ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯილდოზე მონადირეები.

გაფრთხილება: ამ ინფოდაფას აკლია შემდეგი პარამეტრები: runtime და მითითებული აქვს უცნობი პარამეტრები: era

სიმამაცე გმირებს ქმნის, თუმცა მეგობრობას მხოლოდ ნდობა აშენებს.
―მორალი[src]

ჯილდოზე მონადირეები არის ანიმაციური ტელესერიალ კლონთა ომების მეორე სეზონის მეჩვიდმეტე ეპიზოდი. მისი პრემიერა ბრიტანეთში გაიმართა 2010 წლის 27 მარტს, ხოლო აშშ-ში — 2 აპრილს.[1]

სიუჟეტის შეჯამება

ეპიზოდი 17
ჯილდოზე მონადირეები
დაღუპულთა რაოდენობა იზრდება! ბრძოლების გამძაფრებასთან და რესპუბლიკაში სულ უფრო მეტი სამყაროს გამოჩენასთან ერთად, პლანეტები საკუთარი თავის იმედად რჩებიან. სანამ ჯედაები მრავალ ფრონტზე იბრძვიან, დაზარალებულებისთვის შეიქმნა მთელი რიგი სამედიცინო პუნქტების, მაგრამ ეს ობიექტები სეპარატისტებისთვის ადვილი სამიზნეა. ფელუციის ორბიტაზე სამედიცინო სადგურთან კავშირის დაკარგვის შემდეგ ობი-ვან კენობი, ენეკინ სკაიუოკერი და ასოკა ტანო გამოსაძიებლად მიემართებიან...

კადრს მიღმა

ეს ეპიზოდი ეძღვნება იაპონელი რეჟისორ აკირა კუროსავას ხსოვნას, რომლის ფილმის სამი გაიძვერა მიმალულ ციხესიმაგრეში (იგივე მიმალული ციხესიმაგრის) შთაგონებით ჯორჯ ლუკასმა დაიწყო ვარსკვლავური ომები შექმნა. თავად ეპიზოდი შთაგონებულია კუროსავას ცნობილი ფილმით შვიდი სამურაი — ისევე, როგორც რეჟისორის ამ ნამუშევარში, კლონთა ომების ეს ეპიზოდი მიმოიხილავს შვიდი გმირის ამბავს, რომლებიც თავდამსხმელებს იგერიებენ. შედარებისთვის, ჯედაებიც და სამურაებიც მცირერიცხოვან ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, ორივე შემთხვევაში სოფლის მაცხოვრებლებს ეხმარებიან და თავდაცვას ასწავლიან.

ისევე, როგორც ეპიზოდები მკვლელობები სენატში და კატა-თაგვობანა, ჯილდოზე მონადირეები კანადასა და ბრიტანეთში ეთერში გავიდა აშშ-ში ჩვენებამდე ერთი კვირით ადრე.

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 StarWars კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ჯილდოზე მონადირეები StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  2. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ეპიზოდების ძალის შვილები და მხეცი ზილო განვითარების დროა 21 იბ. ვინაიდან ეს ეპიზოდი მათ შორის არის მოქცეული (როგორც აღნიშნულია გვერდზე StarWars კლონთა ომების ეპიზოდების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა StarWars.com-ზე (არქივის ბმული), ეპიზოდების განვითარების დროა 21 იბ.

Template:კლონთა ომების ეპიზოდები

Advertisement