X-ფრთებიანები: მახე "კრაიტოსი" არის მაიკლ ა. სტეკპოლის მესამე წიგნი რომანების სერიიდან ვარსკვლავური ომები: X-ფრთებიანები, გამოცემული 1996 წელს. მისი აუდიოვერსიის მთხრობელია ჰენრი თომასი.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
აჯანყებულებმა კორუსანტი აიღეს, მაგრამ მათი პრობლემები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მკვლელი ვირუსი, "კრაიტოსი", ანადგურებს ადგილობრივ მოსახლეობას და კონტრრევოლუცია იფეთქებს. ქარიშხლის ცენტრში მიმდინარეობს დაძაბული სასამართლო პროცესი, რომელზეც აჯანყებულ გმირ ტაიქო სელჩუს ბრალდება ღალატი. სანამ შეგზავნილი პროვოკატორები ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ, ახლადშექმნილი სახელმწიფოს დაცვა მხოლოდ განდგომილების ესკადრილიის სისხლითა და გამბედაობით შეიძლება. როდესაც X-ფრთებიანების მებრძოლები აჯანყების გადასარჩენად იბრძვიან, კორან ჰორნი, რომელიც ისან აისარდის ციხეში დაღუპულად მიაჩნიათ, აღმოაჩენს, რომ მხოლოდ ის ფლობს კორუსანტის იმპერიისგან გათავისუფლების გასაღებს!
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 0553568035; 2 ოქტომბერი, 1996, Bantam Spectra, 355 გვერდიანი რბილყდიანი გამოცემა
- ISBN 0553474200; 2 ოქტომბერი, 1996, Bantam Doubleday Dell Audio Publishing, შემოკლებული აუდიოვერსია, კასეტა
- ISBN 0553409255; 3 ოქტომბერი, 1996, Transworld Publishers, 384 გვერდი, ბრიტანეთი, რბილი ყდა
- ISBN 9780593497340; 2 აგვისტო, 2022; Del Rey; აშშ, რბილი ყდა, ლეგენდების ძირითადი კოლექციის გამოცემა[3]
გარეკანების გალერეა[]
ლეგენდების ძირითადი კოლექციის გამოცემა |










