Star Wars Starships & Vehicles არის ჟურნალების სერია, რომელიც იბეჭდებოდა ვარსკვლავური ომების ვარსკვლავური ხომალდების და სხვა მანქანების ნაწილების მინიატურული ნაწილების თანხლებით. ეს იყო გაგრძელება სერიის Star Wars: The Official Starships & Vehicles Collection, თუმცა, თავის მხრივ, მოიცავდა სიკველების ტრილოგიას და Disney+-ზე გამოსულ სერიალებში ნაჩვენებ მანქანებსაც. მისი პირველი გამოშვება გამოიცა 2021 წლის 1 მაისს, ესპანეთში.
თავდაპირველად De Agostini ჟურნალებს მხოლოდ ესპანეთში ბეჭდავდა[1], ხოლო Altaya მათ საფრანგეთში გამოსცემდა[2] — 3-4 თვიანი შეფერხებით. საბოლოოდ, ძირითად სერიად იქცა ფრანგული გამოცემა, რომელიც რეგულარულად გამოდიოდა 2022 წლის იანვრიდან. კრებულის ევროპული (ინგლისურენოვანი) ვარიანტი პირველად გამოიცა 2023 წელს, DeAgostini-ს მიერ, ბრენდით Fanhome.
შენიშვნები და სქოლიო[]
დამატებითი ბმულები[]
- Star Wars Starships & Vehicles De Agostini-ს ოფიციალურ იტალიურ საიტზე (დაარქივებული ვერსიის ბმული)
Star Wars Naves y Vehículos De Agostini-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
Star Wars: Vaisseaux et Véhicules Altaya-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)- Star Wars Starships & Vehicles - Fanhome UK (დაარქივებული ვერსიის ბმული)