში გამოაქვეყნეს. Knights of the Fallen Empire-ის თემაა საფრთხე, რომელსაც გალაქტიკას მარადიული ტახტი უქადის — იმპერატორთან ერთად. მე-60 ეტაპზე მოთამაშის პერსონაჟი იყინება კარბონიტში და იღვიძებს ხუთი წლის შემდეგ. იგი აღმოაჩენს, რომ მარადიული იმპერია გალაქტიკაში სრულად გაბატონებულია. მოთამაშე ხდება უცხო და ქმნის ალიანსს, რათა იმპერიას დაუპირისპირდეს.

გამოცემა[]

  • თავები I-IX — გამოცემა 4.0, 20 ოქტომბერი, 2015[6]
  • თავი X: Anarchy In Paradise — გამოცემა 4.1, 9 თებერვალი, 2016[7]
  • თავი XI: Disavowed — გამოცემა 4.2, 8 მარტი, 2016
  • თავი XII: Visions in the Dark— გამოცემა 4.3, 5 აპრილი, 2016[8]
  • თავი XIII: Profit and Plunder — გამოცემა 4.4, 3 მაისი, 2016[9]
  • თავი XIV: Mandalore's Revenge — გამოცემა 4.5, 1 ივნისი, 2016[10]
  • თავი XV: The GEMINI Deception — გამოცემა 4.6, 28 ივნისი, 2016[11]
  • თავი XVI: The Battle of Odessen — გამოცემა 4.7, 9 აგვისტო, 2016

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Knights of the Fallen Empire The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. Developer Profiles: Star Wars: The Old Republic — HeroEngine.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 24, 2012)
  3. STAR WARS: The Old Republic – Knights of the Fallen Empire – "Become the Outlander" Gameplay Trailer Star Wars: The Old Republic-ის YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
  4. როგორც ვასკვნით გვერდიდან Forums: Dear Story Team, What Year Are We Currently In? The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული), Star Wars: The Old Republic: Knights of the Fallen Empire-ის პირველი თავის მოვლენათა განვითარების დროა 3636 იბ, ხოლო მეცხრე თავის — 3630 იბ. გაფართოების თანახმად, უცხომ გაიღვიძა პირველი თავის მოვლენებიდან ხუთი წლის შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ II—VIII თავების მოვლენათა განვითარების დროა 3631 იბ.
  5. როგორც ვასკვნით გვერდიდან Forums: Dear Story Team, What Year Are We Currently In? The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული), Star Wars: The Old Republic: Knights of the Fallen Empire-ის მოვლენათა განვითარების დროა (IX თავიდან, Alliance Alerts-ის ჩათვლით) 3630 იბ. ამრიგად, განახლება 4.7: The Battle of Odessen, რომელშიც შედის გაფართოების თავი XVI, ასევე ასახავს მოვლენებს, რომელთა განვითარების წელია 3630 იბ.
  6. Game Update 4.0: Knights of the Fallen Empire Early Access Patch Notes The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  7. Game Update 4.1: Anarchy in Paradise Patch Notes The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  8. Game Update 4.3: Visions in the Dark Patch Notes The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  9. Game Update 4.4: Profit and Plunder Patch Notes The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  10. Game Update 4.5: Mandalore's Revenge Patch Notes The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  11. Game Update 4.6: The GEMINI Deception Patch Notes The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)