Star Wars Scene Maker არის მობილური თამაში, შემუშავებული Disney Mobile-ის მიერ LucasArts-თან ერთად. მისი გამოსვლის შესახებ პირველად ცნობილი გახდა Variety Purpose Summit-ზე, 2014 წლის 12 ივნისს. თამაშში მონაწილეებს შეუძლიათ ვარსკვლავური ომების სხვადასხვა ფილმის პერსონაჟების გამოყენება. შესაძლებელია ფილმებიდან დიალოგების დამატება, საკუთარი დიალოგის ჩაწერა და ვიზუალური ფილტრების დამატება. სცენებში შეიძლება ანიმაციური ეფექტების და კამერის რაკურსების გამოყენებაც. თუმცა, თითოეული სცენის ხანგრძლივობა შემოიფარგლება ერთი წუთით. ყოველი სცენის შექმნის შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ მისი სოციალური მედიის მეშვეობით გაზიარება.[1] 2018 წლის აგვისტოთვის Star Wars Scene Maker მოძველებული თამაშების სიაშია და აღარ მოქმედებს.
წყაროები[]
Star Wars Scene Maker Now Available StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Star Wars Scene Maker - Game Trailer ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
"Blaster" — Star Wars Insider 151
May the 4th Be With You SALE! YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)