ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

გაფრთხილება: ამ ინფოდაფის შემდეგი პარამეტრები უცნობია: era, clan

მოლი იყო დათომირელი ზაბრაკი, სითი ლორდი, რომელიც შემდგომში კრიმინალურ ლორდად იქცა. იგი ცხოვრობდა გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ პერიოდში და გალაქტიკური იმპერიის დროს. მოლი, რომლის დედა იყო ღამის დების წევრი ტელზინი, დართ სიდიუსის შეგირდი გახდა და მიიღო სახელი დართ მოლი. სწორედ მოლის ქმედებების გამო ჯედაების ორდენისთვის ცნობილი გახდა სითების კვლავ არსებობის შესახებ. მართალია, ობი-ვან კენობიმ იგი ორად გაკვეთა, მოლი გადარჩა და, კიბერნეტიკულად მხარდაჭერილმა, იცოცხლა ათ წელიწადზე მეტი, სანამ მას კლონთა ომების პერიოდში არ მიაგნო უმცროსმა ძმამ, სავაჟ ოპრესმა.

ძმის დახმარებით მოლმა გადაწყვიტა კენობიზეც და სითებზეც შურისძიება. მან შეკრიბა დანაშაულებრივი ალიანსი, რომელშიც შედიოდნენ პაიკების სინდიკატი, ჰატების კლანი, შავი მზე და მანდალორული სიკვდილის მზირები. ჩრდილების კოლექტივმა, რომელსაც მოლი მართავდა, მანდალორის კონტროლის ქვეშ აიღო და მოკლა ჰერცოგინია სატინ კრიზი, კენობის ძველი ნაცნობი და საყვარელი. სიდიუსმა დაატყვევა მოლი და გამოიყენა იგი მზაკვრული გეგმისას, გაენადგურებინა დედა ტელზინი და ბოლო მოეღო საშიშროებისთვის, რომელსაც მისი არსებობა უქადდა გალაქტიკაში იმპერიული რეჟიმის გამეფებას. მოლი მანდალორზე დაბრუნდა სიკვდილის მზირების მიერ გადარჩენის შემდგომ, თუმცა იგი დაამხეს ასოკა ტანომ და რესპუბლიკის დიდმა ჯარმა.

იმპერიის ზეობისას მოლმა განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა როგორც ალისფერი გარიჟრაჟის მეთაურმა. მოგვიანებით იგი მოხვდა მალაქორზე, სადაც იმედოვნებდა, რომ იპოვნიდა სითების ტაძარში დამალულ საიდუმლო სუპერიარაღს და სითების არსებობას დაასრულებდა. მის გეგმებში ჩაერია ორი ჯედაი — კენან ჯარუსი და ეზრა ბრიჯერი (უკანასკნელზე მოლი იმედებს ამყარებდა და სურდა მისი თავის შეგირდად მომზადება). მალაქორიდან გაქცევის შემდგომ მოლი კვლავ ცდილობდა ბრიჯერის ძალის ბნელ მხარეს მოქცევას, თუმცა მალევე შეიტყო, რომ კენობი კვლავ ცოცხალი იყო. მან ჯედაი ტატუინზე იპოვა. კენობიმ კვლავ დაამარცხა დუელში და მოლი მის ხელთ აღესრულა, შეიტყო რა, რომ ობი-ვან იცავდა ლუკ სკაიუოკერს. ამიტომ, აღსასრულამდე მან შვება იგრძნო, იმედი ჰქონდა რა, რომ სითების მმართველობა საბოლოოდ დასრულდებოდა.

გამოჩენები

არაკანონიკური გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 StarWars დართ მოლი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  2. ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული უთითებს, რომ მოლი ობი-ვან კენობისთან ბრძოლისას დაიღუპა ჯედაისთან ტატუინზე შეხვედრიდან 30 წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ეს იყო 32 წელს იავინის ბრძოლამდე. ამრიგად, მოლი დაიღუპა იავინის ბრძოლიდან 2 წელს.
  3. StarWars დათომირი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე
  5. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიძმები
  6. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიშურისძიება
  7. დართ მოლი 2
  8. 8.0 8.1 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიამაღლება
  9. სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
  10. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიაღორძინება
Advertisement