Warner Bros. (ოფიციალურად Warner Bros. Entertainment Inc.) არის ამერიკული კომპანია, დაარსებული 1918 წელს ძმების, ჰარი, ალბერტ, სემ და ჯეკ ლ. უორნერები.
კავშირი Lucasfilm-თან[]
Warner Bros. იყო ფილმ კლონების ომების დისტრიბუტორი, რაც იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ში კინოთეატრებში საჩვენებლად განკუთვნილი ფილმის დისტრიბუციაზე არ ზრუნავდა 20th Century Fox, რომელიც Lucasfilm-ის The Walt Disney Company-ს მფლობელობაში გადასვლამდე იყო ვარსკვლავური ომების საგის ექვსი ფილმის დისტრიბუტორი.
Warner Bros. WarnerMedia-ში შედის, რომელიც აგრეთვე მოიცავს Cartoon Network-ს და Turner Network Television-ს, რომელთა ეთერში გადიოდა ვარსკვლავური ომები: კლონების ომები. კლონების ომებამდე Warner Bros. იყო ჯორჯ ლუკასის 1971 წლის ფილმ THX 1138-ის დისტრიბუტორიც.
კომპანია აგრეთვე უშვებს თამაშ LEGO Star Wars: The Complete Saga-ს მობილური მოწყობილობებისთვის და LEGO Star Wars: The Force Awakens-ს.