UK2-B იყო დროიდი, აქტიური ახალი რესპუბლიკის ეპოქაში.[1] იავინის ბრძოლიდან 9 წელს[2] იგი გამორეან მცველებს შეჰყვა ბობა ფეტის სასახლეში, წარუდგინა ისინი ახალ კრიმინალურ ლორდს და თვალს ადევნებდა, თუ როგორ შეუნარჩუნა სიცოცხლე მათ ფეტმა. UK2-B აღჭურვილი იყო ყავისფერი და ნაცრისფერი ფირფიტებით და წითელი სენსორით.[1]
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 1: უცხო უცხო მხარეში" (პირველი გამოჩენა)
წყაროები[]
Disney-ს გალერეა: მანდალორელი — "ბობა ფეტის წიგნი"
"ის არის დროიდი, რომელსაც ეძებთ" — Star Wars Insider 215
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 1: უცხო უცხო მხარეში"
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ეპიზოდებში "თავი 1: მანდალორელი" (მანდალორელის პირველი სეზონი) და თავი 16: გადარჩენა (მანდალორელის მეორე სეზონი) მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ. ამრიგად, მანდალორელის ამ ორი სეზონის მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 9 წელს და მესამე სეზონშიც — დაახლოებით ამავე წელს. ვინაიდან ეპიზოდში თავი 1: უცხო უცხო მხარეში მოვლენები ვითარდება მანდალორელის მეთექვსმეტე ეპიზოდის შემდეგ, ვასკვნით, რომ მისი მოვლენების განვითარების დროც არის 9 იბშ.