ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

"მე პილოტზე უფრო მეტი ვარ!"
―WAC-47[5]

WAC-47 იყო მამრობითი დაპროგრამების სერია DUM-ის პიტ-დროიდი, რომელიც გალაქტიკურ რესპუბლიკას კლონების ომების დროს ემსახურებოდა. სხვა დროიდებთან ერთად შედიოდა რაზმ D-ს შემადგენლობაში — რომელსაც პოლკოვნიკი მიბურ გასკონი მეთაურობდა — და ხომალდს მართავდა.

მართალია, WAC-47-ის დაპროგრამება შეზღუდული იყო პილოტის ფუნქციების დონეზე, მაგრამ მისი უნარები უფრო მასშტაბური იყო. გასკონს ხშირად მიმართავდა როგორც კაპრალს, რაც "პროგრამული გაუმართაობის" გამო ხდებოდა. თავდაპირველად პოლკოვნიკთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონია, ვინაიდან უკანასკნელი დროიდებს ეპყრობოდა როგორც ნივთებს[3], თუმცა, საბოლოოდ, მათ ერთმანეთს გაუგეს და პატივისცემით ეპყრობოდნენ და WAC-მა გასკონისგან მიიღო კაპრალის წოდებაც.[5]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე