სტატიაში წარმოდგენილი სუბიექტის შემუშავების სტატუსი უცნობია
Star Wars Scene Maker: Rebels იყო დაგეგმილი ვიდეოთამაში, რომელზეც მუშაობდა Disney Mobile. მისი გამოშვების შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 22 სექტემბერს[1], Disney Consumer Products-ის პრესრელიზიდან. დაგეგმილი იყო, რომ ამ თამაშში მოთამაშეები შეძლებდნენ ტელესერიალ აჯანყებულების პერსონაჟების მართვას.[1] პროგრამის სახით თამაშის გამოშვება დაგეგმილი იყო 2015 წლის დასაწყისისთვის[1], თუმცა პროექტის ამჟამინდელი სტატუსი კვლავ უცნობია.
შენიშვნები და სქოლიო[]