ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

Template:ეპოქები

ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია სპექტრების წევრი. იხილეთ აგრეთვე ბაკან კარუსი, ზაკუულის რაინდი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიუმი (მრავალმნიშვნელოვანი).

გაფრთხილება: ამ ინფოდაფის შემდეგი პარამეტრები უცნობია: era


კენან ჯარუსი, მანამდე კელებ დიუმი, იყო ძალისადმი მგრძნობიარე რაინდი ჯედაი, რომელიც გადაურჩა ბრძანება 66-ს კლონთა ომების პერიოდში. კალერზე იგი შეხვდა კონტრაბანდისტ ჯანუს კასმირს, რომელმაც ასწავლა, როგორ გადარჩენილიყო. კელებმა დაივიწყა თავისი, როგორც ჯედაების პადავანის წარსული და სინათლის მახვილი ჩაანაცვლა ბლასტერით. ტვი'ლეკ ჰერა სინდულასთან გორსის კონფლიქტისას მუშაობის შემდეგ ჯარუსი შეუერთდა მის ამბოხებულთა გუნდს.

მოგვიანებით კენანს ჰერა შეუყვარდა. მას შემდეგ, რაც ამბოხებულებს შეუერთდა ძალისადმი მგრძნობიარე კიდევ ერთი წევრი, ეზრა ბრიჯერი, კენანი მის მასწავლებლად იქცა, თუმცა, თავად ჯერ პადავანად ითვლებოდა. მუსტაფარზე გრანდ-ინკვიზიტორთან შეტაკების შემდეგ, მიხვდნენ რა, რომ დიდი მასშტაბის ამბოხებაში მონაწილეობდნენ, ისინი შეუერთდნენ ჯგუფ "ფენიქსს". მალაქორზე განხორციელებული მისიისას კენანი დააბრმავა ყოფილმა სითმა, მოლმა. თვეების განმავლობაში ჯარუსი მიმალული იყო, მოგვიანებით კი აღადგინა კავშირი ძალასთან და იდუმალი ბენდუს მეშვეობით — ბრიჯერთანაც.

თვალებახილული ჯარუსი და ამბოხებულები განაგრძობდნენ სხვადასხვა მისიით მოგზაურობას. აღსანიშნავია შეტაკება გრანდ-ადმირალ თრონთან და მოლთან, რომლებიც ცდილობდნენ ბრიჯერის იმპერიის მხარეს მოქცევას და ობი-ვან კენობის განადგურებას. საკუთარ თავში კვლავ დარწმუნებული ჯარუსი მანდალორელ საბინ რენს ასწავლიდა სინათლის მახვილის გამოყენებას და ეხმარებოდა მანდალორელთა ამბოხებაში. იმპერიასთან დაპირისპირების დაწყების შემდგომ კენანი და მისი გუნდის წევრები დაბრუნდნენ ლოთალზე, რომელთანაც ბევრი რამ აკავშირებდათ.

ჯარუსი დაიღუპა იავინის ბრძოლამდე ერთი წლით ადრე, ლოთალზე, როდესაც გუბერნატორ არინდა პრაისის ბრძანებით მოსიარულედან ესროლეს პოდს, რომელზეც იმყოფებოდა ჰერა სინდულა, რომლის გადარჩენას, თავის მხრივ, კენანი ცდილობდა. ამრიგად, ჯედაიმ საკუთარი თავი შესწირა მეგობრების გადარჩენას. დაღუპვის შემდეგ კენანი იქცა კოსმოსური ძალის ნაწილად და ჩნდებოდა დიუმის, დიდი ლოთ-მგლის სახით. ჯარუსისგან ჰერას ეყოლა შვილი, ჯეისენი.

დაღუპვიდან სამზე მეტი ათწლეულის შემდეგ კენანი შეუერთდა სხვა სულებს, რომელთა ხმები ესმა რეიდართ სიდიუსთან ბრძოლის დროს.

გამოჩენები

არაკანონიკური გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ვიზუალური ცნობარი
  2. 2.0 2.1 2.2 ახალი განთიადი
  3. 3.0 3.1 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიჯედაის ღამე
  4. Star Wars Rebels Acme Character Keys საიტზე www.acmearchivesdirect.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი September 11, 2015)
  5. ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: პირისპირ
  6. 6.0 6.1 6.2 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიაპარატი აჩრდილში
  7. 7.0 7.1 ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ნაბიჯები წყვდიადში
  8. 8.0 8.1 კენანი 1
  9. კენანი 3
  10. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიორი მზე
  11. ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ლოთალის ალყა
  12. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიამბოხების სახელით
  13. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიდიუმი
  14. კენანი 7
  15. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიამბოხებულთა იერიში
  16. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიბნელი მახვილის გამოცდები
Advertisement